თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2014, 14:51
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2668,
კომენტარები: 11
ბრუნო დე კარვალიო: "მას დიდი კლუბები იწვევდნენ, თუმცა სახლში წასვლა არჩია"
"სპორტინგის" პრეზიდენტი ლუიშ ნანიზე საუბრობს...
ბრუნო დე კარვალიო:
პორტუგალიური "სპორტინგის" პრეზიდენტი, ბრუნი დე კარვალიო გუნდის ახალწვეულ ლუიშ ნანიზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ნანი "მანჩესტერმა" როხოს ტრანსფერში ჩართო და კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი 1 სეზონს სამშობლოში გაატარებს.

"ნანის ჰქონდა ბევრი შემოთავაზება, მათ შორის დიდი კლუბებისგანაც, თუმცა მან სახლში წამოსვლა არჩია." ბრუნო უარყოფს იმას, რომ ნანის არ სურდა "სპორტინგში" დაბრუნება. "ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს აღზრდილზე, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელზე. მიუხედავად იმისა, რომ ნანის ბევრ კლუბში იწვევდნენ, ჩვენთან დაბრუნება გადაწყვიტა. ეს იმის მანიშნებელია, რომ კლუბი სწორი მიმართულებით მიდის. არ ვმალავთ იმას, რომ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთ ნაბიჯით წინ ვართ."

ასევე კარვალიომ აღნიშნა, რომ როხოს გაყიდვა და ნანის არენდა სხვა და სხვა გარიგებების შედეგადაა, იმ დროს, როცა როხო სამედიცინო შემოწმებას გადიოდა, ნანი უკვე "სპორტინგის" ფეხბურთელი იყო.

აქვე ვიდეო თუ როგორ დახვდნენ პორტუგალიაში ნანის.

სტატიები, ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester_M
24 აგვისტო 2014 16:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წარმატებებს ვუსურვებ !!!!! იმედია მართლაც გაიხსნება და ძველი ნანი დაბრუნდება !!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top