თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2014, 13:08
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2706,
კომენტარები: 11
როხო მომდევნო მატჩში მიიღებს მონაწილეობას
მარკოს როხო მალე მიიღებს სამუსაო ვიზას
როხო მომდევნო მატჩში მიიღებს მონაწილეობას
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ კლუბის ახალწვეული მარკოს როხო 14 სექტემბრამდე მიიღებს ვიზას. შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს "წითლები" "ქუინზ პარკ რეინჯერსს" დაუპირისპირდებიან.

როხო უკვე კვირაზე მეტია, რაც "იუნაიტედის" შემადგენლობაში ჩაირიცხა "სპორტინგიდან" 16 მილიონ ფუნტად. მარკოსი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ტურისტული ვიზით ჩაფრინდა და ახლა ის მადრიდში იმყოფება, რომ სამუშაო ვიზა მიიღოს.

როხოს სამუშაო ვიზის მიღება აფერხებს, მისი კონფლიქტი მეზობელთან, რომელიც 2010 წელს მოხდა. ფეხბურთელის აგენტმა კი BBC-თან განაცხადა, რომ როხოს ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ "იუნაიტედში" ითამაშოს.

ვან გაალმა კი განაცხადა, რომ როხოს მომდევნო მატჩში უკვე შეეძლება კლუბის დახმარება:"ეს უბრალოდ დროის საკითხია. მე უდიდესი კლუბის მწვრთნელი ვარ მაგრამ კანონების შეცვლა არ შემიძლია. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ "ქპრ"-სთან მას უკვე ექნება ვიზა."

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
31 აგვისტო 2014 18:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
როგორც იქნა..
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top