თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2014, 08:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2601,
კომენტარები: 11
ვიდალი წასვლას არ აპირებს
არტურო ვიდალი "იუვეს" არ დატოვებს.
ვიდალი წასვლას არ აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნემ, არტურო ვიდალმა ნათლად განაცხადა, რომ მას "იუვენტუსში" დარჩენა სურს.

ახალი ამბავი ნამდვილი ტრაგედიაა "იუნაიტედისთვის" რომელსაც ჩილელის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაფორმების იმედი ჰქონდა.

ადრე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, თითქოს ვიდალმა "იუნაიტედთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

მაგრამ იტალიური კლუბის დატოვებისა და "იუნაიტედში" გადაყვანის სურვილი ვან გაალს, რომელიც ნახევარდაცვის გაძლიერებას ლამობდა, სურვილადვე დარჩა.

Daily Express-ის ცნობით, ვიდალმა თავის მეგობრებს განუცხადა: "ამჟამად წასვლა არ მსურს. მე "იუვენტუსში" ვრჩები".

ეს ყველაფერი იმის მიზეზია, რომ "იუნაიტედს" ვიდალის შესყიდვა ე.წ. "როგორც ითამაშებს, ისე გადავიხდი"-ს პრინციპით სურდა.

"იუვენტუსს" კი მთელი თანხის მიღების იმედი აქვს, მაგრამ "იუნაიტედი" არ აპირებს ახლახანს ტრავმამოუშუშებულ ფეხბურთელში დიდი თანხა გაიღოს.

ვიდალს, რომელმაც მუხლის ოპერაცია გადაიტანა, "იუვენტუსის" რიგებში მატჩი მარტის შემდეგ ბოლომდე არ უთამაშია და ბრაზილიაში ჩილეს ნაკრებში 90 წუთი ბოლომდე არ დაუყვია მოედანზე, რაც არის "იუნაიტედის" შეფერხების მიზეზი.

mirror

ახალი ამბები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
29 აგვისტო 2014 19:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რა ჩააცივდნენ რა ამასაც დაილი ნორმალური ნახევარ მცველები?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top