თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2014, 13:05
ავტორი: chudikone,
ნანახია: 3286,
კომენტარები: 14
დღის მთავარი სატრანსფერო ჭორები
სრულიადში გთავაზობთ უახლოეს ჭორებს არტურო ვიდალის, დენი უელბეკის, მეჰდი ბენატიას მარუან ფელაინის და ანხელ დი მარიას შესახებ.
დღის მთავარი სატრანსფერო ჭორები
დი მარია კარინგტონშია

დღის მთავარი სატრანსფერო ჭორები


"მანჩესტერ იუნაიტედმა" და მადრიდის "რეალმა" საბოლოოდ მიაღწიეს 59.7 მილიონიან შეთანხმებას, აცხადებს Mirror-ის ჟურნალისტი.

ანხელ დი მარია გუშინ ღამე შენიშნეს კარინგტონში საკუთარ ანტურაჟთან ერთად. როგორც ჩანს არგენტინელი სამედიცინო შემოწმებისთვის ემაზდება და ტრანსფერიც სულ მალე გამოცხადდება ოფიცლიალურად.

შეგახსნებთ, რომ აღნიშნული ტრანსფერი სარეკორდო იქნება ინგლისის პრემიერ ლიგისთვის, ვინაიდან ფერნანდო ტორესი 2011 წელს 50 მილიონად გადაბარგდა "არისტოკრატთა" რიგებში.

ზოგიერთი ცნობის თანახმად, დი მარია მალევე ჩაერთვება კლუბის საქმიანობაში და "ბარნლისთან" შეხვედრაში დიდი ალბათობით მისი დებიუტიც შედგება.

ვენგერს უელბეკი სურს

დღის მთავარი სატრანსფერო ჭორები


გამომდინარე იქიდან, რომ "მეთოფეების" მთავარი დამრტყმელი, ოლივიე ჟირუ დიდი ხნით გუნდს გამოაკლდება, არსენ ვენგერი უელბეკის მიმართ ინტერესს უფრო მეტად აღძრავს.

ფრანგმა ფორვარდმა ტრავმა შაბათს, "ევერტონთან" ფრეს შემდეგ მიიღო და შესაძლოა სამი თვე გუნდს ვერ დაეხმაროს.

მას შემდეგ რაც ლუი ვაან გაალმა უელბეკს წასვლისკენ მიუთითა, არსენ ვენგერი მზად არის ინგლისელი ფორვადრის გადმოსაბირებლად ყველაფერი გააკეთოს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ორი გუნდი კონკუნრენტები არიან, ეს ყველაფერი სატრანსფერო ფასის აწევაზე მკეთრად იმოქმედებს.

საბოლოო შეთავაზება ვიდალს

დღის მთავარი სატრანსფერო ჭორები


ლუი ვან გაალი არტურო ვიდალისთვის საბოლოო შეთავაზებას ამზადებს, რომელიც 34 მილიონ სატრანსფერო თანხას და კვირაში 200.000 ფუნტს ითვალისწინებს ხელფასის სახით.

ჩილელი ნახევარმცველი მთელი საზაფხულო ტრანსფერის განმავლობაში იყო ყურადღების ცენტრში. ახლა კი, როდესაც ვან გაალმა საკუთარი გუნდის ნახევარდაცვის უსუსური თამაში იხილა, ის ყველაფერს გააკეთებს ამ ტრანსფერის დასასრულებლად.

შესაძლოა ტრანსფერი ჩიხში ვიდალის ტრავმამ შეიყვანოს, თუმცა არის დადებითი მხარეც, რომელიც "იუვანტუსის" ხავიერ ერნანდესის მიმართ ინტერესს გულისხმობს. დიდი ალბათობით მექსიკელი ფორვარდი ამ ტრანსფერის ნაწილი გახდება.

ბაიერნი ბენატიასთვის ბრძოლა ეთიშება

დღის მთავარი სატრანსფერო ჭორები


"იუნაიტედს" დიდი შანსი აქვს მეჰდის გადმობირების, ვინაიდან "რომა" და მიუნჰენის "ბაიერნი" სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და გერმანელი გიგანტები "რბოლას" გამოეთიშნენ.

მაროკოელმა ფეხბურთელმა ღიად გამოთქვა "სამხრეთელ ვარსკვალვებში" გადასვლის სურვილი, მაგრამ რომას უფროსობას შემოთავაზება ეცოტავათ და ტრანსფერიც ავტომატურად ჩაიშალა. ჭორების თანახმად "ბაიერნა" ბენატიას თაობაზე 24 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, მაშინ როდესაც "რომა" მის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს.

ფელაინის ტრანსფერი ჩაიშალა

დღის მთავარი სატრანსფერო ჭორები


"ნაპოლიმ" საბოლოოდ შეწყვიტა მარუან ფელაინისთვის ბრძოლა. ბელგიელი ნახევარმცველი გასულ წელს გადავიდა ოლდ ტრაფორდზე, თუმცა შთაბეჭდილების მოხდება ვერა და ვერ შეძლო.

მის მიმართ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი იჩენდა ინტერესს, თუმცა ბელგიელის ტრავმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ტრანსფერიც ჩიხში შევიდა. ჭორების თანახმად იტალიელები უკვე სხვა ალტერნატიულ შესაძლებლობებზე მუშაობენ.

წყარო: Mirror
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: LVG
26 აგვისტო 2014 15:39
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 118
ველბო არის ძალიან მაგარი ფორვარდი, მითუმეტეს სათადარიგო ფორვარდის კვალობა და ვინც ეგ გაყიდოს დაგინებულია ;დ
0
№12
ავტორი: RojoDiablo
26 აგვისტო 2014 15:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
უელბეკის გაშვება არ იქნება. არა და არა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: VaRdo
26 აგვისტო 2014 16:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
სჯობს ჩიჩარიტომ დაგვტოვოს ვიდრე ველბეკმა. ძაან მოუკლო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: MAGNIFICENT 7
26 აგვისტო 2014 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ჩიჩა წავიდეს ველბეკი შეცვლებზე კაია და კარგი იქნება ვიდალი და ბენატია დავითრიოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top