თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2014, 20:37
ავტორი: GeorgianDevil,
ნანახია: 3399,
კომენტარები: 16
Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება
მანამ სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურებოდეს, ბრიტანული Guardian იმ მცველების სიას აქვეყნებს, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' მარტივად შეუძლია
Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება
კლუბი სამმა ლეგენდარულმა მცველმა დატოვა, მათ ნაცვლად კი მაღალი კლასის მცველების შეძენა ვერ მოხერხდა. მეჰდი ბენატია უკვე ,,ბაიერნის'' მოთამაშეა, მატს ჰუმელსი კი ამ ზაფხულს ,,დორტმუნდს'' აღარ დატოვებს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო დარჩა და გუნდს ცენტრალური მცველი აუცილებლად სჭირდება. სწორედ ამიტომაც გთავაზობთ იმ მცველთა სიას, რომელთა შეძენა ,,იუნაიტედს'' რეალურად შეუძლია.

Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება

10. რონ ვლაარი

ასაკი: 29 წელი

კლუბი: ,,ასტონ ვილა''

სატრანსფერო ღირებულება: 6.5 მლნ ევრო

ყველასთვის კარგად ნაცნობი ჰოლანდიელი მცველი, რომელიც თავისი ფიზიკური მომზადებით და გამოცდილებით გამოირჩევა. ,,ფეიონოორდში'' ის კარგად თამაშობდა, მაგრამ ტოპ კლუბების ყურადღება ვერ მიიქცია და საბოლოოდ ინგლისში გადმობარგდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ვლაარმა დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში ნამდვილად შეუძლია, მცველებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ის მართლაც ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ,,მანჩესტერისთვის'' ვლაარი ერთ–ერთი ვარიანტი, რომელიც კლუბს ორი–სამი წლით გამოადგება. ახალ სქემასთან და ვან გალთან მიჩვევა მისთვის არანაირი პრობლემა არ იქნება. ფასი კი კლუბისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება

9. საიმონ კიაერი

ასაკი: 25 წელი

კლუბი: ,,ლილი''

სატრანსფერო ღირებულება: 7 მლნ ევრო

რამოდენიმე წლის წინ ის ვუნდერკინდად და დანიის ნაკრების მომავალ ვარკსვლავად ითვლებოდა. სწორედ ამიტომაც იჩენდნენ მის მიმართ ინტერეს მადრიდის ,,რეალი'' და ლონდონის ,,ტოტენჰემი'', მაგრამ საბოლოოდ ის იტალიურ ,,პალერმოში" აღმოჩნდა. ,,პალერმოდან'' ის გერმანულ ,,ვოლფსბურგში'' იქნა გაყიდული, მაგრამ აქ დანიელმა შედეგი ვერ აჩვენა მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო და საბოლოოდ ფრანგულ ,,ლილში'' გადავიდა. აქ მას სათამაშო დრო მიეცა და საკმაოდ სტაბილურადაც თამაშობს, მართალია ის ტოპ ფეხბურთელთა სიას არ მიეკთუვნება, მაგრამ მცირე ასაკი (25 წელი) აძლევს მას იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.

Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება

8. ანდერსონ ვიტალ და სილვა ,,დედე''

ასაკი: 26 წელი

კლუბი: ,,კრუზეირო''

სატრანსფერო ღირებულება: 9 მლნ ევრო

ბრაზილიელებისთვის ის ძალზედ საყვარელი მოთამაშეა. საკვირველია, რომ მან 100 დიდებულ ბრაზილიელ ფეხბურთელთა სიაში რომარიოს, გარინჩას, სოკრატისსა და რონალდინიოს გადაასწრო. თუმცა მას სამშობლო არ დაუტოვებია, იმ მრავალი შემოთავაზების მიუხედავად რომელიც მას თურქეთიდან და რუსეთიდან ჰქონდა.

Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება

7. რობინ კნოხე

ასაკი: 22 წელი

კლუბი: ,,ვოლფსბურგი''

სატრანსფერო ღირებულება: 9 მლნ ევრო

სანამ რობინ კნოხე ბუნდესლიგის ერთ–ერთ საუკეთესო მცველად არ გაზრდილა, მისი იაფად წამოყვანის შესაფერისი დროა. ,,ვოლფსბურგის'' აღსაზრდელმა რომლის სიმაღლეც 190 სმ მიაღწია, ძალზედ ძლიერ დაცვის წყვილი შექმნა ბრაზილიელ ნალდოსთან ერთად. კნოხე საიმედო მოთამაშეა, რომელიც ტაქტიკურად კარგადაა განსწავლული და და ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერია.

Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება

6. რაიან შოუქროსი

ასაკი: 26 წელი

კლუბი: ,,სტოკ სიტი''

სატრანსფერო ღირებულება: 9 მლნ ევრო

შოუქროსი ,,მანჩესტერის'' ერთ–ერთი აღსაზრდელი იყო, რომელსაც რეზერვისტების ჩემპიონატისა და მანჩესტერის დიდი თასის მოგების შემდეგ, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ ნაკლები სათამაშო დროის გამო ის იძულებული გახდა კლუბი დაეტოვებინა. ახლა ის ,,სტოკ სიტის'' კაპიტანია.

Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება

5. გაბრიელ პალეტა

ასაკი: 28 წელი

კლუბი: ,,პარმა''

სატრანსფერო ღირებულება: 9 მლნ ევრო

არგენტინის ნაკრებისგან გამოძახების ლოდინში დაღლილმა პალეტამ საბოლოოდ ,,აძურის'' მაისური ჩაიცვა. მსოფლიო ჩემპიონატზე თავის გამოჩენა ვერ შეძლო, მაგრამ სამაგიეროდ მისი შესაძლებლობები ,,პარმაში'' დაამტკიცა. მას საკმაოდ დიდი მოგებების გამოცდილებაც აქვს, ადრე მან არგენტინის ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება

4. სემი კაია

ასაკი: 23 წელი

კლუბი: ,,გალათასარაი''

სატრანსფერო ღირებულება: 10 მლნ ევრო

რამოდენიმე წლის წინ მის მიმართ ,,იუნაიტედი'' ინტერესს იჩენდა, მაგრამ მისი შეძენა არ მომხდარა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ის ძალზედ ცივსისხლიანი და თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული ფეხბურთელია, რომელიც ძალზედ გამბედავი და მებრძოლია. ,,ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის წინააღმდეგ ვითამაშებ, იქნება ეს რონალდუ თუ სხვა. მე მას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი დავალება მაქვს შესასრულებელი და უკან დახევას არ ვაპირებ''

Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება

3. მატეო მუსაკო

ასაკი: 24 წელი

კლუბი: ,,ვილიარეალი''

სატრანსფერო ღირებულება: 10 მლნ ევრო

არგენტინელი იტალიური სისხლით, რომელიც ,,ვილიარეალის'' ერთგული ბოლომდე დარჩა და სეგუნდა დივიზიონში გუნდთან ერთად გადავიდა. ტექნიკური, კარგი ფიზიკური მომზადებით. ის მუდამ იპყრობდა დიდი კლუბების ყურადღებას. ბოლოს მას ,,ტოტენჰემი'' აკვირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ლონდონელებმა ფედერიკო ფასიოს შეძენა ამჯობინეს.

Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება

2. ინიგო მარტინეზი

ასაკი: 23 წელი

კლუბი: ,,რეალ სოსიედადი''

სატრანსფერო ღირებულება: 15 მლნ ევრო

მარტინეზი ესპანეთში ერთ–ერთ პერსპექტიულ მცველად ითვლება, რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებენ. მისი შეძენა ადვილი ნამდვილად არ იქნება, რადგანაც ,,ბარსას'' შეთავაზება 15 მლნ ევროს ფარგლებში ''ბასკებმა'' უარით გაისწუმრეს. მარტინეზი ნაკრების მომავალ მცველად მოიაზრება, ინგლისური კლუბისთვის ინიგო მართლაც რომ კარგი შენაძენი იქნებოდა. კარგი ფიზიკური მომზადება და სწორად გათვლილი ჩართვები შეტევაში. მარტინეზს გოლი ცენტრიდანაც აქვს გატანილი ,,ბეტისის'' კარში და არ დაგვავიწყდეს რომ გასულ სეზონში ,,ოლდ ტრაფორდზე'' გამართულ შეხვედრაში, სადაც ,,მანჩესტერმა'' ,,სოსიედადი'' მინიმალური ანგარიშით 1–0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი სწორედ მარტინეზმა გაიტანა საკუთარი გუნდის კარში.

Top 10 მცველი, რომლის შეძენაც ,,იუნაიტედს'' არ გაუჭირდება

1. ბენედიქტ ჰოვედესი

ასაკი: 26 წელი

კლუბი: ,,შალკე''

სატრანსფერო ღირებულება: 16 მლნ ევრო

ბენედიქტი გერმანელების ყველაზე უნივერსალური მცველია. მას შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე თამაშიც. ის გამოცდილია, აქვს მსოფლიო ჩემპიონის მედალი და ამბიციები, რომლის განხორციელებასაც ,,შალკეში'' ვერ ახერხებს. მართალია ის კაპიტანია, მაგრამ ტიტულების მოგების სურვილი მისთვის უპირველესია.

წყარო: Carrick.ru
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
28 აგვისტო 2014 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
manutd---10,
რა საიდან მოვიტანეთ წაარდიგინეს კაცი უკვე 5 ნომრით ითამაშებს
პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა ბაიერნი მსოფლიოში საუკეტესო კლუბიაო როგროც ყველა ახალ გადასულს ჩვევია
და კიდე ალონსო იყიდა უკვე ოფიციალურად
0
№12
ავტორი: MAGNIFICENT 7
29 აგვისტო 2014 00:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ჰოვედესი და შოუკროსი კარგია მაგრამ, ვლაარი და მარყინეზი არამგონია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№13
ავტორი: RojoDiablo
29 აგვისტო 2014 07:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
საერთოდ არავის აღარ იყიდიან დაცვის ხაზში. მორჩა მაგ პოზიციის გაძლიერება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: manutd---10
29 აგვისტო 2014 10:47
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
Malboro463,
აბა ბმული მაჩვენე ოფიციალური გვერდის სადაც წერეია რომ ტრანსფერი შედგა.
0
№15
ავტორი: Manchester_M
29 აგვისტო 2014 11:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
manutd---10,
http://en.wikipedia.org/wiki/Mehdi_Benatia ააჰა ნახე !!

კაი სტატია ჰოვედესი შეიძლება
0
№16
ავტორი: manutd---10
30 აგვისტო 2014 09:53
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
Manchester_M,
მადლობა ძმა, იმიტო მაინტერესებდა რომ მე სადაც წავიკითხე ყველგან ეწერა რომას შეთავაზებული თანხა არ მოეწონა და ჩაშალაო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top