თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2014, 22:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2572,
კომენტარები: 11
ფელაინი ძირითადში მოხვედრისთვის იბრძოლებს
მარუანი კონკურენციისათვის მზადაა
ფელაინი ძირითადში მოხვედრისთვის იბრძოლებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ განაცხადა, რომ იგი ლუი ვან გაალის გულის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

ჭორების თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი მწვრთნელი მარუანის გაშვებას აპირებდა. "იუნაიტედმა" ბელგიელი 2013 წლის ზაფხულში 27,5 მლნ. ფუნტად გადმოიყვანა, თუმცა მარუანმა მთელი სეზონი ჩააგდო და გულემატკივრებსაც იმედები გაუცრუა.

ამჟამად მარუანი ტრამვირებულია და მკურნალობს. 26 წლის ნახევარმცველის თქმით, იგი ძირითადში მოსახვედრად ყველაფერს გააკეთებს.

"მე გუნდში ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძვი. მწვრთნელი მოედანზე გამოსასვლელად საუკეთესო 11 მოთამაშეს ირჩევს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მეც მათ შორის მოვხვდე."

"სეზონის დაწყებამდე, მთავარ მწვრთნელს შევხვდი. მან მითხრა, რომ ამ პოზიციაზე მაღალი კონკურენცია იქნებოდა. მე კი ვუპასუხე, რომ ყოველი გამოწვევის მისაღებად მზად ვიყავი."

"ლუი ვან გაალი შესანიშნავი მწვრთნელია. ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით ნაკრებში ერთმანეთს. იგი დაკვირვებული ადამიანია, ყველაფერს აანალიზებს და წარმატების მისაღწევად ყველაფერს აკეთებს."
-განაცხადა ფელაინიმ

წყარო: Fapl.ru


მოხვდება ფელაინი ძირითად შემადგენლობაში?

კი
არა

ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: razma21
11 სექტემბერი 2014 13:08
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ჩემი აზრით მანჩესტერის დონის ნაღდად არარი!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top