თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2014, 12:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2417,
კომენტარები: 14
"იუნაიტედის" პარადოქსული ტრანსფერი თუ ფალკაოს მაგია
საინტერესო სტატია ახალწვეულის შესახებ.
რუბრიკა "მსოფლიოს ირგვლივ" ცდილობს, გაერკვეს თუ რაში დასჭირდა ფალკაო "იუნაიტედს" და რატომ გაურბის კოლუმბიელი ჩემპიონთა ლიგას.

სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა. რადამელ ფალკაო - თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად აღიარებული ფეხბურთელია, რომელიც ნამდვილად არ იქნება ზედმეტი ფიგურა ვან გაალის გუნდში.

თუმცა კოლუმბიელის ტრანსფერი არა მარტო აღტაცებას, არამედ გაუგებრობასაც იწვევს. იჯარით შეთანხმების პირობები, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დათანხმდა - ეს ფინანსური სიძლიერის დემონსტრირებაა თუ ფანჯრის დახურვამდე ატეხილი პანიკა? პირველ რიგში მართლაც შეტევის ხაზი საჭიროებდა გაძლიერებას? და რაც მთავარია, რატომ გაურბის რადამელ ფალკაო ჩემპიონთა ლიგას კიდევ ერთხელ?

"იუნაიტედის" პარადოქსული ტრანსფერი თუ ფალკაოს მაგია


ნამდვილი ცხრიანი


ბრიტანელი ჟურნალისტებისა და ექსპერტების აზრს თუ მივემხრობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხანია ნამდვილი ცხრა ნომრის ძებნაშია. რობინ ვან პერსი, რა თქმა უნდა ცნობილი გოლეადორია, მაგრამ მაისურსაც კი სხვა ნომრიანს ატარებს, რომ არაფერი ვთქვათ მის სათამაშო სტილზე.

9 ნომერი ბოლო პერიოდში ზურგზე დიმიტარ ბერბატოვსა და ლუის საას ჰქონდათ, რაც "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარს ენდი კოულის გახსენებას აიძულებდა - უკანასკნელი თავდამსხმელი, რომელიც "მანკუნიანელების" ნამდვილი ცხრიანი იყო. კოულმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 121 გოლი გაიტანა და 9-19 კავშირი დუაით იორკთან კლასიკურ დუეტად ითვლება.

ლუი ვან გაალმა შეიძინა თავდამსხმელი, რომელიც ევროპული კლუბების უმეტესობას სურდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორ მოერგება კოლუმბიელი "იუნაიტედს". "წითელ ეშმაკებს" უეინ რუნისა და რობინ ვან პერსის წყვილი ჰყავს, რომელიც პრემიერ-ლიგაში ერთ-ერთ უძლიერესად მოიაზრება, მაშინ როცა რადამელ ფალკაო ახლახანს ჩადგა მწყობრში. ამავდროულად, თუ რადამელი ვერ ითამაშებს, მოლაპარაკება უბრალო სისულელე იქნება. დაუჯერებლად ძვირია რადამელ ფალკაოს რეზერვში ყოლა იმ ფინანსური პირობების გათვალისწინებით, რომლითაც იგი გუნდს შეუერთდა.

"იუნაიტედის" პარადოქსული ტრანსფერი თუ ფალკაოს მაგია


ამბიცია თუ პანიკა


ფალკაოს იჯარა - თავისებური ხმამაღალი განცხადებაა "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვერვალზე მოკლე პერიოდში დაბრუნებისთვის. ამასთან, ჯერ კიდევ უცნობია ლუკ შოუს, ანდერ ერერასა და ანხელ დი მარიას შესყიდვა დროის ფული ხარჯვაა თუ "წითელი ეშმაკების" ძლიერი მუშაობა. ამჟამად, "იუნაიტედის" მიერ დახარჯული თანხა ძალიან დიდს ჰგავს და დრო აჩვენებს, მართლები იყვნენ თუ არა მანჩესტერელი სქელჯიბიანები.

"მოხარული ვარ, რომ რადამელ ფალკაო შემოგვიერთდა. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ფალკაოს საგოლე ალღო თავად მეტყველებს ამაზე და როცა ასეთი კალიბრის ფეხბურთელი ხდება ხელმისაწვდომი, რთულია ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვები." - ასეთი კომენტარი გაუკეთა ლუი ვან გაალმა კოლუმბიელის იჯარას.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ შეიძინა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი და "იუნაიტედის" ქომაგი ჰოლანდიელისგან საწყის ეტაპზევე კარგ შედეგს ელოდა. "მანკუნიანელები" წინასასეზონო შეხვედრებში დიდებულად გამოიყურებოდნენ და ამერიკის ტურნირიც მოიგეს, მაგრამ პირველივე ოფიციალური შეხვედრის შემდეგ დევიდ მოიესის გახსენების საბაბი გაჩნდა.

წაგება და ორი ფრე პრემიერ-ლიგაში, მოკრძალებული "მკ დონსის" გარღვევა ლიგის თასზე 0:4 ანგარიშით - მოიესსაც კი უკეთესი სტარტი ჰქონდა. "იქნებ არ ღირდა ყველაფრის მოიესისთვის დაბრალება?" - ჩაფიქრდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი.

ასეთ შედეგებზე ლუი ვან გაალის დაფიქრდა, რის შედეგადაც ტვინისჭცენზურატის შემდეგ ისეთი შენაძენები განხორციელდა, როგორიც რადამელ ფალკაო და დეილი ბლინდია. ჰოლანდიელი სპეციალისტი რამდენიმე მატჩის შემდეგ მიხვდა, რომ ისეთი მცველები, როგორიც ჯონი ევანსია ნებისმიერ გუნდს ჩაძირავს და ტომ ქლევერლისა და ანდერსონის მსგავსი ბიჭები შეტევას სკამიდან ვერ გააძლიერებენ. გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედში" ტოპ-კლასის ფეხბურთელების ნაკლებობა იყო და ასე იყო არაერთი წლის განმავლობაში.

"იუნაიტედის" პარადოქსული ტრანსფერი თუ ფალკაოს მაგია


ვარსკვლავი ფორვარდები, ვარსკვლავი ფალკაო


სერ ალექს ფერგიუსონს შეეძლო მინიმალური რაოდენობის ვარსკვლავებისგან მიეღო შედეგი, რასაც სმოლინგის მსგავსი ფეხბურთელისა და გიგზისა და სქოულზის მსგავსი ვეტერანების ხარჯზე ახერხებდა. მაგრამ, როცა შორლანდიელის სამწვრთნელო კარიერა დასრულდა, წლების განმავლობაში ნაშენები სისტემა დაინგრა. გარდა ამისა, "მანჩესტერ იუნაიტედი" არა მარტო დიადი მწვრთნელის, არამედ დამატებითი ფაქტორის გარეშე დარჩა, რომელიც დიდ როლს თამაშობდა ტრანსფერებში. "ოლდ ტრაფორდზე" თავად ფერგიუსონთან მუშაობის გამო მოდიოდნენ და სერ ალექსის შემცვლელმა, დევიდ მოიესმა კი საოცარი ფულის სანაცვლოდ იყიდა მარუან ფელაინი მხოლოდ იმიტომ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" შესაფერისი შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.

ლუი ვან გაალის მოსვლამ "მანჩესტერ იუნაიტედს" სახელი და მწვრთნელის რეპუტაცია დაუბრუნდა, რომელიც ჯერ კიდევ დიდ როლს თამაშობს ფეხბურთში. "წითელი ეშმაკების" რიგებში ანხელ დი მარია და რადამელ ფალკაო წინა წელს გადმოვიდოდნენ? რა თქმა უნდა, არა. ანდერ ერერამაც კი ამჯობინა ბილბაოს "ატლეტიკში" დარჩენა, მიუხედავად მოიესისა და ხელმძღვანელობის დიდი მცდელობისა.

"იუნაიტედის" პარადოქსული ტრანსფერი თუ ფალკაოს მაგია


საუკეთესო ტრანსფერი, მაგრამ რისთვის?


"ზაფხულის საუკეთესო ტრასნფერი? ყველაფერი ნათელია - რადამელ ფალკაო. მე ამ ფორვარდის ქომაგი ვარ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ "იუნაიტედს" სწორედ ამ პოზიციის გაძლიერება სჭირდებოდა" - მაიკლ ოუენი.

"ოქროს ბურთის" მფლობელის სიტყვებში ფალკაოს გადაბირების მთელი არსი იმალება. ისინი შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ პასუხს არ აძლევს კითხვას, "რატომ". "ენფილდის" პატარა ლეგენდამ ისიც დაამატა, რომ "მანკუნიალებისთვის" ფაცვის ხაზის გაძლიერება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ახლა ვან გაალმა შეტევაში ფეხბურთელთა გამწესებაზე უნდა იფიქროს.

"ვფიქრობ, "იუნაიტედს" შეტევის ხაზი უნდა გაეძლიერებინა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ძალიან რთულია წამყვანი მცველის შესყიდვა. ისინი უბრალოდ არ არიან ბაზარზე.

ამის გამო, ვან გაალის ადგილზე ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადავიდოდი, რომელიც დაცვას საიმედოობას ჰმატებს.

"მანკუნიანელებს" იმდენი შემტევი ფეხბურთელი ჰყავს, რომ არც კი ვიცი, როგორ აპირებენ მათ გამოყენებას. რა თქმა უნდა 3-5-2 სქემა უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ ფალკაოს მოსვლა ნიშნავს, რომ ვან გაალი ხუან მატას შესწირავს."
- განაცხადა ოუენმა.

"იუნაიტედის" პარადოქსული ტრანსფერი თუ ფალკაოს მაგია


მშიშარა თუ ავანტიურისტი


თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ფალკაოს შესყიდვის არსის მიხვედრა რთულია, მაშინ უფრო რთულია ფალკაოს მიერ "წითელი ეშმაკების" ვარიანტის არჩევა. კოლუმბიელს იხმობდნენ "რეალში", სოლიდური შეთავაზება იყო "მანჩესტერ სიტისგან" და არანაკლები "იუვენტუსისგან", სულ თუ არაფერი "არსენალის" ვარინატიც არსებობდა. ფალკაო სხვაგვარად მოიქცა და კვლავ გადაიხვია ჩემპიონთა ლიგის გზას.

"ბედნიერი ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბია და მიზანდასახულად იბრძვის გვირგვინისთვის.

მოუთმენლად ველოდები ლუი ვან გაალთან ერთად მუშაობის დაწყებას, რათა გუნდის წარმატებაში და ახალ ისტორიაში საკუთარი წვლილი შევიტანო, რაც გამომწვევია."
- ასე შეაფასა ფალკაომ თავისი გადასვლა "იუიტედში".

"იუნაიტედის" პარადოქსული ტრანსფერი თუ ფალკაოს მაგია


ჭეშმარიტება სადღაც ახლოს


მსოფლიოს უდიდესი კლუბი? ვან გაალთან მუშაობის სურვილი? ეს ყველაფერი მშვენიერია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ კლუბის ცუდ პერიოდს. სულ ცოტა ხნის წინ რადამელმა განაცხადა, რომ "მონაკოში" დარჩებოდა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა.

"მონაკოში" ბედნიერი ვარ. ამ პროექტის მჯერა და არ ვაპირებ გუნდის გამოცვლას. ყველაფერი, რასაც ჩემ შესახებ ამბობდნენ სიმართლეს არ შეესაბამება. მინდა დავრჩე და ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ "მონაკოსთან" ერთად ვითამაშო. ჩვენ გუნდს გავაძლიერებთ, რათა ევროთასებითვის მზად ვიყოთ" - ასე ამბობდა ფალკაო ივლისის ბოლოს.

რა თქმა უნდა დიმიტრი რიბოლოვლევის პრობლემებს და ხამეს როდრიგესის გაყიდვს, რომელმაც "მონაკოს" გაძლიერებას ნამდვილად არ შეუწყო ხელი შესაძლოა ემოქმედება ფალკაოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ იგი რუსი ბიზნესმენის მოყვარული რჩებოდა და საეჭვოა მონტე-კარლოს პირობები გაუარესებულიყო.

"იუნაიტედის" პარადოქსული ტრანსფერი თუ ფალკაოს მაგია


ოცნება და ქარწაღებული სიტყვები


შეგახსენოთ, რას ამბობდა კოლუმბიელი როცა "ატლეტიკო" "მონაკოზე" გაცვალა?

"ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც "მონაკოა" - თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა. როცა იცი, რომ ასეთი ამბიციური პროექტის მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ თავდაჯერებულობა და საბრძოლო სული გემატება.

მჯერა, რომ "მონაკოში" გამარჯვებების მიღწევას შევძლებ, მე ხომ ამისთვის მოვედი აქ. ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შეცდომაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აზრს შეიცვლიან, როცა თასების მოპოვებას დავიწყებთ"
- განაცხადა ფალკაომ მონტე-კარლოში ჩასვლისას.

მაგრამ იმედიც რომ გასცრუებოდა "მონაკოში" და რადაც არ უნდა დასჯდომობა წასვლის სურვილი გამოევლინა, როგორც ეს მაღლა აღვნიშნეთ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშის ვარიანტები მრავლად ჰქონდა და აირჩია ერთადერთი, რომელიც ამას ვერ სთავაზობდა. ფალკაოს გადასვლა "ატლეტიკოში" და "მონაკოში" რომ გავიხსენოთ, კოლუმბიელის არჩევანი სულ უფრო და უფრო გაცნობიერებული ხდება - იქნებ რადამელს არ სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში?

ასეთი შეხედულება თავისთავად სისულელეა, მაგრამ სხვა ახსნა უბრალოდ არ მოიძებნება. პატარა ხომ აღარ არის არა, 28 წელი - საკმაოდ დიდი ასაკია თავდამსხმელისთვის და უკვე მეოთხე წელია უარს ამბობს იმ ტურნირზე თამაშზე, რომელზეც თითოეული ფეხბურთელი პატარაობიდანვე ოცნებობს.

"იუნაიტედის" პარადოქსული ტრანსფერი თუ ფალკაოს მაგია


ანომალია თუ სიხარბე


ფალკაოს არავითარი ისტორია არ ჰქონია ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც იგი მენტალურად მოუსმენდა ტურნირის ჰიმნს. გადამწყვეტი პენალტები არ გაუფუჭებია, საკუთარ კარში გოლი არ გაუტანია, სერიოზული ტრავმები არ მიუღია. ამიტომაც იწყება რადამელის ანომალიების აზრის ძიება, რაც თითქმის არ არსებობს. თუმცა ყველაზე არაერთგვაროვან ისტორიაშიც კი არ არსებობს ყველაზე გასაგები პასუხი - ფული.

"მონაკოში" ფალკაოს გადასვლა წმინდა ფინანსური პირობებიდან გამომდინარეობდა, რომელიც ფალკასოს მონტე-კარლოს გუნდის მფლობელმა, დიმიტრი რიბოლობლებმა შესთავაზა - იგი კოლუმბიელის დიდი გულშემატკივარია. მაშინ რადამელმა უარი უთხრა "რეალს" და იგივე გაიმეორა წელს, როცა უფრო საეჭვო ვარიანტს დათანხმდა. რაც არ უნდა იყოს, ნისლიან ალბიონზე გადასვლა სხვა კლიმატს, სხვა ენას, სხვა ფეხბურთს ნიშნავს, ამიტომაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა კიდევ ერთ ავანტიურად უნდა იქნეს აღქმული, რომლის მიზანი სხვა და სხვა ბანკებში არსებული ანგარიშების შევსება იყო.

მაგრამ ფალკაოს ამ ანომალიაშიც კი არის ერთი გაუგებროვა, რომელიც ზემოთქმულ ვერსიას ბზარს უჩენს. ნუთუ "რეალი", მსოლფიო ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი იმაზე ნაკლებ თანხას სთავაზობდა ფალკაოს, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი", რომ მან "ეშმაკები" აირჩია და არა სამეფო კლუბი. ამის დაჯერება რთულია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ "რეალს" ძალიან სჭირდებოდა ცენტრალური თავდამსხმელი. ნუთუ ფალკაომ თავისი "ატლეტიკო" გაიხსენა და "რეალს" მხოლოდ "როხი ბლანკოს" გულშემატკივრების საპატივცემულოდ უთხრა უარი? ერთი წლის წინ "მონაკოში" რომ არ გადასულიყო, ამას კიდევ დაიჯერებდა ადამიანი, მაგრამ ახლა არავითარ შემთხვევაში.

"მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენს გულშემატკივარს ფალკაოს განათხოვრები გამო. არ გვსურდა რადამელის გაყიდვა, მაგრამ როცა მან თავად გამოთქვა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის სურვილი, მივხვდით, რომ მას ვეღარ შევაჩერებდით" - "მონაკოს ვიცე-პრეზიდენტი, ვადიმ ვასილევი.

"იუნაიტედის" პარადოქსული ტრანსფერი თუ ფალკაოს მაგია


ეპილოგი


მთელ ამ ისტორიაში დიდ ინტერესს იწვევს ფალკაოს სპორტული ინტერესები. ჩემპიონთა ლიგა მას მხოლოდ "პორტუდან" ახსოვს, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშა, დრო კი არ იცდის. რა მიზანი აქვს კოლუმბიელს? გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ფალკაო მომდევნო წელსაც არ შეიცვლის კლუბს, არსებობს ეჭვი ფალკაოს სამომავლო გეგმების სისწორისა. უფრო რეალური იქნება ვთქვათ, რომ ფალკაომ პრემიერ-ლიგის სახით ახალი თავგადასავალი იპოვა და სხვა არაფერზე არ ფიქრობს.

რად მივიჩნიოთ ფალკაო? მშიშარად, სასწაულმოქმედად თუ ავანტიურისტად? ხარბად თუ თავისებურად? ყველამ კარგად ვიცით, რომ რადამელი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის როგორი ადამიანია კოლიმბიელი, რა ფასეულობები აქვს მას, რა შეხედულებები და რა პრინციპები. მხოლოდ გამოცნობა და თეორიების აგება შეიძლება. კოლუმბიელმა კიდევ ერთხელ აგვალაპარაკა საკუთარ თავზე და მისი პერსონისადმი ყურადღებაც მიიქცია - ფალკაოს წარმატებებს "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩვენც დავაკვირდებით.

euro-football

ავტორი: იგორ პაველკო
თარგმანი: გიორგი დუმბაძე
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
4 სექტემბერი 2014 14:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ძალიან კარგი სტატიაა..

ისე მართლა ნეტავ რა არის ამის მიზეზი..
0
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 სექტემბერი 2014 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სტატია მართლა კარგია, აი რაც შეეხება ფალკაოს, მართლა დასაფიქრებელია ამ ადამაინის ქმედებები, მაგრამ სიმართლე გითხრათ მე პირადად ნაღდად არ მაინტერესებს ჩვენამდე სად მიდოდა და რატო. ჩემთვის მთავარი ის არის რო მანჩესტერს რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოადგეს და ბევრი გოლები გაიტანოს.
0
№13
ავტორი: dachi_mu
4 სექტემბერი 2014 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
tan tviton qonda mancheshi tamashis survilio.. :) sg avtor magari statiaa
0
№14
ავტორი: chudikone
4 სექტემბერი 2014 19:46
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
საღოლ, აი სტატია მესმის.. დამაფიქრა ფალკაოს ამბიციებმა და არ გამიკვირდება თუ ჩვენთან არ დარჩება იქითა წელს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top