თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2014, 16:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2652,
კომენტარები: 11
ვის უნდა უფრთხოდეს "იუნაიტედი"
"დონსს" თავისი კოზირი ჰყავს.
ვის უნდა უფრთხოდეს
სამშაბათს ღამით "მკ დონსის" 18 წლის ფეხბურთელს, რენე ალის შანსი აქვს დაამტკიცოს, რომ პრემიერ-ლიგის გრანდები მისით ტყუილად არ ინტერესდებოდნენ.

ალიმ ლიგა 1 შტორმით აიღო მას შემდეგ, რაც ნათლად წარმოაჩინა, რომ "დონსის" რიგებში საუკეთესო ფეხბურთელია.

პერსპექტიულმა ახალგაზრდამ სადებიუტო შეხვედრა ასოციაციის თასის შეხვედრაში 2012 წელს გამართა "კემბრიჯ სიტის" წინააღმდეგ და "დონსის" რიგებში პირველი გოლი სწორედ საპასუხო შეხვედრაში საშინაო არენაზე გაიტანა.

ალის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლივერპულთან" აკავშირებდნენ და "ენფილდის" მკვიდრნიც არ მალავდნენ მის მიმართ ინტერესს.

"ლივერპული" იმედოვნებდა, რომ ალის 3.5 მლნ. ფუნტად შეიძენდა და "ენფილდელებს" ჯერ კიდევ არ შეუწყვეტიათ 18 წლის ფეხბურთელის დევნა.

"დონსის" მწვრთნელმა, კარლ რობინსონმა შარშან ალის შესახებ განაცხადა: "ქვეყანას რაც 17 წლის ფეხბურთელები უნახავს, მათ შორის ალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია."

"ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია."


2012 წელს ჩატარებული სადებიუტო შეხვედრის შემდეგ ალი "დონსის" უცვლელი ფიგურა გახდა. მის ანგარიშზე 37 მატჩში 7 გოლია.

ვის უნდა უფრთხოდეს "იუნაიტედი"


მილტონ-კეინსში დაბადებული ახალგაზრდა თავისი ინტელექტუალურობითა და ბურთთან მოპყრობითაა ცნობილი. ვიღაცას კი ამისთვის შესაძლოა ძალიან ახალგაზრდა ეგონოს (არ დაგავიწყდეთ 1996 წელს დაიბადა.)

რობინსონის გუნდის ახალგაზრდა წევრმა თავისი პირველი ჰეთ-თრიკი გასული სეზონის შეხვედრაში "ნოთს ქაუნთისთან" მოპოვებულ გამარჯვებაში (3-1) შეასრულა.

ვის უნდა უფრთხოდეს "იუნაიტედი"


ალიმ მიმდინარე სეზონიც წარმატებულად დაიწყო და "პიტერბოროს" კარში უკვე მოასწრო 1 გოლის გატანა.

დელემ უკვე მოასწრო ინგლისის 18 წალმდელთა ნაკრებში 2-ჯერ და 17 წლამდელთა ნაკრებში 9-ჯერ თამაში, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ის ჯერ-ჯერობით უგოლოდაა.

ასეთი შედეების მქონე ფეხბურთელის შენარჩუნება "დონსს" ძალიან გაუჭირდება, მითუმეტეს თუ კი იგი პრემიერ-ლიგის გუნდებთან შეხვედრაში წარმატებულად იასპარეზებს.



dailymail
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: manutd---10
27 აგვისტო 2014 01:25
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
ეს რა მოხდა ძმა? გოლი ჯანდაბას და 4:0 წავაგეთ მართლა? :(
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top