სერ ბობი ჩარლტონი უეინ რუნის ურჩევს, რომ რაც შეიძლება მალე მოხსნას მისი ბომბარდირული რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ და ინგლისის ნაკრებში. იმისათვის, რომ იგი გახდეს ინგლისის ნაკრების ბომბარდირი მან კიდევ 17 გოლი უნდა გაიტანოს, ხოლო „მანჩესტერში“ 64. „უეინ რუნის აქვს ნიჭი და ენთუზიაზმი იმის, რომ მოხსნას ეს რეკორდი. თუ ეს ამას შეძლებს მე ძალიან მოხარული ვიქნები.მე მაქვს საშუალება, რომ მას კვირაში ორჯერ მაინც გამოვესაუბრო.იგი შესანიშნავი ბიჭია, რომელსაც უყვარს ფეხბურთი.მას ყოველთვის სურს იყოს საუკეთესო“.ი უწყება ბობი ჩარლტონი Sky Sport-თან ინტერვიუში. „ მე მასში ჩემს ახალგაზრდობას ვხედავ.იგი მოუთმენლად ელის თუ როდის გავა ფეხბურთის მოედანზე.მე ყოველთვის მზად ვარ, რომ საკუთარი დრო მას დავუთმო, რადგან იგი მადლობელი მსმენელია.“ ერთხელ მე მას ვუთხარი: „გინდა მე შენ რჩევას მოგცემ რომელიც აუცილებლად გამოგადგება? არ შეგეშინდეს კარში დარტყმის. როდესაც შენ დარტყმის შესაძლებლობა გაქვს აუცილებლად დაარტყი ბურთს მთელი ძალით. ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვს მიენდე შენს ინტუიციას. მეორე დღეს მან გოლი გაიტანა ზუსტად ისე როგორც მე ვუთხარი.“