თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2014, 08:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2759,
კომენტარები: 15
როხო კვლავ ულიცენზიოდაა
მარკოს როხო კვლავ ვერ ითამაშებს.
როხო კვლავ ულიცენზიოდაა
პრემიერ-ლიგას ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია "სპორტინგიდან" მარკოს როხოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა.

ჯერ კიდევ გასულ კვირაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად განაცხადა 24 წლის როხოს შეძენის შესახებ, რომელშიც 16 მლნ. ფუნტი გადაიხადეს. თუმცა როხო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ვან გაალის გუნდში დებიუტს.

როხოს განაცხადში ვერ შეყვანის ერთადერთ მიზეზად ის სახელდებოდა, რომ მარკოსს ინგლისში მუშაობის ლიცენზია არ ჰქონდა. თუმცა საქმე უფრო სერიოზულადაა.

Daily Mail - ის ცნობით პრემიერ ლიგა როხოსთვის ლიცენზიის მიცემაზე უარს აცხადებს იმის გამოც, რომ მარკოსის ტრანსფერი არა მარტო "სპორტინგს", არამედ მესამე პირს, კომპანია Doyen-საც ეკუთვნის.

საქმე იმაშია, რომ 2012 წელს მოსკოვის "სპარტაკიდან" როხოს გადაბირების მცდელობისას "სპორტინგს" თანხის უმეტესი ნაწილი Doyen-მა ასესხა. შეთანხმებაში შეტანილი იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც როხოს გაყიდვიდან შემოსული თანხის 75% სწორედ Doyen-ს ეკუთვნოდა.

ამ მიზეზით, "სპოტინგის" პრეზიდენტს, ბრუნო დე კარვალიოსა და Doyen-ს მფლობელებს შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. როგორც ჩანს, პორტუგალიური ფეხბურთის გრანდს გამომუშავებული თანხების გაყოფა არ სურს.

დავამატებთ, რომ პრემიერ ლიგა დიდი ყურადღებით ეკიდება ისეთ ტრანსფერებს, რომელშიც მესამე პირია ჩართული. შეხსენებისთვის "ვესთ ჰემში" კარლოს ტევესის გადასვლას გამოვიყენებთ.

fapl.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
29 აგვისტო 2014 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
manutd---10,
გონიათ რა არ თამაშობს თუ რა? თუ არ გაქვს ამის თამში ნანახი როგრო აფასებ აბა
0
№12
ავტორი: manutd---10
29 აგვისტო 2014 17:12
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
Malboro463,

და როგორ ფიქრობ მეგობარო არ მაქ ნანახი და ისე ვადარებ???
0
№13
ავტორი: RojoDiablo
29 აგვისტო 2014 17:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
manutd---10,
სად ეს და სად ჯონი. ჯერ ეს იმასთან შედარებით გაცილებით სწრაფია და თანაც უფრო დიდი ფანტაზიის მქონე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Manchester_M
29 აგვისტო 2014 19:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: გიორგი
გუშინ დაიწერა შეიძლება მთელი სეზონი ვერ ითამაშოსო

+1 მეც წავიკითხე და რას მოყავდათ თუ ამდენი პრობლემა იქმნებოდა ამის გარშემო იმედია მალე მისცემენ თორე სეზონის გაცდეენნა ფორმიდან ამოვარდნის ტოლფასია !
0
№15
ავტორი: manutd---10
29 აგვისტო 2014 20:25
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
chven centraluri mcveli gvchirdeba dzma, da romeli ufro gamocdilia centrshi tamashit eg tavadac icii
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top