დენის პრაეტი, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლისაა ირიცხება "ანდერლეხტის" რიგებში და მას ხშირად თამაშიც უწევს. "იუნაიტედის" სკაუტებმა მას თვალი დაადგეს და მისი თამაში სქოულზის თამაშის სტილს შეადარეს. ჟურნალი "მეტროს" განცხადებით "იუნაიტედი" ბელგიელ ტალანტს იანვარში გადაიყვანს და მას ძალიან კარგ ფეხბურთელად აქცევს. დენის პრაეტმა ამ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა. დენისს კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს, თუმცა "იუნაიტედი" თუ გამოიჩენს სურვილს ის აუცილებლად დატოვებს "ანდერლეხტს" და გადავა მანჩესტერულ კლუბში. პრაეტი მომავალში აუცილებლად ჩაანაცვლებს პოლ სქოულზს, ასეთი პასუხი მიიღო ფერგიმ სკაუტებისგან.