თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2014, 20:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2485,
კომენტარები: 12
რუნი ფლანგზე გადაინაცვლებს
სანაკრებო თამაში სტერლინგის ირგვლივ აეწყობა.
რუნი ფლანგზე გადაინაცვლებს
ინგლისის ნაკრების თამაში უახლოეს შეხვედრაში, რომელსაც ინგლისელები შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ "ლივერპულის" ნახევარმცველის, რაჰიმ სტერლინგის ირგვლივ აეწყობა.

ამასთან დაკავშირებით, ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი, უეინ რუნი ფლანგზე გადაინაცვლებს, რათა სტერლინგს თავისთვის საყვარელი "ათიანის" პოზიციაზე თამაშის საშუალება მიეცეს.

The Telegraph - ის ცნობით, როი ჰოჯსონი სხვადასხვა ტაქტიკურ სქემებს განიხილავს, მაგრამ ვარჯიშებზე ხშირად 4-2-3-1 ტაქტიკა გამოიყენება, რაც რუნისა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის დუეტს ფლანგზე, სტერლინგისა და უელბეკის დუეტს კი შეტევის ხაზში მოიაზრებს.

ალტერნატიულ შემთხვევაში ჰოჯსონს შეუძლია დენისა და რუნის ადგილები შეუცვალოს, ან 4-4-2 "რომბისებურ" ტაქტიკაზე გადაერთოს, რაც შეტევის ხაზში სწორედ დენისა და უეინის დაყენებას გულისხმობს.

დავამატებთ იმასაც, რომ დენი უელბეკის ძირითადში თამაშის საშუალება მიეცა მას შემდეგ, რაც დანიელ სტარიჯმა ტრავმა მიიღო.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
8 სექტემბერი 2014 20:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
chudikone,
22:45

სტარიჯი ფლანგზე გაუშვან და რუნი ფორვარდათ, უფრო შედეგიანი იქნება, დანიელი უფრო სწრაფია და ტექნიკური, ფლანგზე ეგეთია საჭირო, რუნი დაღვინებულია და პასიც არ დაენანება საჯარიმოში
0
№12
ავტორი: VaRdo
9 სექტემბერი 2014 04:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: ვახო ( G G M U)
იმ ინგლისის ნაკრების დდშვც რომელიც რაჰიმ სტერლინგზე იქნება აწყობილი.


ძალიან მაგარი ბიჭია, სწრაფი და ტეხნარი. ახალი სისხლია და ნათელი წერტილია. ახანდ სკაუზერია ეგრე საუბარი არ შეიძლება. იანუზაის აღმერთებთ და ეს მაშინ ვიღაა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top