თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2014, 13:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2209,
კომენტარები: 11
ბლინდის ექსკლუზიური ინტერვიუ
დეილი ბლინდი საკლუბო ტელევიზიას გაესაუბრა.
ბლინდის ექსკლუზიური ინტერვიუ
დეილი, როგორია "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნა?

კარგია და სტარტს აღელვებული ველოდები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ.

ასეთები მოვლენების ფონზე დაკავებული 24 საათი გქონდათ?

დიახ, ძალიან დაკავებული იყო. ყველაფერი ისე სწრაფად მიმდინარეობდა, რომ ფიქრსაც ვერ ვასწრებდ, მაგრამ ვიმეორებ, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ რას ფიქრობთ?

"იუნაიტედი" მსოფლიო უდიდესი კლუბია. მათ ისტორიას თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ უამრავი ტიტული აქვთ მოპოვებული და ისეთი ფეხბურთელები ჰყავდათ კლუბში მთელი კარიერის განმავლობაში, როგორებიც რაიან გიგზი და პოლ სქოულზი არიან. ისინი არიან ფეხბურთელები, ვისაც ყველა იცნობს და მე მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში ოცნების ასრულებას ჰგავს და ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი მომეცა.

რა თქმა უნდა თქვენ ლუი ვან გაალსაც კარგად იცნობთ...

დიახ, მე მას ჰოლანდიის ნაკრებიდან ვიცნობ და სასიამოვნო იყო მასთან ერთად მუშაობა. ამას აქაც მოუთმენლად ველოდები.

თქვენ მწვრთნელთან ერთად ძალიან წარმატებული ზაფხული გქონდათ. ეს გამოცდილება უნდა დაგეხმაროთ.

მართლაც დაუჯერებელი გამოცდილება იყო მსოლფიო ჩემპიონატზე თამაში, რასაც ასე მოუთმენლად ელოდება მსოფლიო. ჩვენ მწვრთნელთან ერთად ძალიან კარგი გუნდი გვყავდა და ის ოჯახს ჰგავდა. მართლაც კარგი იყო მისი წევრობა.

მწვრთნელი ერთ-ერთი მიზეზი უნდა ყოფილიყო "იუნაიტედში" თქვენი გადმოსვლისა.

დიახ, მან ჩემში დიდი რწმენა ჩანერგა და თავს კარგად ვგრძნობ.

ლუი ვან გაალი ქვეშევრდომობაში ყველაზე ამაღელვებელი რა არის?


ის ყველაფრისგან 100%-ანი შედეგის მიღებას ითხოვს, მატჩებისასაც და ვარჯიშისასაც. ყველას სურს, რომ შესაბამისად იმუშაოს მწვრთნელისა და საკუთარი თავის გამო. ეს მწვრთნელის ერთ-ერთი უდიდესი სიძლიერეა.

როგორია წინ გადადგმული ასეთი ნაბიჯის განხორციელება, როგორიც "აიაქსიდან" "იუნაიტედის" მსგავს გუნდში გადასვლაა?

ცოტა სიგიჟეა! "აიაქსში" 7 წლიდან ვთამაშობ, რაც მთელ ცხოვრებას ჰგავს. მაგრამ ახლა 24 წლის ვარ და ვფიქრობ, რომ ეს კარგი გადასვლაა და რომ ასეთი შანსი შესაძლოა მეორედ არ მოგეცეს. "აიაქსმა" ყველაფერი მომცა აკადემიაში, რათა ფეხბურთლი გავმხდარიყავი და შემდეგ პირველ გუნდშიც, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იქ ამდენი ხანი გავატარე. სწორედ ისინი დამეხმარნენ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაში.

"აიაქსში" გატარებული 17 წლის განმავლობაში რა ისწავლეთ?

ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, რადგან ყოველ წელს სწავლობ რაღაცას ახალგაზრდული აკადემიიდან პირველ გუნდში გადასვლამდე და გამოცდილებას იძენ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე, თასებზე და თითოეული რთული შეხვედრისგან. წელს მსოფლიო ჩემპიონტზეც ვიყავი, ასე რომ, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე და დიდი გამოცდილებაც მივიღე.

თქვენ რობინ ვან პერსისთან ერთად იმუშავებთ, რომელმაც სწორედ თქვენი დახმარებით გაუტანა ესპანეთს გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე...

დიახ, ეს ძალიან კარგი გოლი იყო! რობინი დიდებული ადამიანია და ის ძალიან დამეხმარა მსოფლიო ჩემპიონატზე. მასთან ერთად მუშობას კიდევ ერთხელ მოუთმენლად ველოდები.

"მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშისგან ყველაზე მეტად რას ელოდებით?

მე მხოლოდ თამაშსა და გულშემატკივრების წინაშე მოედანზე გასვლას ველოდები. ერთხელ "აიაქსთან" ერთად ევროპა ლიგის შეხვედრაში ვიყავი და შესანიშნავი იყო ასეთ სტადიონზე თამაში.

დაბოლოს, Aon Training Complex-ზე მოხვედრის შემდეგ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

ის ძალიან დიდია და ყველაფერი კარგად გამოიყურება. ყველაფერი ცოტათი უფრო დიდია, ვიდრე "აიაქსში" და სწორედ ამიტომაც არის ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბი.

manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
2 სექტემბერი 2014 17:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძაან კარგი ფეხბურთელია და მაგრად გამიხარდა ეს ტრანსფერი მე პირადად. დიდი იმედი მაქვს რო მაგრად გამოგვადგება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top