თბილისი:
მანჩესტერი:
28-08-2014, 00:33
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3308,
კომენტარები: 16
მარიამობას გილოცავთ
მარიამობის ბრწყნვალე დღესასწაულს გილოცავთ
მარიამობას გილოცავთ
ახალი აღთქმის თანახმად იყო იესო ნაზარეველის დედა, რომელიც მისი დაბადების ჟამს იოსების ცოლი იყო. არაკანონიკური ნაშრომების თანახმად მისი მშობლები იყვნენ იოაკიმი და ანა, შემდეგში წმინდანებად შერაცხული. ლუკას სახარების თანახმად მარიამმა ანგელოზი გაბრიელისგან შეიტყო მასში იესოს ჩასახვის შესახებ სული წმინდის მეშვეობით.

მარიამი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია ქრისტიანულ სარწმუნოებაში, განსაკუთრებით რომალ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. ქრისტიანული თეოლოგიის ნაწილი, რომელიც მარიამს ეხება ცნობილია როგორც მარიოლოგია. მარიამის ამ ქვეყნად მოვლენას მართლმადიდებლები, კათოლიკები და ანგლიკენური ეკლესია ყოველი წლის 8 სექტემბერს აღნიშნავს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი იშვა ნაკლებად ცნობილ ადგილას, ნაზარეთში. ის გამოვიდა დავითის ტომიდან, რომელიც იმჟამად დამცირებული და

ყოველგვარ ბრწყინველებას მოკლებული იყო. ამქვეყნიური დიდება და პატივი არ შემორტყმია მის აკვანს. ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა გაფერმკრთალდა უხილავი დიდების შუქზე, რომელიც მრავალი საუკუნით ადრე ამზადებდა უფლის დედის შობას. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა.
ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც ებრაულად „ქალბატონს“ ან „იმედს“ ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე ქმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული უძრავია და 8(21) სექტემბერს აღესრულება. ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა.

Redarmy.ge-ს სახელით ყველა მართმადიდებელს გილოცავთ, ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთისმშობლის მადლი არ მოგკლდებოდეთ
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Jaba
28 აგვისტო 2014 09:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
გილოცავთ მრავალს დაესწარით
0
№12
ავტორი: nika1997
28 აგვისტო 2014 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
გილოცავთ ყველას დაესწარით მრავალსს ყველაფერი კარგი გქონოდეტ Ps მანცჰესტერის მოგებები დაწყებულიყოსს fellow
0
№13
ავტორი: Best 7
28 აგვისტო 2014 10:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Gilovavt yvelas, mravals daeswarit!
0
№14
ავტორი: FanMU_Alex
28 აგვისტო 2014 10:54
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 23
გილოცავთ მრავალს დაესწარით
0
№15
ავტორი: NUGI
28 აგვისტო 2014 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
გილოცავთ ყველას მარიამობას
0
№16
ავტორი: Manchester_M
28 აგვისტო 2014 16:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ყველას გილოცავთ მრავალს დაესწარით !!!!!!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top