თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 17:37
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 3337,
კომენტარები: 12
რონალდუს ტრანსფერს დაველოდოთ
ვან გაალი პორტუგალიელს დააბრუნებს
რონალდუს ტრანსფერს დაველოდოთ
როგორც ბრიტანული და ესპანური გამოცემები იუწყებიან "იუნაიტედის" ახალ მწვრთვნელს სურს რონალდუს უკან დაბრუნება და პორტუგალიელის დასაბრუნებლად კლუბი მზად არის 60 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ კვირაში 290,000 ფუნტ სტერლინგს იღებს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელია, "იუნაიტედი" აპირებს ამ ხელფასის გაზრდას, თუ კი ის მოისურვებს სახლში დაბრუნებას.

ჯო კრილის, გამოცდილი სპეციალისტის თქმით: "რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ თუ ის მომდევნო სეზონში "მანჩესტერში" გადავა მისი ხელფასი "საუკეთესო" იქნება, ანუ ყველაზე დიდი"

თუმცა, რონალდუს ტრანსფერს თან ახლავს უცნაურობებიც, რადგან "ბაიერნი", "პსჟ" და "ჩელსი" მის დათმობას არ აპირებენ.
თავად პორტუგალიელს ხშირად უთქვამს, რომ ის ერთ დღეს დაბრუნდებოდა "იუნაიტედში" და შეიძლება ერთი დღე მომდევნო სეზონშიც დადგეს.

"ყველამ იცის, რომ მე ეს სიტყვები ბევრჯერ გავიმეორე. "მანჩესტერი" ჩემს გულშია. მე დავტოვე ბევრი კარგი მეგობარი, ასევე საოცარი გულშემატკივარი და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს დავბრუნდები უკან" - განაცხადა კრიშტიანო რონალდუმ.

წყარო: Express.co.uk
ახალი ამბები, ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
13 სექტემბერი 2014 01:34
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Es tu davitriet flangebi gveyoleba usastikesi...neta viyidot
0
№12
ავტორი: manutd---10
13 სექტემბერი 2014 10:34
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
Macklemore,
და შენი ჯიბიდან მიდის რამე თუ რა? მოიყვანონდ ჩემს გამო 1 მილიარდიც გადაუხდიათ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top