თბილისი:
მანჩესტერი:
30-08-2014, 12:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2661,
კომენტარები: 13
ბლინდს მივუახლოვდით
დეილი ბლინდი თითქმის ჩვენია.
ბლინდს მივუახლოვდით
Daily Mail-ისა და ახლა უკვე BBC-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" "აიაქსთან" დეილი ბლინდის თაობაზე 14 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

ახლა, როცა ორივე კლუბი შეთანხმდნენ, დეილის მოუწევს მხოლოდ პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმოს, რაც როგორც მოსალოდნელია მხოლოდ ფორმალობა იქნება.

არაოფიციალურ სატრანსფერო სიახლეს კიდევ უფრო რეალურს ხდის ის, რომ "აიაქსს" "გრონინგენთან" გასვლითი მატჩი აქვს გასამართი, ბლინდი კი ამ შეხვედრის განაცხადში შესული არ არის.

ბლინდს, რომელსაც როგორც მარცხენა მცველად, ისე ფლანგის ნახევამრცველად შეუძლია თამაში "იუნაიტედს" მთელი ზაფხულის განმავლობაში უკავშირებდნენ - ჯერ კიდევ მაშინ, როცა დეილი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ბრაზილიაში ჰოლანდიის ნაკრების რიგებში თამაშობდა.

რამდენიმე დღის წინ, "აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა "იუნაიტედი" გააფრთხილა, რომ ბლინდი ძალიან ძვირი დაჯდებოდა. როგორც მოსალოდნელია, 14 მლნ ჰოლანდიური კლუბისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.

fapl.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: deqstera
30 აგვისტო 2014 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
შოუ-როხო-ბლინდი სამი მარცხემა მცველი რად გვინდა?? საყრდენად თუ უპირებ თამაშს მაშინ არჯობია პირდაპირ საყრდენი იყიდო??
0
№12
ავტორი: bziki
30 აგვისტო 2014 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
anrex გეთანხმები ყველაფერში მარა შოუს ტრანვის შემთხვევაში როხოსაც აგარ მოუწევს მარცხნივ თამაში რაც კარგია და შოუც მოსუქებულია და ფორმიდან ამოვარდნილი კაცმა აქ იცის როგორ დაბრუნდებოდა. სანამ შევა ფორმაში და შეეწყობა გუნდს ჯობია ყავდეს ბლინდი თორე შოუ რო შევა ფორმაში ბლინდი სკამზე გადაიცვლებს და ბლინდის საყრდენობას არც განვიხილავ
0
№13
ავტორი: manutd---10
30 აგვისტო 2014 17:22
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ძააან მაგარია მოდი ბლინდ მოდიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top