თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2014, 10:40
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2805,
კომენტარები: 12
ხუან მატამ შესაძლოა კლუბი დატოვოს
ესპანელი ნახევარმცველი კლუბს ზამთარში გამოიცვლის?
ხუან მატამ შესაძლოა კლუბი დატოვოს
ლუი ვან გაალის გეგმებს თუ გადავხედავთ, ხუან მატას საფრთხე ემუქრება.
კლუბი მზად არის, ესპანელი გაყიდოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
ხუან მატა ითვლებოდა "ჩელსის" ლიდერად, გასული ორი სეზონის განმავლობაში,თუმცა ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, ის სათადარიგოთა სკამზე მოხვდა. მატას არ სურდა თადარიგში ყოფნა და კლუბმა ის 37.1 მილიონად მიყიდა "იუნაიტედს".

წინასასეზონო ტურნეზე მატა ითვლებოდა ვან გაალის ძირითად მოთამაშედ ფლეიმეიქერის პოზიციაზე. სწორედ ამ ყოველივემ გადაწყვიტა შინჯი კაგავას ბედი.

თუმცა, სეზონის სტარტი ცუდი გამოდგა, როგორც ესპანელისთვის, ასევე კლუბისთვისაც. ის ვერ ქმნის მომენტებს, ვერ ამარაგებს თავდამსხმელებს პასებით. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ წითლების ანგარიშზე სამ მატჩში ორი გატანილი ბურთია.

თუ, მატამ არ მოუმატა თამაშს და ასე განაგრძო, მაშინ მწვრთნელს მეტი გზა აღარ დარჩება და რუნის ფლეიმეიქერად, ხოლო ფალკაოსა და ვან პერსის დუეტს თავდასხმის ხაზში დააყენებს.

ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ მატას ზამთარში გაასხვისებენ.
კლუბი მას 20 მილიონს აფასებს, ხოლო ესპანელით ერთბაშად სამი გრანდი "ატლეტიკო მადრიდი", "იუვენტუსი" და "რომა" ინტერესდება - იუწყება DailyMail


წყარო: Fapl.ru
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
7 სექტემბერი 2014 18:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ ადგილი მოუძებნონ ამ კაცს და მერე ვილაპარაკოთ გუნდიდან წასვლაზე
0
№12
ავტორი: VaRdo
8 სექტემბერი 2014 03:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვინც წასასვლელია ის გაუშვით რა მართლა და მართლა. იანგი მგონი იუნაიტედშ იდაასრულებს კარიერას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top