მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა მზადაა, ტომ ქლევერლის ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს, იუწყება Goal.com-ი.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ყოფილა საუბარი ტომის კლუბიდან წასვლაზე, ამიტომ კლუბის მართველები რამდენიმე თვეა აკვირდებიან მის თამაშს და მათი თქმით, მისი პროგრესი შესამჩნევი გახდა.
ქლევერლით სხვა და სხვა ინგლისური კლუბი იყო დაინტერესებული და მის გადაბირებას ცდილობდნენ. ლუი ვან გაალის მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. იგი დიდ იმედებს ამყარებს ამ ფეხბურთელზე, ამიტომ მის გაშვებას არ აპირებს.
იუნაიტედის ახალი მწვრთნელი კმაყოფილია ნახევარმცველის ვარჯიშით და მონდომებულობით, მოსწონს მისი ფილოსოფია.
ტომ ქლევერლის მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ,ხოლო მისი ანაზღაურება კვირაში 55ათასი ფუნტი იქნება.