"მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" იბრძვიან გიოცეს ხელში ჩასაგდებად. გერმანელს "დორტმუნდის" მთავარ ნაწილად აღიქვამენ და მას "ბორუსიის" ბურჯს უწოდებენ. გიოცე ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და მასზე, როგორც გერმანიის ნაკრები, ასევე "დორტმუნდი" იმედებს ამყარებს. მისი ფასი 30 მილიონს შეადგენს. რაც შეეხება თავად ტრანსფერს, არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ მას გერმანელის ხელში ჩაგდება სურს და აპირებს მასში 30 მილიონი გადაიხადოს, ხოლო კონტრაქტი გაუფორმოს 5 წლიანი და ამ დროის განმავლობაში ის 150 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, ანუ წელიწადში 30 მილიონს. სერ ალექსი ფიქრობს, რომ გიოცე "დორმუნდის" ვარსკვლავია და ის ნამდვილად ღირს 30 მილიონი, თუმცა ის არ აპირებს გაუფორმოს გიოცეს ისეთივე კონტრაქტი, როგორსაც "მეთოფეები" პირდებიან. გიოცეს კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში გაუხანგრძლივდება, თუმცა თუ რომელიმე კლუბი "დორტმუნდს" 30 მილიონს გადაუხდის მის სანაცვლოდ, ისინი მზად იქნებიან გაყიდონ მარიო.