თბილისი:
მანჩესტერი:
22-08-2014, 23:08
ავტორი: Ferguson,
ნანახია: 2208,
კომენტარები: 12
ვიტო მანონეს ვარაუდი
ვიტო მანონე ფიქრობს, რომ კვირას გასამართი მატჩის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედი შინ იმედგაცრუებული დაბრუნდება.
ვიტო მანონეს ვარაუდი
ლუი ვან გაალს კვირას გუნდი "სინათლის მოედანზე" მიჰყავს და იქ პრემიერ ლიგაში მის პირველ გამარჯვებასაც ელოდება, მაგრამ სანდერლენდის იტალიელი გოლკიპერი მიიჩნევს, რომ წინა სეზონის გამოცდილება "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ ძლიერ დაეხმარება მას და შეძლებს დაუმტკიცოს საკუთარ მწვრთნელს, რომ ის გუნდის საუკეთესო მეკარეა.

"გასულ სეზონში მათ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა მართლაც კარგი იყო"-აცხადებს სანდერლენდის კიპერი, რომელმაც შარშან League Cup-ის ნახევარფინალში, პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია "ოლდ ტრაფორდზე". "ნახევარფინალი უბრალოდ საოცარი იყო. გარდა ჩემ მიერ აღებული პენლებისა მე ვგრძნობდი, რომ გუნდს ვჭირდებოდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს შესანიშნავი იყო, რადგანაც ჩვენ ვიცოდით, რომ გრანდიოზული რამ გავაკეთეთ კლუბისთვის. მე სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე ამ მატჩს".

მან არ იცის, თუ როგორ ზეგავლენას მოახდენდა "წითლებზე" ოლდ ტრაფორდზე წაგებული პირველი საშინაო შეხვედრა: "არავინ იცის, იუნაიტედის პირველივე მარცხი ალბათ უფრო ჩვენ გვაძლევს უპირატესობას, ხანდახან ხდება ხოლმე ისე, რომ გუნდს თამაში წაუვა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვითამაშებთ ჩვენს ფეხბურთს. ჩვენ ვიცით, რომ მანჩესტერ იუნაიტედს განსაკუთრებული ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მე მჯერა, რომ საკუთარი თავის რწმენა ყველაფერია ფეხბურთში-და ჩვენც ვაპირებთ მოედანზე თვითდაჯერებულები გავიდეთ".

ზუსტად არავინ იცის იქნება თუ არა ვან პერსი კვირას სასტარტო შემადგენლობაში. "ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ითამაშებს თუ არა კვირას ვან პერსი"-აცხადებს სანდერლენდის გოლკიპერი. "მაგრამ თუ ის არ იქნება ძირითადში, უფრო ბედნიერი ვიქნები. მანჩესტერ იუნაიტედს ბევრი კარგი თავდამსხმელი ჰყავს, მაგრამ რობინი ძალიან მაღალი კლასის ფორვარდია. თუ ის მოედანზე თამაშობს, არ უნდა დაგავიწყდეს მისი ტალანტი და შესაძლებლობები".

წყარო: the guardian
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Amerigo
23 აგვისტო 2014 20:52
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
გაასწორეთ რა მეოთხედ ფინალი არა ნახევარ ფინალი იყო.
0
№12
ავტორი: Manchester_M
24 აგვისტო 2014 17:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წინა მატჩზე ფაბიანსკი დაგვემუქრა ახლა ეს :D საპროტესტო აქცია მოაწყვეთ ბარემ ეპლის მეკარეებმა :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top