რუნიმ ვერ ანახა თავისი ნამდვილი დონე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2012 წელს ევროპის ჩემპიონატიც წარუმატებელი გამოდგა მისთვის, რადგან დისკვალიფიკაციის გამო ორი მატჩი გამოტოვა. ჰოჯსონი იმედოვნებს, რომ ბრაზილიაში შექმნილი ატმოსფერო დაეხმარება უეინს წარმატების მიღწევაში და აჩვენებს თავის საუკეთესო თამაშს. "უეინს შეუძლია ამ ჩემპიონატში თავის კარგად წარმოჩენა. ის დიდი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია გახდეს ნამდვილი ვარსკვლავი ბრაზილიაში"–ციტატირებს როი ჰოჯსონი skysports.com–თან. "ის წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, რომ მას სურს დაამტკიცოს თავისი სიძლიერე საერთაშორისო არენაზე. ის ოცნებობს მსოფლიო თასის მოგებაზე. ძალიან გახარებული იყო, როდესაც მას დიდი ნდობა გამოვუცხადე და მივეცი მას კაპიტნის სამკლაური "სან–მარინოსთან" მატჩში" ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ინგლისელი ფორვარდი ყოვველთვსი ელოდება საუკეთესო თამაშებს და შედეგებს, რაც ზოგჯერ ხელსაც კი უშლის უეინს:" მთელი ინგლისი, პრესის ჩათვლით, ელოდება მის საუკეთესო თამაშებს, მაგრამ ფეხბურთსი ყოველთვის ერთ დონეზე ვერ იქნები. ძალიან კარგად მახსოვს 1994 წელი. მე ვმუშაობდი რობერტო ბაჯოსთან "ინტერში" და ის ზალიან დიდი წნეხის ქვეშ მოექცა. ბოლო მსოფლიო ცემპიონატზე ყველა ფიქრობდა, რომ ლიონელ მესი იქნებოდა ტურნირის ვარსკვლავი, მაგრამ ასე არ მოხდა. საკმაოდ ხშირად, ფეხბურთელები იძულებულნი არიან ატარონ ტვირთი თავიანთი მხრებით და ხშირად ჩვენ არ ვირებთ მოსალოდნელ ფაქტებს ფეხბურთში და მოცემული მოთამაშეს ვაძლევთ ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლებას"