თბილისი:
მანჩესტერი:
25-08-2014, 15:06
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 16
პატარა გულშემატკივარმა იუნაიტედის ფორმის ჩაცმაზე უარი განაცხადა
8 წლის ჯეიმს კოლინსი "იუნაიტედმა" განარისხა
პატარა გულშემატკივარმა იუნაიტედის ფორმის ჩაცმაზე უარი განაცხადა
"მანჩესტერ იუნაიტედის" პატარა ქომაგმა "წითლების" ფორმის ჩაცმა იუარა, მას შემდეგ რაც მისმა საყვარელმა ფეხბურთელმა ნომერი შეიცვალა. 8 წლის ჯეიმს კოლინსი ფიქრობს, რომ მას დასცინებენ, ვინაიდან ბიჭუნამ იანუზაის 44 ნომრიანი ფორმა შეიძინა 1 თვის წინ, ახლა კი ბელგიელი 11 ნომრით ასპარეზობს.

სახელოვანი 11 ნომერი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ლეგენდარულმა რაიან გიგზმა ბუცები ლურსმანზე დაკიდა, თუმცა მისი "შთამომავლის" ვინაობა, სულ ახლახანს, 17 აგვისტოს იქნა დამტკიცებული ოფიციალური საიტის მიერ.

მიუხედავად ჯეიმსის დედის, შერილის საჩივრისა, მეგასტორის ბოსები შეცვლაზე უარს აცხადებენ, რადგან მათ მანამდე გააფრთხილეს მომხმარებლები, რომ იანუზაის 44 ნომრიანი მაისურის შეძენისგან თავი შეეკავებინათ. ჯეიმს კი ეს მაისური ჯამში 93 ფუნტ-სტერლინგი დაუჯდა. 45 წლის დედა კი აცხადებს, რომ კლუბმა მის ვაჟს ძალიან ატკინა გული.

"ის "იუნაიტედზეა" გაგიჟებული. მან მთელი ზაფხული საფეხბურთო ბანაკში გაატარა და მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს." აცხადებს ჯეიმსის დედა. "იგი მოუთმენლად ელოდა, როდის მოუტანდნენ ახალ მაისურს და ყოველთვის მეკითხებოდა თუ როდის იქნებოდა შეკვეთა მზად. მას მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ ჰქონდა მაისური ჩაცმული, როდესაც გავიგეთ რომ იანუზაის ახალი ნომერი მიანიჭეს."

"ჩვენ იმეილის საშუალებით დავუკავშირდით მეგასტორს და ვთხოვეთ მაისურის შეცვლა, მათ კი მტიცე უარით გაგვისტუმრეს. რამდენიმე კვირის წინ კი მათ მაისური შეცვალეს, სადაც "რუნი" არასწორად ეწერა. დიახ, ჩვენ შეცდომით არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ საკმარისი თანხა აღარ დაგვრჩა ახლის შესაძენად. თუ რამე იდეა იყო, ეს მაისურის შეცვლა გახლდათ, რადგან მირჩევნია ჯეიმსმა მოიცადოს, ვიდრე გულგატეხილი ვიხილო." - განაცხადა შერილმა.

წყარო: Mirror
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: manutd---10
25 აგვისტო 2014 19:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
უკაცრავად და ჩემ კომენტარებს ვინ შლის?
0
№12
ავტორი: Berba 9
25 აგვისტო 2014 20:34
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მეც 2008ში რონალდოს ფორმა მქონდა და რატო გადავიდა ეგ ნაძირალა კაცი, იმ 80 მილიონი ფუნტ სტერლინგიდან მეც მეკუთვნის წილი !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№13
ავტორი: chaobi
25 აგვისტო 2014 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
me 2008 clis ronaldos forma maq mara ise mixaria ro ravi :D :D da rojam 2014 clis formaze uari tqva -_- :D :D me mome eg forma
0
№14
ავტორი: Malboro463
25 აგვისტო 2014 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
მე შავი ფორმა მქოდნა რუნის AIG ს ორიგინალი მამიდაიშვილმა ერთი დღით მათხოვეო და 1 წელია უდევს სახლში
0
№15
ავტორი: Best 7
25 აგვისტო 2014 21:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Vin unda dagcinos iqit dacine skauzerebs
0
№16
ავტორი: Manchester United 14
25 აგვისტო 2014 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მანჩესტერის მაიკა მომეცი და ნომერი სულ არ ეწეროს თუ გინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top