თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2014, 20:56
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2855,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" ახალგაზრდა ჰოლანდიელს გაიფორმებს
"წითელი ეშმაკები" 5-ე ტრანსფერთან ძალიან ახლოს არიან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 5-ე შენაძენს ძალიან მალე გააკეთებს, მაგრამ "იუნაიტედს" არა ვიდალი და ბლინდი, არამედ 16 წლის "აიაქსის" ჰოლანდიელი მცველი, ტიმოთე ფონსუ მენსა შეუერთდება. ჰოლანდიურ კლუბთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია და რამოდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა. The Daily Express-ის ინფორმაციით "წითელ ეშმაკებს" ეს ტრანსფერი დამატებითი ბონუსების ჩათვლით 300 000 ფუნტი დაუჯდება.

ახალგაზრდა ჰოლანდიელს თამაში, როგორც ცენტრში ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია. იგი კარგად ერთვება შეტევებში და ნახევარდაცვაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. ფონსუ მენსას შეძენით "იუნაიტედის" გარდა, "მილანი" და "მანჩესტერ სიტი" იყვნენ დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი ქერინგტონის ბაზაზე უკვე ჩავიდა და ამჟამად სამედიცინო შემოწმებას გადის.

წყარო: Manutd.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: LVG
30 აგვისტო 2014 01:09
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ციტატა: nika1997
იმედია კარგი გამოდგებაა და ვიდალი გვინდა ვან გთხოვთ რაა

ბატონო ვან, ბატონო ვან, ვიდალი გვიყიდე რაააააააა ;დ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top