თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2014, 11:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2633,
კომენტარები: 12
ფული თუ ტრადიციები?
რანი ვართ და რანი ვიყავით.
ფული თუ ტრადიციები?
ნებისმიერი ადამიანი, ვინც ფეხბურთში ერკვევა, იცის, რომ საფეხბურთო კლუბები მხოლოდ სახელით, ქვეყნით, ბიუჯეტითა და ცნობადობით არ გამოირჩევიან ერთმანეთისგან. არსებობს ამაყი კლუბები და არსებობს ფულიანი კლუბები. არსებობს ძველთაძველი კლუბები, რომლებიც თავიანთ ისტორიასა და მემკვიდრეობას ებღაუჭებიან. ვრცელ საფეხბურთო სამყაროში თითოეულ ადამიანს შეიძლება მოვუძებნოთ შესაფერისი გუნდი და საცხოვრებელი ადგილის პრინციპი უკვე დიდი ხანია აუცილებელი აღარაა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის განსაკუთრებული კლუბი იყო. ეს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ სრულიად მართებული. არამგონია საჭირო იყოს "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის იმის მტკიცება, თუ რატომ არის მათი გუნდი განსაკუთრებული. ჩვენ ყველაფერი ვიცით: ისტორია, სიამაყე, ტრადიცია და მსოფლიო არენაზე დიდი ხნის დომინირება.

მიუხედავად შუა საუკუნეების დიდებული პერიოდისა, ბოლო 20 წელიწადმა აქცია "იუნაიტედი" გრანდად, რისი დასტურიც აშშ-ში პოპულარობის მოხვეჭაა, სადაც ფეხბურთს 4 წელწადში ერთხელ იხსენებენ.

დაახლოებით მეოთხედი საუკუნის წინ კლუბმა თავის გამოჩენის შანსი მისცა შოტლანდიელ მწვრთნელს. გუნდი მაშინ რომან აბრამოვიჩის "ჩელსის" მოგაგონებდათ: არა გრანდი, ტიტულისთვის არა მუდმივად მებრძოლი, მაგრამ კერკეტი და უხერხული მეტოქე. რა თქმა უნდა ამ ორი კლუბის ისტორიის შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ ფერგიუსონის მოსვლამდე "იუნაიტედი" გაცილებით მოკრძალებული იყო. რამ აქვია მდიდარი ისტორიის მქონე, მაგრამ საკმაოდ საშუალო დონის კლუბი კლუბად, რომლისაც ყველას ეშინოდა? ერთი პასუხი: ფერგიუსონმა. "კარგი ერთი, ნუთუ?" ისმის ყველა მხრიდან. მათ, ვინც მცირე ხნის წინ გახდა ჩვენი კლუბის გულშემატკივარი, შევახსენებ: ფერგიუსონის საწყისი წლები საშინელი იყო. დიახ, ამის შესახებ სწორედ მაშინ ვფიქრდებოდით, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესი დანიშნეს. საქმე იმაშია, რომ მოიესის წასვლის შემდეგაც კი არ დაუკარგავს აქტუალურობა ამ პერიოდს მოიესის მხარდამჭერებში. სინამდვილეში მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა: კლუბი. საუბარია არა სიმდიდრეზე, თასებზე ან საბირჟო ღირებულებაზე - საუბარია ტრადიციებზე. როცა "იუნაიტედმა" მოიესის წასვლის შესახებ განაცხადა, ხალხის უმეტესობა ორ ბანაკად გაიყო: მოზეიმეები და დამწუხრებულები. საბოლოოდ კი დევიდს არაფერი გამოუვიდა, პრესა მისი ნაწილებისგან კლოუნს აკეთებდა, კლუბი კი წონას კარგავდა. გამარჯვებას მიჩვეული გულშემატკივარი ვერ მიმხვდარიყო სად დამალულიყო. ეს ყველაფერი გასაგებია: გულშემატკივარი ემოციური ხალხია და სტადიონზე დასამუხტად, ადრენალინისა და იმ დოზის მისაღებად მიდიან, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონმა მიაჩვია ისინი.

ფერგიუსონის წასვლამ "იუნაიტედის" თითოეული ქომაგის (და შესაძლოა საფეხბურთო ქომაგის) გულებში დიდი ნახვრეტი დატოვა. მისი სახელი კლუბთან ასოცირდებოდა, ფეხბურთელები მას მამად აღიქვამდნენ, გულშემატკივართა მთელი თაობა აღიზარდა პერიოდში, სადაც სიტყვები "იუნაიტედი" და "ფერგიუსონი" განუყოფელი იყო.

აბა, რისი დამსახურებაა, რომ ვუსხედვართ საიტს, რომელიც აქედან ათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე კლუბს ეძღვნება? ხელმძღვანელობა. სერ ბობი ჩარლტონის თაოსნობით. მათი მოთმინების, რწმენისა და სამართლიანობის წყალობით ჩვენ ვიცნობთ "იუნაიტედს" როგორც დიდი გამარჯვებების მქონე კლუბს, რომელსაც დიდი ფეხბურთელები ჰყოლია. ფერგიუსონი 20 წლის განმავლობაში გაძევების ზღვარზე იყო და თითოეული ქომაგი, თითოეული ჟურნალისტი და აბსოლუტურად ყველა თანახმა იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე. და მართლაც, თუ ადამიანს არაფერი გამოსდის, რატომ ვიტანჯოთ? მაგრამ ხელმძღვანელობამ დროის მიცემა გადაწყვიტა და მისცა კიდეც. ფერგიუსონის ქმედებებში თანდათან გამოჩნდა აზრი, მიზანდასახულობა და ნელ-ნელა ახალი კლუბი დაიბადა. ეს უცებ არ მომხდარა. მექანიზმმა, რომელიც ფერგიუსონმა აამუშავა თავისი შედეგები მოიტანა ძალიან დიდი ხნის შემდეგ. მაგრამ რა შედეგები!

მოდით გამოვტყდეთ. ბევრ ჩვენგანს ახარებდა მოიესის წასვლა. დავიღალეთ, რაღაც ახლის ხილვა გვსურდა. ეს ხომ გასაგებია: ჩვენ გულშემატკივრები ვართ, რომელთც გამარჯვებების ხილვა სურთ.

ახლა კი გავიხსენოთ რა მოგვიტანა დევიდ მოიესმა საზიზღარი ანტირეკორდებისგან მონიჭებული ცრემლების გარდა. სინამდვილეში თითოეული ცვლილება მოკრძალებული და შეუმჩნეველი იყო. პირველი: მან თავიდან მოიშორა მწვრტნელები და პერსონალი, რომლებიც სერ ალექსის გუნდში მუშაობდნენ. ყოველ შემთხვევაში, პრესაში ასე გავრცელდა. თავად მოიესმა კი სხვაგვარი ისტორია შექმნა: ისინი თავად წავიდნენო. ეს ლოგიკურია. მისი ქმედებები მხოლოდ იმაზე მეტყველებდნენ, რომ მას არ სურდა ყველაფრის ძლიერ შეცვლა, ყოველ შემთხვევაში სწრაფად. გუნდში ახალი ფეხბურთელების მოყვანისას მას ძველები არ გაუძევებია და სათამაშო სქემაც მათთვის შესაფერისად ააგო. ისე ჩნდა, თითქოს დევიდი საერთოდ არ აპირებდა ცვლილებებს და თავისი თანამემამულის წარმატებას ეყრდნობოდა. ამაშიც დევს ლოგიკა - სწრაფი ცვლილებები გუნდში ნეგატიურ ეფექტს ახდენს. და მაინც, მსგავსად მოქმედ მოესს გულშემატკივართა რისხვა შეხვდა, რომლებიც მას უსუსურობას, სირბილეს, მშიშრობასა და იდეების არ ქონას აბრალებდნენ. ფანები, მაყურებლები, ჟურნალისტები - თითოეული მათგანი მოიესისგან ახალ ტაქტიკურ იდეებს ელოდებოდა და თვლიდა, რომ "იუნაიტედი" უნდა გარდასახულიყო უფრო ძლიერ და სანახაობრივად მოთამაშე გუნდად. მაგრამ მოიესმა იცოდა: მას დრო ჰქონდა, როგორც ოდესღაც სერ ალექსს. მან კლუბის თანდათანობითი აშენება გადაწყვიტა, ქვის ქვაზე დადებით, შიდა მექანიზმით. სამწუხაროდ ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა იდეა ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უსაქმურად არ იჯდა. პირველ რიგში მან გუნდში ადნან იანუზაი მოიყვანა, რომელიც გამართლებული ქმედება აღმოჩნდა და ამან აჩვენა, რომ მოიესი კარგად ერკვეოდა აკადემიის საკითხში. იანუზაიმ ყველა გააოცა, მაგრამ ამან არც მოიესის პოპულარიზაციას და არც გუნდის წარმატებას არ შეუწყო ხელი. მოიესის შენაძენები - ეს საერთოდ ცალკე თემაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მასზე მოქმედი ზეგავლენით იყო გამოწვეული. დიდი ბიუჯეტის მქონე გუნდთან მუშაობას მიუჩვეველმა მოიესმა თავისთვის ნაცნობი "ევერტონელი" ფელაინი მოიყვანა, რომელშიც გადავაჭარბეთ და რომელიც ვერ ათამაშდა. შეცდომა? შესაძლოა, მაგრამ არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც რაიმე არაზუსტ ქმედებას არ სჩადის. ახლა კი გადავხედოთ მეორე დიდი შენაძენს, რომელიც მოგვიანებით განხორციელდა. ეს დიდი პროგრესი იყო.

"იუნაიტედის" ხომალდზე წარმატება ასე ძლიერ ჯერ არასდროს ცურდებოდა, როგორც ახალი კაპიტნის ხელში. მხოლოდ შორეული მზერის მქონე ხალხს შეეძლო განესაზღვრა, რომ მიწა, ძალიან შორს მდებარეობდა. ბევრი მათგანი ვირთხებივით არ შორდებოდა ხომალდს. არავითარ რუკას (ფერგიუსონის ისტორია) და არავითარ საჭვრეტ მილს არ შეეძლო ხალხისთვის მიეხვედრებინა, რომ მიწაზე მყარად უნდა იდგე.

კლუბის ხელმძღვანელობამ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და მოიესს დაპირებული 4 წელიწადი წაართვა. კლუბი - ეს უკვე არა მარტო სტადიონის მქონე გუნდია, არამედ ეს არის ბრენდი, ბიზნესი, კომპანია და მოიესის ხანგრძლივი გეგმები თანამედროვე სამყაროში არ იყო მისაღები. კლუბმა სახელი უნდა შეინარჩუნოს, თასები მოიგოს და ეს ყველაფერი აი ახლა უნდა აკეთოს - არავითარი "შემდეგ". ეს კორპორაციული აზროვნებაა, რომელიც ციფრებსა და ლოგიკას ეყრდნობა და მის კრიტიკას აზრი არ აქვს. და მაინც, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი მყარად უჭერდა მოიესს მხარს სანამ არ გააძევეს - მათ იცოდნენ როგორ აზროვნებს ის, ისინი აღიზარდნენ სამყაროში, სადაც მისი აზროვნება მართებული იყო. სამყაროში, სადაც მომავლისთვის მსხვერპლის გაღება გამართლებულია. მომავლის სამყაროში, უფრო პატარა ფეხბურთის სამყაროში. ფეხბურთი, როგორც ორგანიზმი, დაარსებიდან იზრდებოდა და რაც უფრო დიდი ხდებოდა მით უფრო მეტი ობიექტი მიიწევდა მისკენ: ტელევიზია, სარეკლამო კონტაქტები, აქციები, მილიონერები.

20 წლის წინ ჩვენი კლუბი მცირე, მაგრამ უფრო ამაყი იყო. ვალებისა და აქციონერეთან დაკისრებული ვალდებულებების გამო ტრადიციებს ხაზი გადაესვა, ისინი აღარ იყო აქტუალური. ტრადიცია - ეს არის ლამაზი სიტყვა, რომელიც გულშემატკივარს უყვარს. მმართველობისთვის კი - დაუშვებელი სიჭარბეა. ლოგიკის სამყაროში გაცილებით მართებულია 4 წლის გამო მენეჯერს კომპენსაციის თანხა გადაუხადო, ვიდრე მას 4 წელი ენდო.

არ ვამბობ, რომ დევიდ მოიესი - ახალი ალექს ფერგიუსონია. ეს მათემატიკურად დიდი სისულელე იქნებოდა: ასეთი გენიოსები იშვიათად იბადებიან. მაგრამ მოიესი იყო მისი შთამომავალი, რომელსაც შესაძლოა ყველა სხვა დანარჩენზე მეტად ესმოდა მისი ქმედებები და რომელსაც შესაძლოა ყველაზე მეტად ჰქონდა სერ ალექსის აღზრდილების მხარდაჭერა - "კლასს 92". იგი მოქმედებდა ისე, როგორც ფერგი - აიყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელები, კლუბში ნელა დაიწყო მუშაობა, შეინარჩუნა ტრადიციები და შეეცადა ახალ ეპოქაში უმტკივნეულოდ გადასულიყო. მაგრამ შესაძლოა ფერგის დრო წავიდა, მან ხომ თავად საკუთარი ადგილი უმეტესწილად თავისი დამსახურებების გამო შეინარჩუნა - იყო მომენტები, როცა ხელმძღვანელობა მას აძევებდა, მაგრამ სახელი და თასები შოტლანდიელის სასარგებლოდ მეტყველებდნენ. მოიესის შემთხვევაში ასე არაა: არც თასები, არც წარმატება, არც შედეგები. შიშველ რწმენას რთულია ენდო და ახალ პოსტზე ვან გაალის დანიშვნა დიდებულია, რომელსაც მოკლე პერიოდში შეუძლია წარმატების მიღწევა. მაგრამ თუ კი ხელმძღვანელობას ასეთი მწვრთნელის აყვანა სურდა, რატომ უნდა აიყვნაოს მოიესი?

მოიესის გაგდებით "იუნაიტედი" ისე მოიქცა, როგორც მეორე მანჩესტერული კლუბი, რომელიც მოუთმენლობით გამოირჩეოდა. სწორედ ამ გაძევებმა ჩაუყარა საფუძველი ახალ ეპოქას და არა ფერგის წასვლამ: გათვლების ეპოქას, ცივი გონებისა და ახალი პრიორიტეტების ეპოქას. ახლა ჩვენი იარაღი - ფულია, ჩვენი მოტივაცია - გაძევების შიში. ლეგენდებმა და ვეტერანებმა ძალიან სწრაფად დატოვებს კლუბი, სადაც თავიანთი კარიერის საუკეთსო წლები აქვთ გატარებული. და ის, თუ სად წავიდნენ ისინი, ბევრ რამეზე მეტყველებს. ევრამ, რომელმაც ახალ კონტაქტს მოაწერა ხელი სხვა კლუბს მიაშურა. შეგახსენებთ, რომ შესაძლოა არც კი არსებობს "იუნაიტედის" უფრო დიდი ქომაგი, ვიდრე ევრა, რომელიც დე-ფაქტო კაპიტანი გახლდათ. წავიდა ვიდა, წავიდა რიო. ვინ იფიქრებდა, რომ რიო სხვა კლუბში გადავიდოდა?

ვეტერანების წასვლამ დიდი სივრცე გააჩინა. ასაკოვანი მცვლეების გაშვების შემდეგ კლუბმა მათთან მიახლოებული ნიჭის მქონეც კი ვერ შეიძინა. "კლუბის საფუძველი - დაცვის ცენტრია" - წერდა სერ ალექსი, მაგრამ ძლიერ ცენტრის არ ქონის პირობებში ჩვენ მივენდეტ იმას, რაც მისგან დარჩა. როხოს ჯერ კიდევ მოუწევს თავისი ძალია დამტკიცება, შოუ - ევრას შეცვლა ვერ იქნება. რაფაელს წასვლის ნებართვა დართეს და ამასთან ერთად არც ერთი მარჯვენა მცველი არ ჰყავთ. გეთანხმებით, რომ ძირითადში ბრაზილიელის გამწესება არასწორია, მაგრამ გაუშვა ის არაადეკვატური შეცვლის პირობებში?

ჩვენ მარტივად ვუშვებთ ვეტერანებს, ვცვლით მწვრთნელებს და სახელოვან ფეხბურთელებში ვხარჯავთ დიდ ფულს - არაფერს გახსენებთ? ეს არის გზა, რომელიც ახალი მფლობელის ხელში "სიტიმ" აირჩია. გახსოვთ რა უყვეს თავიანთ კაპიტანს?

სამწუხაროა იმის აღიარება, რომ "იუნაიტედი" ფასეულობათა სრულიად სხვა სისტემაზე გადავიდა, რომელსაც ამჟამად თითქმის ყველა მოდური კლუბი იზიარებს. ამისთვის კი ახალი მფლოებელის მოსვლა არ გახდა საჭირო, ეს უბრალოდ მოხდა.

შესაძლოა მოიესი მალე დავივიწყოთ, ამგრამ იქნებ მას სეიძლებოდა გადავერჩინეთ და ასეთ უგულო და უცხო "იუნაიტედად" არ ვქცეულიყავით, როგორადაც ვყალიბდებით. ჩვენ ვარსკვლავებს ვხედავთ, მაგრამ სად არიან "ჩვენი ბიჭები", რომელთა გამოც კედლად დავდგებოდით? არ ვამბობ, რომ ყველაფერი დაკარგულია, მე მხოლოდ თასის გულისთვის დაკარგული ჩვენი სული არ მინდა. შესაძლოა ეს ტექსტი ნეგატიური და არასწორი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს არის ფიქრები და შიში, რომელიც არსად გაქრება.


ავტორი: Richard
თარგმანი: გიორგი დუმბაძე
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
2 სექტემბერი 2014 09:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნაწილობრივ ვეთანხმები მაგრამ აგერ შეხედეთ ჩვენს კონკურენტ კლუბებს როგორ ძლიერდებიან და ჩვენც მასე უნდა მოვიქცეთ რო არ გავძლიერდეთ ლიდსი იუნაიტედი ვისაც ახსოვს იგივე დაგვემართება ჩვენც და ვის აწყობს გინდა კლუბის მფლობელებს გინდა ქომაგებს
0
№12
ავტორი: Lee Sharpe
3 სექტემბერი 2014 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
RojoDiablo,
არანაირად, გუნდში ჯერ კიდევ ირიცხება რამოდენიმე ახალგაზრდა აკადემიიდან, რომლებიც მომავლში გუნდის წამყვანი ფეხბურთელები გახდებიან, უბრალოდ ახლა არაა ექსპერიმენტების დრო.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top