როგორც ინგლისური გამოცემა The Mirror იტყობინება ნემანია ვიდიჩი სრულად გამოჯანმრთელდა და სრული დატვირთვით ვარჯიშს დაუბრუნდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა სექტემბრის ბოლოს მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ როგორც გამოცემა წერს, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაირა და გამოჯანმრთელების პროცესში მას პრობლემები არ შექმნია. სწორედ ამიტომ, კლუბის ექიმებმა ვიდიჩს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება დართეს. ნემანია შეიძლება "სიტისთან" მატჩში ვიხილოთ, მაგრამ ეს ასე თუ არ მოხდა "სანდერლენდთან" მატჩში მას ნამდვილად ვნახავთ. The Mirror ასევე აცხადებს, რომ ვიდიჩი უკვე "კლუჟთან გამოჩნდება. არის მოლოდინი, რომ ამ ინფორმაციას კლუბის რომელიმე წევრი ან თვითონ სერ ალექს ფერგიუსონი დაადასტურებს წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე, რომელიც დღეს გაიმართება.