თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2014, 08:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2665,
კომენტარები: 14
მიგელ დი მარია: "რეალმა" ჩემი შვილი არ დააფასა"
დი მარიას მამა მისი შვილსი ტრანსფერზე საუბრობს.
მიგელ დი მარია:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულის, ანხელ დი მარიას მამა მადრიდის "რეალს" მისი შვილის დაუფასებლობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ანხელის სახით ესპანელებმა "წამყვანი ფეხბურთელი" დაკარგეს.

დი მარია "ოლდ ტრაფორდზე" ამ კვირაში სარეკორდო თანხად, 59.7 მლნ. ფუნტად გადავიდა.

მიგელ დი მარიას თქმით, მისი შვილი ბედნიერია პრემიერ ლიგაში გადასვლით.

მაგრამ მიგელმა "რეალ მადრიდს" ბრალი დასდო იმაში, რომ ესპანელებმა არაფერი გააკეთეს მისი შვილის შესანარჩუნებლად.

"დი მარიამ "რეალთან" ერთად 5 თუ 6 ტიტული მოიგო და მიუხედავად გაძლიერებული კონტრაქტისა, ფული სინამდვილეში არ მატულობდა."

"ანხელს არასდროს აფასებდნენ. ისე ჩანდა, თითქოს არ უნდოდათ, რომ კლუბში ჰყოლოდათ და არანაირ სურვილს არ ამჟღავნებდნენ."

"მას ყოველთვის უნდა ებრძოლა, რათა ადგილი მოეპოვებინა და სხვა მოთამაშეებისთვის გადაესწრო. მაგ. გარეტ ბეილისთვის."

"ჩემი შვილი დაიღალა ბრძოლით, დემოსნტრირებითა და საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებით."

"მათ არასდროს შეუთავაზებიათ 6 მლნ. უკანასნელი შეთავაზება 5 მლნ. იყო, რაც 1.5 მლნ.-თ მეტია წინაზე. პირველადი პრობლემები ეკონომიკური მიზეზით გაჩნდა."

"ის მადრიდში ხელფასისთვის წავიდა, ის კი გაანახევრეს."

"ანხელი ბედნიერია "მანჩესტერ იუნაიტედში". ის ასევე კარგად არის ეკონომიკურად უზრუნველყოფილი."

"მადრიდის "რეალის" წამყვან ფეხბურთელს კარგავს, დომინანტ ფიგურას, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია ათამაშდეს და მატჩი მოიგოს"
- განაცხადა მიგელ დი მარიამ.

MEN
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: lefty
29 აგვისტო 2014 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
რეალი,ბარსა,სიტი და ჩელსი საერთოდ არ აფასებენ იგროკს.როდრიგესის გამო გაუშვეს და მაგრად ინანებენ მომდევნო სეზონში მაინც.ამის შეცდომა ისაა,რო თავიდანვე ჩვენთან უნდა მოსულიყო და არა წარაკუა რეალში
0
№12
ავტორი: LizarD
29 აგვისტო 2014 12:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: chudikone
მამა მარტო ფულზე რო ფიქრობს :-D

ხოო, იწუწუნა იმენა.

nika1997,
Ferguson,
რა დი მარია ჯობია ბეილს, ღადაობთ? დი მარიამ თითქმის კარიერის პიკს მიაღწია და ბეილი ჯერ კიდევ ვითარდება, დაგავიწყდათ ბოლო წელი ტოტენჰემში რა გააკეთა ველსელმა? მაგას დი მარია უბრალოდ ვერ გააკეთებს.
0
№13
ავტორი: makaveli
29 აგვისტო 2014 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ხელფასი რამდენი აქვს ხო არ იცით ვინმეემ?
0
№14
ავტორი: Manchester_M
29 აგვისტო 2014 19:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აქ რამდენი აქვს ხელფასი ხო არ იცი ?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top