როგორც ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იტყობინება, რეკორდმაისტერები მზად არიან 30მილიონი ევრო გდაიხადონ მეჰდი ბენატიაში.
წყაროს თანახმად, ბაიერნის ხელმძღვანელობა დღეს მიუნჰენში, ბენატიას აგენტს შეხვდა და მიაღწიეს შეთანხმებას, სატრანსფერო ღირებულებად კი 30მილიონ ევროს ასახელებენ.
არაოფიციალური წყაროები იტყობინებიან, რომ რომაელებმა მეჰდში 35მილიონი ევრო მოითხოვეს, მაგრამ გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ.
პეპ გვარდიოლა იძულებული იყო გაეძლიერებინა დაცვის ხაზი, ამიტომ მისი ყურადღება ამ ფეხბურთელმა მიიპყრო. ამ ფეხბურთელით ასევე იუნაიტედი ინტერესდება, მაგრამ მის გადაბირებასთან უფრო ახლოს ბაიერნია.