"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი მცველი ფილ ჯონსი იმედოვნებს,რომ სერ ალექს ფერგიუსონი მას მალე შანს მისცემს.ფილი აცხადებს,რომ ამ წუთისათვის ის სრულ მზადყოფნაშია გუნდის დასახმარებლად.
მძიმე ტრავმის შემდეგ ახალგაზრდა მცველის დებიუტი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "გალათასარაის" წინააღმდეგ შედგა.ფილი აცხადებს,რომ მას ამ წუთისათვის პატარა ტრაქტიკული მატჩები ჭირდება,რადგან უფრო გაიუმჯობესოს მისი ფიზიკური ფორმა.სწორედ "წითელი ეშმაკებისგან" მოელის ამ პრაქტიკულ მატჩებს.
"ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.ცხადია დიდი შესვენების შემდეგ მე გამიჭირდა მოედანზე დაბრუნება და თან ამ ყველაფერს ემატება ის,რომ ჩემი დებიუტი მიმდინარე სეზონიში თურქეთში შედგა,სადაც ნამდვილად გაგვიჭირდა თამაში,მაგრამ ეხლა მე სრული დატვირთვით ვარჯიშობ და ვიმედოვნებ,რომ წლევანდელი სეზონი ჩემთვისაც და გუნდისთვისაც წარმატებული აღმოჩნდება." - განაცხადა ჯონსმა.
"მთავარია,რომ ეხლა ჩემი გუნდის გვერდით ვიმყოფები და ყველაფერს ვაკეთებ ფორმაში ჩასადგომად.იმედია სერ ალექს ფერგიუსონი მომცემს სათამაშო დროს,რადგან გავიუმჯობესო ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა.მე ჯერ კიდევ მჭირდება,რამოდენიმე მატჩი,რადგან ნათლად წარმოვაჩინო ჩემი უნარები."
ფილ ჯონსი აცხადებ,რომ ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან კარგ ფორმაში გამოიყურება და ასევე მან "ვესტ ჰემთან" მატჩზეც ისაუბრა.
"ბოლო მატჩი "ვესტ ჰემთან" ჩვენ ძალიან კარგად ჩავატარეთ.ჩვენ ვაკონტროლებდით ბურთს და სწორედ ეს არის წარმატების მთავარი ფორმულა.ასევე ჩვენ ვქმნიდით ძალიან ბევრ სახიფათო მომენტებს,მაგრამ მარტო ერთის გამოყენება შევძელით.ამ წუთისათვის ჩვენ ცხრილის თავში ვართ და ვიმედოვნებ,რომ სეზონს ბოლომდე ამ რანგით დავასრულებთ." - დაასრულა ჯონსმა.