თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2014, 22:23
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2268,
კომენტარები: 13
რა უნდა ვიცოდეთ როხოს შესახებ
რვა საინტერესო ფაქტი "იუნაიტედის" ახალ შენაძენზე
რა უნდა ვიცოდეთ როხოს შესახებ
ჯექსომ მაკ'გალი რვა საინტერესო ფაქტს გვთავაზობს მარკოს როხოს ცხოვრებისა და კარიერის შესახებ.

8. როხოს სრული სახელი არგენტინაში არ არის უბრალოდ მარკოს როხო, სინამდვილეში, მისი სახელი უფრო უნიკალური და გრძელია - ფაუსტინო მარკოს ალბერტ როხო.
რა უნდა ვიცოდეთ როხოს შესახებ


7. როხო ცნობილი საფეხბურთო მოძრაობის, რაბონას ფანია. ამ მოძრაობას ფოტოზე ხედავთ. მარკოსს უყვარს მისი გამოყენება და ზუსტადაც გამოსდის, არ აქვს მნიშვნელოვა ის შეტევაშია თუ საკუთარი ნახევრიდან ბურთის გამოტანას ცდილობს, ის ამ ორიგინალურ ხერხს ძალიან ხშირად იყენებს.
რა უნდა ვიცოდეთ როხოს შესახებ


6. როხომ ევროპული კარიერა რუსეთსი დაიწყო, მოსკოვის "სპარტაკში". ერთ წლიანი ასპარეზობის შემდეგ, ის თავის ბავშვობის კლუბს, "ესტადიანტესს" დაუბრუნდა (2010 წელს). მარკოსი 2012 წელს შეუერთდა "სპორტინგს" და ალბათ სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გააცნო მისი თავი არგენტინის ნაკრების მწვრთნელს და მოგვიანებით მთელ მსოფლიოს.
რა უნდა ვიცოდეთ როხოს შესახებ


5. როხო პორტუგალიელებს ორი წლის წინ, 3.5 მილიონ ევროდ შეუერთდა. წელიწადში ის საშუალოდ 12 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებდა. "სპორტინგმა" მარკოსით ისარგებლა და "იუნაიტედს" სანაცვლოდ ნანის იჯარით დაბრუნება მოთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
რა უნდა ვიცოდეთ როხოს შესახებ


4. ის მრავალმხრივი მოთამაშეა, შეუძლია დაცვაში რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს, ხშირად ჩაერთოს შეტევებში. თავისუფლად შეიძლება მარკოსი "იუნაიტედში" მარცხენა მცველად ვიხილოთ, ან მარცხენა ვინგერად, ან ცენტრალურ მცველად.
რა უნდა ვიცოდეთ როხოს შესახებ


3. როხო ტატუების დიდი მოყვარულია და მისი ტანი ნახატებითაა სავსე. ის, დანიელ აგერის მსგავსად, უკვე თავადაც აკეთებს ტატუს და კარგადაც გამოსდის.
რა უნდა ვიცოდეთ როხოს შესახებ


2. "იუნაიტედის" როხო იაფი სულაც არ დაუჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, წელიწადში მისი საშუალო შემოსავალი 20 მილიონი ფუნტი იქნება. ამავე რაოდენობის თანხას იღებდა ნანი ყოველწლიურად.
რა უნდა ვიცოდეთ როხოს შესახებ


1. როხო გამოწვევებს არ უფრთხის. 24 წლის მცველი უშიშრად ერთვება ორთაბრძოლებში. ამის გამო, მას საინტერესო სტატისტიკა აქვს: 21 ყვითელი და 4 წითელი ბარათი 49 მატჩიდან!
რა უნდა ვიცოდეთ როხოს შესახებ
სტატიები, ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Ferguson
4 სექტემბერი 2014 11:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 95
კაია, თამაშის დროს აგრესია საჭიროა, და ასევე ხასიათის სიმტკიცე, აბა ცუციკა ქლევერლი ვის რაში ადგებოდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ My greatest challenge was knocking Liverpool right off their fucking perch! And you can print that!
№12
ავტორი: nika1997
4 სექტემბერი 2014 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
აუ ეს და ერერა იემან ვიგაცას დატრუპავენნ :* :D
0
№13
ავტორი: LizarD
5 სექტემბერი 2014 00:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Manchester_M,
რაბონას ფანი კი არა ცალფეხაა :d
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top