თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2014, 23:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2995,
კომენტარები: 15
რა მოხდა სინამდვილეში - პერესის სიმართლე
ფლორენტინო პერესი ანხელ დი მარიას ამბავთან დაკავშირებულ სინამდვილეს გვიმხელს.
რა მოხდა სინამდვილეში - პერესის სიმართლე
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი აცხადებს, რომ იგი მზად იყო ანხელ დი მარია მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ექცია, მაგრამ არგენტინელს ეს ეცოტავა.

დი მარიასთან შეთანხმების ვერ მიღწევის შემდეგ პერესმა "მანჩესტერ იუნაიტედს" 59.7 მლნ. ფუნტად მიჰყიდა არგენტინელი. პერესის თქმით, არავის უცდია ანხელის გაგდება.

"აქ 2000 წლიდან ვარ. ამ პერიოდში ბევრი ფეხბურთელი მოვიდა და წავიდა. ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ წასულებს აფასებენ, მოსულებში კი ეჭვი ეპარებათ."

"დი მარიას ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესო შევთავაზეთ, მაგრამ არ მიიღო. ამის გამო ხამეს როდრიგესი მოვიწვიეთ - მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბუცის მფლობელი."

"დი მარია, როგორც ყველა წასული ჩვენი პატივისცემითა და მადლიერებით სარგებლობდა. მოთამაშე, რომელსაც კონტრაქტი აქვს მიდის იმის გამო, რომ მას ასე სურს. "რეალი" პატივს სცემდა კონტრაქტებს."

"დი მარიას ფინანსური მიზნები ჰქონდა, რომელსაც მართებულად მივიჩნევ, მაგრამ მისი დაკმაყოფილება არ შეგვეძლო. გავიმეორებ - მას ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესო შევთავაზეთ. დი მარია "რეალის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნებოდა კრიშტიანუს შემდეგ."

"მის ფინანსურ მოთხოვნილებებს რომ დავთანხმებოდით, მივიღებდით დაუბალანსირებელ მიდგომას, რომელიც სტაბილურობას არევდა."

"დი მარია "მანჩესტერში" წავიდა თანხის სანაცვლოდ, რომელიც შესაფერისად მივიჩნიეთ და ტრანსფერიც შედგა. წარმატებებს ვუსურვებთ დი მარიას პროფესიონალურ და პირად საკითხში."
- ციტირებს პერესის სიტყვებს Manchester Evening News.

პერესმა ისიც აღიარა, რომ "რეალი" მართლაც დაინტერესებული იყო რადამელ ფალკაოთი.

"ფალკაოს შესყიდვაზე ვფიქრობდით. მაგრამ ეს კლუბი სპორტულ-ეკონომიკურ მიზანდასახულობით სარგებლობს, რაც ბერნაბეუმ (ყოფილმა პრეზიდენტმა) გვასწავლა, რის გამოც გადავწყვიტეთ არ მოგვეყვანა იგი. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მწვრთნელის აზრმაც, რომელსაც არ სურდა მისი მოყვანა."

fapl.ru
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
6 სექტემბერი 2014 09:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვერ გავიგე ამ კაცს რისი თქმა უნდა კრისტიანოს შემდეგ ხელფასით მეორე კაცი თუ იყო მაშინ ხელფასის გამო რატო წავიდა ?
0
№12
ავტორი: VaRdo
6 სექტემბერი 2014 15:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Manchester_M
ვერ გავიგე ამ კაცს რისი თქმა უნდა კრისტიანოს შემდეგ ხელფასით მეორე კაცი თუ იყო მაშინ ხელფასის გამო რატო წავიდა ?


და გჯერა აქ რაც წერია?> wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: Berba 9
6 სექტემბერი 2014 23:53
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რა იქნებოდა დაუბალანსებელი ვერ ვხვდები, მაგ გუნდში რონალდუს მერე ყველაზე მაგარია და მე თუ მკითხავთ დღევანდელი ფორმით დიმკა ჯობია კიდევაც (ვიმეორებ ფორმით) :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№14
ავტორი: Barca Crazy Fun
7 სექტემბერი 2014 11:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
VaRdo,
ara brat ra ponti iyo ici shevtavazeto da mara ar miigo da ro miego mere gaxdebodao kargad waikitxe etyoba arasworad waikitxe smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ''ძნელია ყველას მოსწონდე და უაზრობაა სხვების შეხედულებების მიხედვით იქცეოდე!!! ჩემთვის მთავარია ვიყო ის, ვინც ვარ!'' - ლიონელ მესი

who is the best player of all time?
Lionell messi. - Arsene wenge
№15
ავტორი: kakhi kakhidze
7 სექტემბერი 2014 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
თავის მართლება ცოდნია კაცს რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top