თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2014, 08:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2392,
კომენტარები: 16
გიგზის ინტერვიუ
რაიან გიგზის ექსკლუზიური ინტერვიუ.
გიგზის ინტერვიუ
ჯიმ უაიტისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რაიან გიგზი აცხადებს, რომ მიუხედავად შარშანდელი სეზონის შედეგებისა და მიმდინარე წარუმატებლობებისა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მაინც რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად.

როცა რაიანი ფალკაოს შეხვდა ორშაბათს ღამით, შემდეგ სიტყვები უთხრა: "გილოცავ! კეთილი იყოს შენი მობრძანება მსოფლიოს საუკეთესო კლუბში."

მოუხედავად უკანასკნელი შედეგებისა, შარშანდელი მეშვიდე ადგილისა და ლიგის თასზე დამცირებისა, გიგზი დარწმუნებულია, რომ მისი, მსოლფიოში საუკეთესოა.

"ვთვლი, რომ ჩვენი კლუბი ყველაზე დიდი და საუკეთესოა." - ეუბნებოდა იგი "Fint town"-ის ბავშვებს ჩრდილოეთ უელსში ჯერ კიდევ ფალკაოსთან შეხვედრამდე. "მსოფლიოში უამრავი ფანტასტიური კლუბია, მაგრამ მიჩიგანში "რეალ მადრიდთან" შეხვედრაზე 110 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. მათი 70% "იუნაიტედის" ქომაგი იყო. ეჭვგარეშეა, ეს ჩემთვის მსოფლიოს უდიდესი კლუბია. მეშვიდე ადგილი ამას ვერაფერს უზამს. მაგრამ ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამიტომაც მოედანზე უნდა გავიდეთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ"

მას შემდეგ, რაც გიგზი "ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალის ასისტენტად დაინიშნა, ინგლისის ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა, მაშინვე გააცნობიერა, თუ რას ნიშნავს ახალი ვალდებულებები.

"მე ვარ ადამიანი, რომელიც "იუნაიტედს" თავიდან ბოლომდე იცნობს. ჩემი სამუშაო - ახალი მოთამაშეებისთვის და სამწვრთნელო შტაბისთვის გამოცდილების გადაცემაა. ყველამ უნდა იცოდეს, თუ რას წარმოადგენს ეს კლუბი."

გიგზის ამ საუბარმა, რომელიც პატარა ბიჭებისა და გოგონებისთვის არის განკუთვნილი, შესაძლოა მათ კარიერას ჩაუყაროს საფუძველი - აკადემიიდან პრემიერ-ლიგამდე. გიგზი ზუსტად ისევე იქცევა, როგორც "ოლდ ტრაფორდზე": მშვიდად, არადემონსტრაციულად, უსაზღვროდ მონდომებულად.

"მისმინეთ, მე თავად ვარ ახალწვეული ამ საქმეში. მაგრამ თუ მწვრთნელი ხარ, უნდა დაამყარო ბალანსი იმის მიხედვით, თუ რა შეუძლიათ და სურთ ფეხბურთელებს და რისი გაკეთების უნარი აქვთ. "ოლდ ტრაფორდის" თითოეული ფეხბურთელისთვის ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია - ეს მწვრთნელის ნდობაა. არ შეიძლება კარგად ითამაშო, თუ ამას ვერ გრძნობ. მწვრთნელს ბევრი დავალება აქვს, მაგ. მოთამაშის აღდგენა, დაცვითი შეცდომები - ამ ყველაფრის გადალახვა ვარჯიშებისა და ლექციის გზით შეიძლება. ნდობა გაცილებით ეფემერული გაგებაა."

"როცა მოთამაშე ვიყავი, თუ კი თავდაჯერებულობა არ მყოფნიდა, მისი დაბრუნების ერთადერთი გზა სავარჯიშო მოედანზე გასვლა იყო. თვითკმაყოფილების გრძნობდა ვარჯიშებზე მუშაობის შემდეგ მოდის. ყველაფერი, რაც მოთამაშემ უნდა გააკეთოს: მუშაობაა. ცხადია, პერსონალი ნაკლებად საუბრობს მოთამაშეებთან. ისინი შეცდომებზე მიუთითებენ, წინადადებებს წამოაყენებენ. ისინი გაკვირდებიან და გეუბნებიან, რომ მეტნაკლებად ხშირად უნდა გააკეთოთ. აი რის გაკეთებას ვცდილობ, როგორც მწვრთნელი. თუ ვხედავ, რომ მოთამაშე რამეს ინდივიდუალურად აკეთებს, მაშინ ვეუბნები. მაგრამ თუ კარგად მუშაობს, მაშინ ეს მოედანზე გასვლის შანსს აძლევს."


"ჩემთვის ეს ყოველთვის მძიმე სამუშაო იყო, რომელიც ბევრ პრობლემას აგვარებდა. გეთანხმებით - ნდობის დამსახურება რთულია. განსაკუთრებით "ოლდ ტრაფორდზე", სადაც წების განმავლობაში ვთამაშობთ. უცნაურია, რომ გასვლაზე საქმე უკეთ მიგვდის."


კოლექტიური ნდობის ერთ-ერთ გზას გიგზის თქმით ისეთი ფეხბურთელები განაპირობებენ, როგორებიც დი მარია და ფალკაო არიან.

"ახლების მიღება ყოველთვის საინტერესოა. ყველას სურს საუკეთესო მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან ერთად მუშაობა. ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები ვიყიდეთ. ეს ჩვენთვის და მათთვის შედეგების გაუმჯობესების შანსია."

ასევე გიგზი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" ლუი ვან გააზე უკეთეს მწვრთნელს ვერ მოიყვანდა.

"მასთან ხშირად ვსაუბრობ ფეხბურთის შესახებ. მას სისტემასა და სტრუქტურაზე უყვარს საუბარი. იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ და რა არ შეუძლიათ მოთამაშეებს. მასთან მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისაუბრო და ბევრი ახალი რამ გაიგოთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ურთიერთობა."

გიგზის თქმით, ვან გაალი ჭკვიანურ მეთოდოლგიას იყენებს, როგორც სერ ალექსი, ვისი ხელმძღვანელობის ქვეშაც გაიზარდა უელსელი.

"ნათელია, რომ მენეჯერი, უკაცრავად სერ ალექსი ბრწყინვალე იყო, მისი ცოდნა დიდებული. მაგრამ მისი სამუშაო სტივ მაკლარენს, ბრაიან კიდს, კარლოს კეირუშს, რენე მალესტინსა და მაიკ ფელანს ეყრდნობოდა. ლუის კი უფრო მეტად საკუთარ ხელში უჭირავს ყველაფერი - ყოველდღიური საქმიდან დაწყებული, ლექციებამდე დამთავრებული. ის ჩუმდება და ყოველთვის იმას, რაც სურს."

ლუი ვან გაალი მატჩებზე ყოველთვის ბლოკნოთით დადის. სახეზე კი არაფრისმთქმელი გამოხედვა აქვს.

"ის მშვიდია. ალბათ უკვე შეეჩვია. მსოფლიო ჩემპიონატის დროს არ შემიმჩნევია, რომ ხმა აემაღლებინა. უნდა იყვიროს თუ არა მწვრთნელმა? ალბათ არა. ის მთლიანად თამაშზეა კონცენტრირებული. როგორც მწვრთნელი, ნუ სულ 4 თამაშის განმავლობაში ვიყავი მწვრთნელი, მე ვგრძნობდი, რომ ხანდახან რაღაცის გაკეთებაა საჭირო, რათა საქმის ვითარება გამოსწორდეს. ლუის ვარჯიშებზე მუშაობა ურჩევნია."

გიგზი ლუი ვან გაალის დაცვით სქემაზეც საუბრობს:

"ვფიქრობ მოთამაშეები სწრაფად შეეჩვივნენ 3-5-2 ტაქტიკას, ეს ტურნეზე გამოჩნდა. მაგრამ რატომღაც ვერ ვაჩვენეთ, რომ ასე ჩემპიონატშიც შეგვიძლია თამაში. ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. ვარჯიშებისა და მატჩების წყალობით თამაშს დავალაგებთ. ჩვენ ეს სქემა გვჭირდება, რათა შედეგი მივიღოთ."

უელსელმა განაცხადა, რომ მას წარუმატებლობების შემდეგ თავდაჯერებულობა არ დაუკარგავს.

"მარცხს ყოველთვის მტკივნეულად ვიღებდი. გამარჯვების შეგრძნება საკმარისად სწრაფად მოდის, განსხვავებით წაგებისგან მოყენებული სიმწრისგან. "იუნაიტედს" ყოველთვის სურს თასების მოგება. გასულ სეზონში ნაჩვენები მეშვიდე ადგილი ძალიან ცუდი შედეგი იყო და ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება გვინდა. ჭეშმარიტად მჯერა, რომ ასეთი ფეხბურთელებით ამას მოვახერხებთ."

ამ შეხვედრის შემდეგ გიგზი მანჩესტერში უნდა დაბრუნებულიყო, რათა ფალკაოს შეხვედროდა. უცებ მის ფეხებთან ბურთი მიგორდა, თვალებმა გაანათა და კითხვაც გაჩნდა: მოედანზე გასვლა ისევ გსურთ?

"ბარნლისთან" თამაშამდე ასეთი შეგრძნება არ გამჩენია. მანამ, სანამ მოედანზე კონუსების დასადგმელად არ გავედი. გაზონი იდეალური იყო. ვიფიქრე, რომ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი დღეს აქ თამაშზე. ამ მომენტის გარდა თამაშის სურვილი არ გამჩენია. მე წინ ვიხედები. არსებობს კიდევ უამრავი რამ, რასაც მოუთმენლად უნდა ველოდებოდე."

ინტერვიუ მოამზადა Jim White-მა.

manutd.ru
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
5 სექტემბერი 2014 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
Manchester_M,
lol ხო . ეგრე თუ იქნება . გამოვა საქმე lol საქმეში ბღავილი თუ არ ჩაერთო ის საქმე რა საქმეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: manutd---10
5 სექტემბერი 2014 15:36
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
უკეთესის მოყვანა შეეძლოთ და ასეთი ორია: 1. იურგენ კლოპი. და 2. დიეგო სიმიონე.
0
№13
ავტორი: giochinio
5 სექტემბერი 2014 16:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
ციტატა: RojoDiablo
მკაცრი არ ხდები, მკაცრად იბადები. ეს ხასიათის ის ნაწილია, რომელიც არ ვითAრდება, ის თანდაყოლილი უნდა გქონდეს.

არ გეთანხმები მაგაში,სიმკაცრე ყველა ადამიანშია,გაღვიძებაა საჭირო...რახან ფეხბურთელობაში ფეხბურთელებთან ლოიალური იყო არ ნიშნავს,რომ დისციპლინის დამყარებას ვერ შეძლებს გუნდში და სიმკაცრეს ვერ გამოიჩენს...მწვრთნელი ლოიალურიც უნდა იყოს,აბა სულ სიმკაცრით ფეხბურთელებს თავს ვერ შეაყვარებ
0
№14
ავტორი: RojoDiablo
5 სექტემბერი 2014 17:08
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
giochinio,
არ მითქვამს, რომ ვერ შეძლებს თქო. რაიან გიგზს შეუძლია ნებისმიერი რამ ჩაიდინოს. მაგრამ სიმკაცრე მისი ხასიათის ნიშანი არაა და ვერც იქნება. ერთხელ რომ გაბრაზდები ადამიანი და წამოიყვირებ არ ნიშნავს, რომ მკაცრი ხარ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: VaRdo
5 სექტემბერი 2014 22:41
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
როგორ მინდა ამ კაცმა კიდე ერთი დიდი ერა შექმანს იუნაიტედში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№16
ავტორი: temo-scholes
6 სექტემბერი 2014 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
sheringham,
sruliad getanxmebi braat... Sakutar gunds unda vecet pativi da winaagmdeg shemtxvevashi am saitze, aq nebismiers moetxoveba....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top