იუნაიტედის მეკარე ახალ ეშმაკზე საუბრობს.
დე ჰეამ განაცხადა, რომ მწუხარებას გამოთქვამს ყველაზე მეკარის წინაშე ვისაც ვან პერსის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ესპანელმა მეკარემ თქვა, რომ ვარჯიშებზეც ვერ უმკლავდება ვან პერსის. პერისმ 18 მატჩში 12 გოლი გაიტანა და მათშორის ერთი თავის ყოფილ გუნდს, არსენალს. ეს ფაქტი გვიჩვენებს თუ რამდენად დაუნდობელია ჰოლანდიელი თავდამსხმელი.:"მისი თამაში მოწინააღმდეგის საჯარიმოში ძალიან დიდ აღფრთოვანებას იწვევს. თუ ის იღებს ბურთს მოწინააღმდეგეს კარებთან ახლოს, მაშინ წინასწარ მიხვდებით თუ როგორ დასრულდება ეს ეპიზოდი. ის სასიკვდილოდ საშიშია და თვითონაც ძალიან კარგად იცის თუ რა მოუხერხოს ბურთს. მინდა გითხრათ, რომ მის დარტყმულ ბურთებს თითქმის არ ვუშვებ. აუცილებელია მაქსიმალურად გამოავლინო შენი შესაძლებლობები, რომ მან არ გაგიტანოს.
დე ჰეამ ერთადერთი მატჩი ჩაატარა ვან პერსის წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში. ის მატჩი 8-2 დასრულდა იუნაიტედის სასარგებლოდ, თუმცა ჰოლანდიელმა მაინც შეძლო ერთის გატანა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელმა იცოდა ვან პერსის მაღალი კლასის შესახებ, მაინც გაკვირვებულია თუ რამხელა გავლენა მოახდინა მან ფერგიუსონის შეგირდებზე:"ის ძალიან სწრაფად მოერგო ჩვენს გუნდს. ჩვენ ვიცოდით, რომ თავისი უკანასკნელი სეზონი არსენალში უმაღლეს დონეზე ჩაატარა. არავის ეგონა, რომ ასეთ სათამაშო ფორმას ჩვენს გუნდში ასე სწრაფად აკრეფდა. მან ეს თავისი მოსვლის პირველი დღიდანვე შეძლო.
ჯერჯერობით თვოთონ დავიდმა კარის დარაჯობა ანდერს ლინდეგაარდს დაუთმო. იმედი აქვს, რომ სერ ალექსი ენდობა კარის დაცვას რედინგის წინააღმდეგ:"ვფიქრობ ჩემი თამაშის ასპექტები გავაუმჯობესე. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ვხედავ,რომ დღითიდღე უფრო მეტს ვსწავლობ. ვიმედოვნებ მექნება ხანგრძლივი კარიერა სადაც უფრო მეტ ცოდნას მივიღებ. მთავარია დავძლიო ის სიძნელეები, რომლებიც კიდევ უფრო გამაძლიერებენ"
წყარო:
Redevils.Ru