თბილისი:
მანჩესტერი:
3-09-2014, 21:51
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2035,
კომენტარები: 11
"ოლდ ტრაფორდზე" აიპადების და სხვა მოწყობილებების შეტანა აიკრძალება
"ოლდ ტრაფორდის" წესებში სიახლეა
"ოლდ ტრაფორდის" წესებში სიახლეა - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფანებს აიპადების და სხვა დიდი ელექტრონული მოწყობილობების შეტანა აუკრძალა.
Manchester Evening News-ის ცნობით, კლუბმა სტადიონის სტუმრებს ელექტრონულ ფოსტაზე გამაფრთხილებელი წერილი უკვე გაუგზავნა. სიახლის დანერგვისას კლუბში ეს მეთოდი ეფექტურია. წერილში ვკითხულობთ: "გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ კლუბს საშინაო მატჩებისვის ახალი წესი აქვს.
გულშემატკივრებს აღარ შეეძლებათ 150mmx100mm-ზე დიდი ელექტრონული მოწყობილობების სტადიონზე შეტანა. მაგალითად, აიპადების, ტაბლეტების, ლეპტოპების ან სხვა გათვალისწინებულ ზომაზე დიდი ელექტრო საგნებისა."
შეზღუდვის ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ როგორ ჩანს, "ოლდ ტრაფორდის" ხელმძღვანელობის აზრით, ხალხი მატჩებზე ვიდეოების გადაღებით და შემდეგ ვიდეო პორტალებზე ატვირთვით პრემიერ ლიგის საავტორო უფლებებს არღვევს, ეს კი შეიძლება კლუბის დაჯარიმების მიზეზი გახდეს.
"უემბლის" სტადიონი მხოლოდ ლეპტოპებს და პროფესიონალური კამერის შეტანას კრძალავს, "ემირეითსი" ზოგადად კამერის გამოყენებას ზღუდავს, მაგრამ არ აკონკრეტებს რომელი მოწყობილობებია დაუშვებელი.

წყარო: manchestereveningnews.co.uk
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: manutd-14
4 სექტემბერი 2014 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
გიორგი,
კარგად გამეცინა wink wink wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top