ანგელო ოგბონა 24 წლის ცენტრალური მცველი "იუნაიტედსა" და "ლივერპულს" მოუნდათ. სერ ალექს ფერგიუსონმა და ბრენდონ როჯერსმა გააგზავნეს სკაუტები, რამდენიმე თვის წინ და ამ სკაუტებისგან, როგორც ჩანს კარგი პასუხი ჩამოვიდა. თავად ოგბონას არაფერი ქონდა გაგებული ამს შესახებ და მისი განცხადებით, ის ჯერ "ტორინოშია" და არ უნდა არსად წასვლა. "ჩემი ოცნება იყო მეთამაშა "სერია ა-ში", მე ეს ოცნება ავიხდინე, მიყვარს "ტორინო" იტალია და როგორ უნდა წავიდე სხვაგან ? " - განაცხადა ოგბონამ "სქაი იტალიასთან" კომენტარისას. "იუნაიტედი", ისევე როგორც "ლივერპული" დაინტერესებულია ამ ფეხბურთელით და "ლივერპულმა" მის შესაძენათ 16 მილონი ფუნტ სტერლინგც გამოყო. "დეილი მირორის" განცხადებით, "ოგბანა შეცვლის ვეტერან რიო ფერდინანდს და დაცვის ცენტრში პრობლემა აღარ იქნება." ანგელო ოგბონა "ტორინოში" 2006 წლიდან თამაშობს, ამ ხნის განმავლობაში მან 128 თამაში ითამაშა. ის თამაშობდა იტალიის U21-ში, სადაც მან 10 თამაში ჩაატარა. ოგბონა გამოძახებულია იტალიის ნაკრებში და მან 5 თამაშიც ითამაშა ნაკრებში.