ინგლისური The Mirror-ის ცნობით, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "სიტის" გაწვრთნაზე წინასწარი თანხმობა ფიფას აგენტს ფრანსუა გალიარდოს მისცა. ზაფხულში "ბარსელონას" დატოვების შემდეგ, მის სახელს ბევრ მსოფლიოს ტოპ კლუბს უკავშირებდნენ, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედსაც", დღეს კი ესპანურ მედიაში გავრცელდა გალიარდოს ინტერვიუ, რომელიც ადასტურებს, რომ გუარდიოლა რობერტო მანჩინის შეცვლის. "გვარდიოლამ "სიტის" გაწვრთნაზე წინასწარი თანხმობა განაცხადა. მნიშვნელობა აღარ აქვს, არც "მილანის" და არც სხვა კლუბის შეთავაზება მის გადაწყვეტილებას არ შეცვლის." შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გვარდიოლას "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწრვთნის დიდი სურვილი ჰქონდა და ამის გაკეთებასაც აპირებდა. დღეს კი გაირკვა, რომ პეპი "იუნაიტედის" ნაცვლად "სიტის" გაწვრთნის...