თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2014, 11:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2762,
კომენტარები: 12
ნაფიქრალიდან (თავი პირველი)
სერ ალექს ფერგიუსონის წიგნის პირველი თავი.
ნაფიქრალიდან (თავი პირველი)
შესავალი


რამდენიმე წლის წინ დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შევიდოდა ამ წიგნში. თავისუფალ დროს ერთადერთი მიზნით ვინიშნავდი ხოლმე - მინდოდა ეს საინტერესო ყოფილიყო როგორც ჩვეულებრივი მაყურებლისთვის, ისე ამ ამ წიგნის ობიექტებისთვის.

ასე რომ, თუ ჩემი პენსიაში გასვლა უცაბედი მოვლენა აღმოჩნდა, ეს ავტობიოგრაფია დიდი ხნის განამვლობაში მზადდებოდა. ეს წიგნი ჩემს პირველ წიგნს Managing My Life-ს ავსებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში აღწერილია გლაზგოში გატარებული ჩემი ახალგაზრდობა და აბერდინიში შეძენილი მეგობრები, იგი მაინც "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ დიად წლებს ეძღვნება. მე თავად მიყვარს კითხვა და დიდი ხანია მსურს დავწერო წიგნი, რომელიც ნათელს მოჰფენდა იმ საიდუმლოებებს, რომელიც საფეხბურთო გუნდის მენეჯერს უკავშირდება.

ცხოვრებაში, რომელიც ფეხბურთითაა სავსე, ყოველთვის იარსებებს ჩავარდნა, მარცხი და იმედგაცრუება. როცა "აბერდინსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" დავიწყე მუშაობა, გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში მოთამაშეებში ნდობა და ლოიალურობა უნდა მომეპოვებინა. ეს - ფუნდამენტია, რომელზეც ყველა დიდი ორგანიზაცია ეყრდნობა. მე ჩემი დაკვირვებულობა დამეხმარა. არსებობს ხალხი, რომელიც ოთახში შესვლისას ვერაფერს ამჩნევს. თვალები გამოიყენეთ: იქ იმდენი რამეა. საკუთარ დაკვირვებულობას ვიყენებდი, რათა ჩემი ფეხბურთელების ჩვეულებანი გამომევლინა ვარჯიშზე, ასევე ხასიათი და ტიპაჟი.

რა თქმა უნდა მომენატრება გასახდელში ყოფნა და ჩემი სამწვრთნელო კონკურენტები, ამით აღფრთოვანებული "ძველი სკოლის" ხალხი, რომლებიც საუკეთესონი იყვნენ მაშინ, როცა 1986 წელს "იუნაიტედში" დავიწყე მუშაობა. რონ ატკინსონი წასვლის შემდეგ არ გაბრაზებულა, ტკბილი სიტყვების გარდა მისგან სხვა არაფერი გვსმენია. ჯიმ სმიტი - შესანიშნავი ადამიანი და კარგი მეგობარი. მისი სტუმართმოყვარეობა სტუმრებს სახლში წასვლის სურვილს დილამდე არ უჩენს. როცა სახლში მივდიოდი, სიგარეტის ფერფლით ვიყავი მოთხვრილი.

დიდი ჯონ სტილეტი, რომელიც "ქოვენთრი სიტის" წვრთნიდა - კიდევ ერთი კარგი ამხანაგი. არ დამავიწყდება განსვენებული ჯონ ლაიალი, რომელიც პირველ წლებში მეხმარებოდა და ჩემთვის პირად დროს არ იშურებდა. მახსოვს ჩემი პირველი შეხვედრა ბობი რობსონთან 1981-ში, როცა "აბერდინი" უეფა-ს თასიდან "იპსვიჩმა" გამოაგდო. ბობი გასახდელში შემოვიდა ჩვენთან და თითოეულ ჩვენგანს ხელი ჩამაორთვა. ადამიანს კლასი გააჩნდა და მასთან მეგობრობა არასდროს დამავიწყდება. როცა იგი გარდაიცვალა, ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი დანაკლისი იყო.

"ძველი სკოლიდან" სხვებიც იყვნენ ისეთები, რომლებიც საკუთარი სამუშაო ეთიკის ხარჯზე იწურებოდნენ და შეუძლებელია ამის არ დაფასება. როცა რეზერვების თამაშს ვუყურებდი, იქ ჯონ რაჯი და ლენი ლოურენსი მუდმივად ისხდნენ. არასდროს დამავიწყდება ჯო როილი, რომლის "ოლდჰემმაც" არანაკლებ შეგვაშინა. დიახ, ეს ყველაფერი მომენატრება. ჰარი რედნაპი და ტონი პულისი - ჩემი თაობის შესანიშნავი პროფესიონალები.

"იუნაიტედის" მშვენიერ და ერთგულ პერსონალში ძალიან გამიმართლა. ზოგიერთი მათგანი ჩემთან ერთად 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. ჩემი პერსონალური ასისტენტი, ლინ ლაფინი "იუნაიტედიდან" ჩემთან ერთად წამოვიდა და ახალ ოფისში ჩემი დამხმარეა. ლეს კერშო, დეივ ბუშელი, რონი უელანი, პოლ მაკჰინესი. კეტ ფილიპსიც სიაშია, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" მატჩის შემდგომი საკითხებით 40 წლის განმავლობაში კავდებოდა. ჯიმ რაიანი, რომელიც უკვე პენსიაშია, ჩემი ძმა მარტინი, რომელმაც საზღვარგარეთ სკაუტად 17 წელზე მეტ ხანს იმუშავა (ძალიან რთული სამუშაოა) და ბრაიან მაკკლეირი.

ნორმან დევისი - აი ადამიანი. ერთგული მეგობარი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დაგვტოვა. მისი შემცვლელი, ალბერტ მორგანი - ეკიპირების მენეჯერი - ასევე დიდი პიროვნება და ადამიანი, ვის ლოიალურობაშიც ეჭვი არასდროს შემპარვია.

ჩვენი ექიმი სტივ მაკნალი, მთავარი ფიზიოლოგი რობ სვაირი და მისი ბრიგადა, ტონი სტრადვიკი და მისი ენერგიული მოსწავლეები, ჩვენი სამზარეულოს პერსონალი. ჯონ ალექსანდრის მთავარი ოფისი, ენი უაილი და გოგონები. ჯიმ პოულორი და ყველა სკაუტი. ერიკ სტილი, მეკარეთა მწვრთნელი, საიმონ უელსი და სტივ ბრაუნი ვიდეო-ანალიტიკოსების გუნდიდან. ჩვენი პერსონალი მოედანზე ჯო პემბერტისა და ტონი სინკლერის თაოსნობით, ჩვენი ტექნიკუტი მომსახურების პერსონალი სტიუარტებთან, გრემსა და ტონთან ერთად: თითოეული მათგანი შრომისყვარე ხალხია. შესაძლოა რამდენიმე ადამიანის ჩამოთვლა დამავიწყდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იციან როგორ ვაფასებდი მათ.

დამხმარეებმა და მწვრთნელებმა უდიდესი დახმარება გამიწიეს ჩემი მუშაობის პერიოდში. არჩი ნოკსი, ნამდვილი მეკავშირე პირველ წლებში. ბრაიან კიდი, ნობი სტაილზი, ერიკ ჰარისონი - ახალგაზრდების ნიჭიერი მწვრთნელი. სტივ მაკლარენი - ძალიან ენერგიული მწვრთნელი, რომელიც ნოვატორული იდეების მატარებელი იყო. კარლოს კეირუში და რენე მალესტინი - გასაოცარი მწვრთნელები - და ჩემი მთავარი დამხმარე, მიკ ფელანი, დაკვირვებული საფეხბურთო სპეციალისტი.

ჩემი ხანგრძლივი სამუშაოს მთავარ მიზეზად მარტინ ედვარდსი და ბობი ჩარლტონი მოიაზრებიან. მათი უდიდესი საჩუქარი იყო დრო, რომელიც მათ საფეხბურთო კლუბთან მოშაობისთვის მომცეს და არა გუნდთან. მათი მხარდაჭერა მეგობრულ ურთიერთობაში იზრდებოდა, რომელსაც დევიდ გილთან ერთად ათწლეულის განმავლობაში ვიყოფდი.

ამ წიგნში ძალიან ბევრი რამ უნდა ჩავატიო, იმედი მაქვს ჩემ გზას გაიზიარებთ.

პროლოგი


დაახლოებით სამი ათწლეულის წინ მე პირველად გავიარე ამ გვირაბში და "ოლდ ტრაფორდის" მოედანზე შევაბიჯე. ეს ჩემი პირველი თამაში იყო, ვნერვიულობდი და მილიონ გამოხედვას ვგრძნობდი. მე "სტრეტფორდ ენდის" მხარეს ვიდექი და ცენტრალურ ნაწილში წარმადგინეს, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი. ახლა ამ მოედანზე ვდგავარ, საკუთარი ძალის მწამს და ვემშვიდობები.

კონტროლი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" დავამყარე - ეს არის პრივილეგია, რომელიც ძალიან მცირე ოდენობის მწვრთნელს ეძლევა. რაოდენ თავდაჯერებულადაც არ უნდა მეგრძნო თავი, როცა 1986 წელს კონტრაქტს ვაწერდი ხელს, წარმოდგენაც კი არ შემეძლო თუ რა წარმატება მელოდებოდა წინ.

2013 წლის მაისში ჩემი დამშვიდობების შემდეგ ჩემი გონება ჩემი კარიერის უდიდესმა მომენტებმა მოიცვა. ინგლისის თასის მესამე რაუნდში "ნოტინგემ ფორესტთან" 1986 წელს მოპოვებული გამარჯვება გამახსენდა - იმ მატჩში მარკ რობინსმა ფინალში გაგვგზავნა, რომელზეც კლუბში ჩემი დარჩენა იყო დამოკიდებული. გამარჯვების გარეშე ჩავლილმა თვემ მაშინ ჩემი თვითრწმენა მცირედით შეარყია.

ჩემი დანიშვნიდან 4 წლის შემდეგ "კრისტალ პალასთან" წარუმატებლობას შესაძლოა ხელმძვანელობაში ჩემდამი ეჭვი დაებადა და ვინ იცის, იქნებ იქვე დავშორებოდი "იუნაიტედს". ვერასდროს გავიგებთ რამდენად ახლოს ვიყავით ჩემ გაგდებასთან. "უემბლიზე" მიღწეული წარმატების გარეშე "იუნაიტედის" ქომაგთა რისხვა გუნდის ფუძემდე ჩააღწევდა.

ბობი ჩარლტონი ყოველთვის ჩემს მხარეზე იყო და გუნდიდან ჩემ გაშვებას ეწინააღმდეგებოდა. მან იცოდა რით ვიყავი დაკავებული, როგორ ვმუშაობდი ახალგაზრდებთან, რამდენ ძალას ვხარჯავდი საფეხბურთო სისტემის რეფორმისთვის. დირექტორმა, მარტინ ედვარდსმა ეს იცოდა და მათი გულითადი ნდობა ამ რთულ პერიოდში შედეგის მიღწევაში დამეხმარა. მარტინი მაშინ უბრალოდ ჩაფლული იყო მრისხანე წერილებში, რომლებშიც ქომაგი ჩემს გაშვებას მოითხოვდა.

1990 წელს ინგლისის თასზე მოპოვებულმა გამარჯვებამ ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა და ჩემი რწმენა გააძლიერა. ეს შესანიშნავი კლუბი იყო, რომელთან ერთადაც ღირდა თასების მოგება. "უემბლიზე" მოპოვებული გამარჯვება ინგლისის თასზე ახალი სასიხარულო დროის საწყისი იყო. თუმცა ჩვენი გამარჯვებიდან მეორე დღეს საგაზეთო სათაურები ამბობდნენ: "კარგია, შენ ინგლისის თასი მოიგე. ახლა უკან, შოტლანდიაში დაბრუნდი." ეს არასდროს დამავიწყდება.

ნაფიქრალიდან (თავი პირველი)


"მანჩესტერ იუნაიტედის" დასახასიათებლად რომელიმე მატჩის აღება რომ დამჭირდეს ჩემს 1500-ე მატჩს ავიღებდი - "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ 5:5. სიგიჟე. საოცრება. სანახაობა. დაუჯერებელი.
თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე მიდიხართ გოლსა და დრამას ელოდებით. თქვენი გული გამოცდის მოლოდინშია. შემეძოე არ მენაღვლა იმაზე, რომ 5:2 უპირატესობა უკანასკნელ 9 წუთში დავკარგეთ. მაგრამ მე მაინც მოვაწყე ტრადიციული გარჩევა, რასაც ჩემი ფეხბურთელებიც ხედავდნენ. "გმადლობთ ბიჭებო! საშინლად კარგი უკანასკნელი შეხვედრა მომიწყვეთ."

დევიდ მოიესი უკვე დასახელებული იყო ჩემ მემკვიდრედ. მაშინ გასახდელში ვიჯექით და რაიან გიგზმა იხუმრა: "დევიდ მოიესი პენსიაში გავიდა."

მიუხედავად დაცვაში არსებული ჩვენი პრობლემებისა, სიამაყის გრძნობით ვივსებოდი იმის შეგრძნებისას, რომ გუნდსა და პერსონალს დევიდ მოიესს გადავცემდი. ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი ოჯახი იქვე, "ვესტ ბრომის" სტადიონზე იჯდა და მე ახალი ცხოვრება მელოდებოდა.

ეს თამაში სიზმარს ჰგავდა. "ვესტ ბრომმა" კლასი აჩვენა. თამაშის შემდეგ მატჩში მინაწილე ორივე გუნდის ფეხბურთელთა სია გამომიგზავნეს. თითქმის მთელი ოჯახი იყო ჩემთან ერთად: სამი ვაჟი, რვა შვილიშვილი და რამდენიმე ახლო მეგობარი. ბედნიერი ვიყავი რომ მოვიდნენ და ეს მომენტი ერთად გადავლახეთ. ოჯახი ერთი მთლიანია
.
როცა "ვესტ ბრომთან" შეხვედრაში ჩვენი ავტობუსიდან ვეშვებოდი თითოეული წამით ვტკბებოდი. წასვლა არ გამჭირვებია, რადგან ვიცოდი, ეს საუკეთესო მომენტი იყო. საღამოს მატჩამდე ბიჭებმა მითხრეს, რომ პენსიაში გასვლასთან დაკავშირებით ჩემთვის სპეციალური საჩუქრის გაკეთება სურდათ. ყველაზე საოცარი საჩუქარი 1941 წელს გამოშვებული rolex-ის საათი გახლდათ - ეს დაბადების წელია. საათი 3:04 სთ-ს უჩვენებდა - დრო, როცა 1981 წლის 31 დეკემბერს სამყაროს გლაზგოში მოვევლინე. გარდა ამისა მათ ფოტოალბომიც მაჩუქეს, რომლებიც "იუნაიტედში" გატარებულ ჩემ პერიოდს ასახავდა. ცენტრში ჩემი ოჯახის, ჩემი შვილებისა და შვილიშვილების ფოტოსურათი იყო. მთავარი საჩუქარი რიოს, საათების დიდი მოყვარულის იდეა გახლდათ.

მას შემდეგ, რაც წიგნი და საათი მივიღე აპლოდისმენტების ხმა გაისმა. მოთამაშეების სახეზე უცნაური გამოხედვა შევამჩნიე. ეს საკუთარ თავში დაურწმუნებელი ფეხბურთელების გამოხედვა იყო, რომლებმაც არ იციან რა რეაქცია ჰქონდეთ. ბევრმა მათგანმა არც კი იცის როგორია ჩემ გარეშე თამაში. ზოგიერთი კი ჩემთან ერთად 20 წლის განმავლობაში თამაშობდა. მათ სახეებზე იკითხებოდა: რა იქნება ახლა? ზოგიერთს არასდროს უმუშავია სხვა მწვრთნელთან ერთად.

ერთი თამაში მრჩებოდა და მინდოდა ყველაფერი ისე წარმართულიყო, როგორც საჭირო იყო. შესვენებაზე ანგარიში 3:0 იყო, მაგრამ "ვესტ ბრომი" დანებებას და ჩემთვის უკანასკნელი საჩუქრის გაკეთებას არ აპირებდა. იონ სივებეკი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც პირველად გაიტანა გოლი ჩემ "იუნაიტედში" - ეს 1986 წლის 22 ნოემბერს მოხდა. უკანასკნელი გოლი კი ხავიერ ერნანდესმა 2013 წლის 19 მაისს გაიტანა. 5-2, შეიძლებოდა 20-2 ყოფილიყო ჩვენ სასარგებლოდ. 5-5 შეიძლებოდა 20-5 ყოფილიყო. დაცვაში ჩავფლავდით. "ვესტ ბრომმა" 5 წუთში სამი გოლი გაიტანა და რომელუ ლუკაკუმ ჰეთ-ტრიკი გაიფორმა.

მიუხედავად ჩვენ კარში ჩამოწოლილო გოლების ზვავისა, გასახდელში ყველაფერი მშვიდად იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე დავრჩით, რათა გულშემატკივრისთვის მადლობა გადაგვეხადა. გიგზმა წინ მიბიძგა და მოთამაშეები განზე გადგნენ. მე მარტო ვიდექი ბედნიერი სახეებისგან შემდგარი უზარმაზარი მოზაიკის წინაშე. ჩვენი გულშემატკივარი მთელი დღის განმავლობაში მღეროდა, სკანდირებდა და ხტუნავდა. მინდოდა 5-2 მოგვეგო, მაგრამ რაღაც მხრივ 5-5 უფრო შესაფერისი შედეგია. ეს პირველი ფრეა ჩემს კარიერაში და პრემიერ-ლიგაში, რომელიც 5-5 დასრულდა. ჩემი უკანასკნელი 90 წუთის უკანასკნელი ისტორიის ნაწილი.

მანჩესტერში ჩემი ოფისი ფოსტით გაივსო. მადრიდის "რეალმა" შესანიშნავი საჩუქარი გამომიგზავნა: "პლასა დე სიბელესის" ვერცხლის ასლი - ეს არის ადგილი, სადაც მდებარეობს ფანტანი, რომელთანაც მადრიდის "რეალი" ლიგაში მოპოვებულ თითოეულ გამარჯვებას ზეიმობს. საჩუქრის გარდა "რეალის" მწვრთნელისგან, ფლორენტინო პერესისგან მშვენიერი წერილი მივიღე. საჩუქარი "აიაქსმაც" გამომიგზავნა, ისევე როგორც ედვინ ვან დერ სარმა. ლინი, ჩემი პირადი ასისტენტი რთულად უმკლავდებოდა მთელ ამ კორესპონდენციას.

ერთი კვირით ადრე ჩემი უკანასკნელი საშინაო შეხვედრა შედგა "სუონსი სიტისთან" და არ ვიცოდი რა მელოდა საპატიო დერეფნის გარდა. იმ დროისათვის, როცა ოჯახმა, მეგობრებმა, მოთამაშეებმა და პერსონალმა ჩემი წასვლის შესახებ გაიგეს, დაძაბული კვირა დასასრულს უახლოვდებოდა.

2012 წლის ზამთარში პირველად გავაცნობიერე, რომ უნდა წავსულიყავი. სადღაც შობისთვის კი ღრმად ჩამებეჭდა თავში აზრი: "პენსიაში გავალ".
- რატომ? - მკითხა კეტიმ.
- გასულ სეზონში ტიტული ბოლო თამაშში დავკარგე, ამას მეტად ვეღარ გადავიტან. - ვუთხარი მას - უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ლიგას მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგის ან ინგლისის თასის ფინალში მოვხვდებით. შესანიშნავი დასასრული იქნებოდა.

ოქტომბერში კეტიმ და, ბრიჯიტი დაკარგა, რასაც ძალიან განიცდიდა. ასე რომ, მას ძალიან ცოტა დრო დასჭირდა იმის სათქმელად, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მითხრა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი ცხოვრებაში სხვა რამით დაკავებისთვის. კონტრაქტის მიხედვით კლუბისთვის 31 მარტამდე უნდა შემეტყობინებინა პასუხი.

დამთხვევები მართლაც არსებობს. თებერვლის ერთ ღამეს დევიდ გილი მირეკავს და მთხოვს მასთან შევიარო. კვირას ღამით? "დავნაძლევდეთ დირექტორის პოსტიდან წასვლას აპირებს" - ვთქვი მაშინ. "ან ასეა, ან შენ გაგდებას აპირებენ" - მითხრა კეტიმ. დევიდმა მითხრა, რომ სეზონის ბოლოს წასვლას აპირებდა. "ჯანდაბა, დევიდ." - მხოლოდ ამის თქმა შემეძლო მისთვის მას შემდეგ, რაც ჩემი გეგმები გავანდე.

რამდენიმე დღეში დევიდმა დამირეკა და მითხრა, რომ გლეიზერების ზარს დავლოდებოდი. როცა ეს მოხდა, ჯოელ გლეიზერს ვარწმუნებდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება დევიდის წასვლასთან არაფერ შუაში იყო. ვუთხარი, რომ ჯერ კიდევ შობაზე მოვიფიქრე. მიზეზები დავუსახელე. ოქტომბერში კეტის დის სიკვდილმა ყველაფერი შეცვალა. კეტი თავს მარტოსულად გრძნობდა. ჯოელმა გამიგო. შევთანხმდით, რომ ნიუ-იორკში შევხვდებოდით, სადაც იგი ჩემ გადარწმუნებას ეცადა. ვუთხარი, რომ ვაფასებ მის მხარდაჭერას. მან მადლობა გადამიხადა გაწეული სამსახურისთვის.

შეურიგდნენ რა იმ აზრს, რომ მე გადაწყვეტილებას არ შევცვლიდი, ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული - დევიდ მოიესი.

დევიდმა ჩვენთან სახლში შემოიარა, რათა პოტენციური შესაძლებლობა შეემოწმებინა. გლეიზერებს სურდათ, რომ ეს ამბავი ჭორების და სპეკულაციების გარეშე მოგვარებულიყო - ჩემი მემკვიდრე რაც შეიძლება მალე უნდა დასახელებულიყო.

ბევრ შოტლანდიელს აქვს სახასიათო ნიშანი: მედგრობა. თუ კი შოტლანდიას ვტოვებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ რამე წარმატებას მივაღწიოთ. შოტლანდიელი წარსულს არასდროს გაურბის - ისინი მიდიან, რათა უკეთესები გახდნენ. მსგავსი მაგალითები მთელ მსოფლიოში არსებობს - განსაკუთრებით კანადასა და ამერიკაში. სამშობლოს დატოვების შემდეგ გარკვეულ გადაწყვეტილებისუნარიანობას ვიძენთ. ეს არ არის ნიღაბი, ეს ყველაფრის შესაძლებლად ქცევის მცდელობაა. შოტლანდიელების მედგრობა ხშირად მეც მახასიათებს.

საზღვარგარეთ წასული შოტლანდიელიც არ არის იუმორდაკარგული და დევიდ მოიესი ძალიან ხუმარა კაცია. თუმცა შოტლანდიელისთვის არ არსებობს სამუშაოზე უფრო მნიშვნელვანი რამ და დევიდ მოიესიც ასეთი პასუხისმგებლობით ეკიდება მას. ხალხი ხშირად მეუბნება: "არასდროს მინახავს, რომ მატჩებზე გაგეღიმოს". მე ვპასუხობ: "მე მოსაგებად მოვდივარ და არა გასაღიმებლად".

დევიდსაც აქვს რამდენიმე მსგავსი სახასიათო ნიშანი. მის ოჯახს ვიცნობ. მამამისი დრამჩეპელში მუშაობდა, სადაც ახალგაზრდობისას დავდიოდი. დევიდ მოიეს უფროსი. იგრძნობა, რომ კარგი ოჯახია. რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ ეს საკმარისი მიზეზია ვინმეს სამუშაოზე აყვანისთვის, მაგრამ ყოველთვის კარგია იმის ხილვა, რომ ადამიანს ცხოვრებაში მართებული ფასეულობები აქვს, რომელიც მაღალი პოსტისთვის აცხადებს პრეტენზიას. 1857 წელს დრამჩეპელი დავტოვე. უფროსი დევიდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ასე რომ, ერთმანეთთან შეხვედრა მოგვიხდა, მაგრამ მათ ისტორიას ვიცნობ.

გლეიზერებს მოსწონდათ დევიდი. თავიდანვე მოახერხა მათზე შთაბეჭდილების მოხდენა. პირველი, რაც მათ შეამჩნიეს - ეს არის მისი პირდაპირობა. პირდაპირ საუბრობს - უნარი, რომელსაც ცოტა თუ ფლობს. ბევრი რომ დავაწყნარო, ახლავე ვამბობ, რომ მოიესის საქმეში ჩარევას არ ვაპირებ. მე 27 წლის განმავლობაში ვწვრთნიდი, ასე რომ, ფეხბურთში ჩარევის არავითარი სურვილი არ მაქვს. ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი უკან მოვიტოვე. დევიდი უპრობლემოდ მიიღებს ჩვენს ტრადიციებს. ის კარგად ამჩნევს ღირსეულ ფეხბურთელებს და დიდებული ფეხბურთელები გადაუბირებია, როცა რესურსი ჰქონდა.

საკუთარ თავს დავპირდი, რომ წასვლას არ ვინანებდი. ამაში უკან არ დავიხევ. როცა 70 წლის ხარ, მარტივად ნებდები როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. მაგრამ ღირდა კლუბიდან წასვლა, რადგან სხვა რამეებით დავკავდი, მათ შორის ამერიკასა და სხვა ქვეყნებში არსებული პროექტებით. უსაქმურობა არასდროს მემუქრებოდა. ყოველთვის ვეძებ ახალ გამოწვევებს.
მთავარ სიძნელეს კარინგტონში, ჩვენ სავარჯიშო ბაზაზე მყოფი პერსონალითვის თქმა წარმოადგენდა. კარგად მახსოვს, როგორ განვიცადე ჩემი ცხოვრების ცვლილებები და კეტის დის სიკვდილი. მესმოდა თანაგრძნობის გამომხატველი "ეჰ", რომლებიც წამში არღვევდა მთელ ჩემ მენტალურ ბარიერს და მე სენტიმენტალიზმის ზღვარზე ვიყავი.

ოფიციალურ გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ხმები დაირხა. ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ მქონდა ნათქვამი ჩემი ძმის, მარტინისთვის. ეს რთული პროცესია, განსაკუთრებით ნიუ-იორკის ფონდის ბირჟის გადასახედიდან. ასეთი ხმები კი მეც და ჩემთვის ახლობელ ხალხსაც ზიანს გვაყენებდა.

8 მაისის ოთხშაბათს დილა დღეს, საფეხბურთო პერსონალი ვიდეოანალიზის ოთახში შევკრიბე, მთავარი პერსონალი მისაღებში, მოთამაშეები კი გასახდელში. როგორც კი გასახდელში შევედი, კლუბის ვებ-გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოვაქვეყნეთ. მობილური ტელეფონები აკრძალული იქნა. არ მინდოდა, რომ ვინმეს ჩემ თქმამდე გაეგო. თუმცა, ხმები ნათლად ასახავდნენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა.

მოთამაშეებ ვუთხარი: "იმედი მაქვს, არავის გაგიცრუეთ იმედი, რადგან ზოგიერთი შესაძლოა ჩემ გამოა აქ მოსული. ჩვენ რობინ ვან პერსისა და შინჯი კაგავას ვუთხარით, რომ დიდხანს არ წავიდოდი და ეს მაშინ სიმართლე იყო. მაგრამ ყველაფერი იცვლება. ჩემი ცოლის დის სიკვდილი პირველი ცვლილება იყო. გარდა ამისა, მინდა გამარჯვებულის სტატუსით წავიდე. და მე გავამრჯვებულის სტატუსით მივდივარ."

ბევრი ადამიანის სახეზე შოკი იხატებოდა. "დოღზე წადით და ისიამოვნეთ." - ვუთხარი. "ხუთშაბათს შევხვდებით". მანამდე ოთხშაბათი გამოსაშვებ დღედ ვაქციე, რადგან ჩესტერში ჩასვლა მოესწროთ. ეს ყველამ იცოდა. ეს გეგმის ნაწილი იყო. არ მინდოდა ხალხს ეფიქრა, რომ ფეხბურთელები უგულონი არიან და ჩესტერში ასეთ დღეს წავიდნენ, ამიტომაც ადრევე განვაცხადე ყველაფრის შესახებ.

შემდეგ მაღლა ავედი და საფეხბურთო პერსონალს ვაჩვენეთ. მათ აპლოდისმენტებით მიპასუხეს. ვიღაცამ შენიშნა: "მიხარია, როგორც იქნა მოგიშორეთ".

გარკვეული ფეხბურთელები ასეთი ამბისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდნენ. მათ თავებში მაშინვე გაჩნდა მსგავსი აზრები: "ახალ მწვრთნელს მოვეწონები? ვიქნები აქ მომდევნო სეზონში?" მწვრთნელები ფიქრობენ, "ეს დასასრულია". დრო მოვიდა განმარტება შეწყდეს და შევატყობინოთ, აზრები დალაგდეს.

სახლში ისე ჩავიკეტე, როგორც კოშკში. ჩემმა ადვოკატმა, ჯეისონმა და ასისტენტმა, ლინმა მაშინვე გამომიგზავნეს სმს. ლინი ყოველ 15 წუთში აგზავნიდა შეტყობინებას. 38 გაზეთმა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა ახალი ამბავი, მათ შორის New York Times - მაც. ბრიტანულმა გაზეთებმა ამ ამბავს 10-12 გვერდი მიუძღვნა.

ყურადღება მაღიზიანებდა. ადრე მწერლურ პრესასთან ხშირად მომსვლია კამათი, მაგრამ ბოღმა არასდროს მქონია. მესმის, რომ ჟურნალისტები მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებიან. მათ კონკურენცია უხდებათ ტელევიზიასთან, ინტერნეტთან, Facebook-თან, Twitter-თან და ბევრ სხვა რამესთან, გარდა ამისა ზემოთ დირექტორი ზის. რთული საქმეა.

პრესის ყურადღებაც იმას ადასტურებდა, რომ არც ისინი იყვნენ ჩემზე განაწყენებულნი და უთანხმოების დავიწყებას ცდილობდნენ. მათ ჩემი შედეგების მნიშვნელოვანება სცნეს და პრეს-კონფერენციაზე ნათქვამი ჩემი სიტყვები დაივიწყეს. საჩუქარიც კი გამიკეთეს: ტორტი და კარგი ღვინის ბოთლი. საჩუქრები კარგად მივიღე.

"სუონსისთან" შეხვედრაში მოედანზე სიმღერები, სინატრას My Way და ნეტ კინგ კოულის Unforgettable იყო ჩართული. ჩვენ ისე გამივარჯვეთ, როგორც ყველა 895 მატჩში: გოლი შეხვედრის ბოლოს, 87-ე წუთზე გავიტანეთ. რიო ფერდინანდი.

მოედანზე ჩემი სიტყვით გამოსვლა იმპროვიზირებული იყო. სცენარი არ იყო. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ პირადად არავის შევაქებდი. აქ დირექტორი, გულშემატკივარი ან მოთამაშე არ არის მნიშვნელოვანი: მნიშვნელოვანია მხოლოდ საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი".
ბრბოს შემდეგი მწვრთნელის, დევიდ მოიესის მხარდაჭერა ვთხოვე. "მინდა შეგახსენოთ, რომ ცუდი პერიოდი ყველას ჰქონია. კლუბი მხარს მიჭერდა. პერსონალი მხარს მიჭერდა. ფეხბურთელები მხარს მიჭერდნენ. თქვენი დავალება ახალი მწვრთნელის მხარდაჭერა იქნება. ეს მნიშვნელოვანია."

მოიესი რომ არ მეხსენებინა, ხალხი იკითხავდა: "სურდა კი ფერგიუსონს მოიესი?" მისდამი ჩვენი უსაზღვრო რწმენა უნდა გამომევლინა. კლუბმა შემდეგშიც უნდა გააგრძელოს გამარჯვებების მოპოვება. ეს ყველას გვინდა. მე კლუბის დირექტორი ვარ. მინდა წარმატებული კლუბი ვიხილო, როგორც ყველას. ახლა მეც შემიძლია დავტკბე თამაშებით, როგორც ამას ბობი ჩარლტონი აკეთებს. შეხედეთ ბობი ჩარლტონს ჩვენი გამარჯვებების შემდეგ - მისი თვალები ანათებს, ის ხელებს იფშვნეტს. გიჟდება ამ ყველაფერზე. მეც მინდა ასე. მინდა საერთაშორისო თამაშებს დავესწრო და ყველას ვუთხრა, თუ როგორ ვამაყობ ამ კლუბით, რა დიადი კლუბია ეს.
ამ მომენტში არ შემეძლო პოლ სქოულზი არ გამომეყო. ვიცოდი, რომ ამის გამო შევზიზღდებოდი, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. პოლიც მიდიოდა. ვისურვე, რომ დარენ ფლეთჩერი მალე გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ ამას ნაკლებად მიაქციეს ყურადღება.

რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან ერთი ბიჭი მოვიდა, კონვერტი მომცა და თან მითხრა: "თქვენთვის ამის გამოგზავნა მინდოდა". კონვერტში იყო ირლანდიური გაზეთის სტატია, რომელიც ამბობდა, რომ კლუბი ისევე დავტოვე, როგორც ვწვრთნიდი მას: საკუთარი პირობების შესაბამისად. ტიპიური ფერგიუსონი - ამბობდა სტატიის ავტორი. ძალიან მომეწონა. სწორედ ასე ვხედავდი ჩემ თავს კლუბში და გამიხარდა, რომ ავტორმა ეს შეამჩნია.

მე გვერდით გავედი და დევიდმა კლუბში თავისი ხალხი მიიყვანა: სტივ რაუნდი, კრის ვუდსი და ჯიმი ლამსდენი. ყოველი შემთხვევისთვის მან რაიან გიგზი და ფილ ნევილიც დაამატა, რაც ნიშნავდა, რომ რენე მალესტინი, მიკ ფელანი და ერიკ სტილი უნდა წასულიყვნენ. ეს დევიდის გადაწყვეტილებაა. ვუთხარი, რომ თუ ჩემ პერსონალს დატოვებდა ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ მე არ ვწყვეტ ვისთან ერთად იმუშავებს იგი.

ჯიმი ლამსდენი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს დევიდთან ერთად. ის ჯერ კიდევ გლაზგოდან მახსოვს. ჯიმი ჩემგან ერთი მილის მოშორებით დაიბადა, გოვანის შემდეგ რაიონში. კარგი ბიჭი და საფეხბურთო სპეციალისტია. მხოლოდ იმაზე ვწუხდი, რომ კარგმა ხალხმა სამუშაო დაკარგა. ასე ხდება ფეხბურთში, მაგრამ ყველაფერი სამართლიანად მოხდა. ვუთხარი მათ, რომ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ისინი ვერ დარჩებოდნენ კლუბში. მიკი ჩემთან ერთად მუშაობდა 20 წლის განმავლობაში და მითხრა, რომ საბოდიშო არაფერი მაქვს და მადლობა გადამიხადა ერთად გატარებული საუკეთესო დროისთვის.

წარსულის გახსენებისას მარცხიც მახსენდება. ინგლისის თასის სამ ფინალში დავმარცხდი "ევერტონის", "არსენალის" და "ჩელსის" წინააღმდეგ. ლიგის თასი "შეფილდ უენსდის", "ასტონ ვილასა" და "ლივერპულს" დავუთმე. ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი "ბარსელონასთან" წავაგე. ესეც "იუნაიტედში" მუშაობის ნაწილია: აღდგომა. ყოველთვის მახსოვს, რომ მხოლოდ გამარჯვება და გამარჯვების ზეიმი არ არსებობს. 1995 წელს "ევერტონთა" ინგლისის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ ვთქვი: "კარგი, ყველაფერს ვცვლი." და შევცვალე. ახალგაზრდა ფეხბურთელები ავიყვანეთ, ე.წ. "კლას 92". მათი შეჩერება მეტად აღარ შეგვეძლო. ეს ფეხბურთელების განსაკუთრებული ჯგუფია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებული მატჩები ადამიანთან რეზონირებს. დამარცხდე და შემდეგ ყველაფერი ისევე აკეთო - ჩემი სტილი არაა. როცა მარცხდები ეს ძლიერ ახდენს შენზე გავლენას, განსაკუთრებით მაშინ, როცა კარში 23-ჯერ ურტყამ, ისინი კი 2-ჯერ. ან პენალტებში როცა მარცხდები. ჩემი პირველი აზრი ყოველთვის იყო: "სწრაფად მოიფიქრე რა უნდა გააკეთო." მაშინვე ვფიქრობ როგორ გავაუმჯობესო რაღაც და მარცხი თავიდან ავიცილო.
ხანდახან მარცხი - საუკეთესო შედეგია. გუნდის დონე წარუმატებლობისას ვლინდება. ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი უნდა აჩვენო ძალა. არსებობს შესანიშნავი გამოთქმა: ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიის კიდევ ერთი დღეა. სხვა სიტყვებით, საპასუხო დარტყმის განხორციელება სისხლში გვაქვს. თუ წაგებას უყურადღებოდ ეკიდები, ახალ მარცხს ელოდე. ხშირად ორ ქულას ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო ვკარგავთ, შემდეგ კი 6-7 შეხვედრას ზედიზედ ვიგებთ. ეს არ არის დამთხვევა.

გულშემატკივარს კულტურად აქვს ჩამოყალიბებული - როდის უნდა წახვიდე ორშაბათს სამუშაოზე საკვირაო მატჩის შემდეგ. 2010 წლის იანვარში, ერთმა ბიჭმა მომწერა: "კვირას გამართული შეხვედრისთვის გადახდილ 41 ფუნტს ვერ დამიბრუნებთ? თქვენ მე გართობას დამპირდით. კვირას არავის გავუხალისებივარ. 41 ფუნტი დამიბრუნეთ" ეს გულშემატკივარი იყო. მინდოდა საპასუხოდ მიმეწერა: "შეგიძლიათ ჩემს ანგარიშზე ამ 41 ფუნტიდან 24 წლის მოგება დამირიცხოთ?"

შეიძლება "იუვენტუსსა" და მადრიდის "რეალს" მოუგო და ვიღაც მაინც მოგთხოვს კვირას ნაჩვენები მშვიდი შეხვედრისთვის გადახდილ თანხას. ნუთუ არსებობს მსოფლიოში სხვა კლუბი, რომელსაც იმაზე მეტი გასაოცარი მომენტის ჩვენება შეუძლია, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედს"? ყოველ წინასამატჩო პროგრამაში შეგეძლოთ ჩაგეწერათ: "თუ 1-0 ვმარცხდებით დასრულებამდე 20 წუთით ადრე, სახლში წადით, თორემ გაგიტანენ. შესაძლოა მანჩესტერის სამეფო საავადმყოფოში აღმოჩნდეთ".

იმედი მაქვს არავინ შემეკამათება იმაში, რასაც ვიტყვი: არავინ გაგვიძარცვავს. მოსაწყენი არ იყო.

წყარო: redevils.ru
წიგნები
12 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
17 სექტემბერი 2014 11:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მას შემდეგ, რაც წიგნი და საათი მივიღე აპლოდისმენტების ხმა გაისმა. მოთამაშეების სახეზე უცნაური გამოხედვა შევამჩნიე. ეს საკუთარ თავში დაურწმუნებელი ფეხბურთელების გამოხედვა იყო, რომლებმაც არ იციან რა რეაქცია ჰქონდეთ. ბევრმა მათგანმა არც კი იცის როგორია ჩემ გარეშე თამაში. ზოგიერთი კი ჩემთან ერთად 20 წლის განმავლობაში თამაშობდა. მათ სახეებზე იკითხებოდა: რა იქნება ახლა? ზოგიერთს არასდროს უმუშავია სხვა მწვრთნელთან ერთად
აი რა ძალა აქვს ამ კაცს <3
0
№12
ავტორი: SAF
26 აპრილი 2015 02:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
3d_5 cry2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top