10 საინტერესო ფაქტი, რომელიც "იუნაიტედის" ახალწვეულს უკავშირდება...
1) მისი სრული სახელია ფაუსტინო მარკოს ალბერტო როხო. ის დაიბადა 1990 წლის 20 მარტს.
2) როხოს მარცხენა მცველად და ცენტრალურ მცველად შეუძლია თამაში.
3) ვიდეოში ნახავთ, როგორ გამოაქვს როხოს ბურთი ეფექტური დარტყმით. მას ურჩევნია ასე ითამაშოს ვიდრე ითამაშოს მარჯვენა ფეხით. რა მოხდებოდა მას რომ ეს ფინტი არ გამოსვლოდა?!
4) მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე როხომ მცველის პოზიციაზე ითამაშა, მას შეუძლია ვინგერად თამაშიც. ასეთი რამ შეესაბამება ლუი ვან გაალის ტაქტიკასაც. არგენტინელს ასევე აქვს კარგი დარტყმა. იხილეთ როხოს ბრწყინვალე გოლი "ესტუდიანტესის" მაისურით.
5) როხომ მსოფლიო ჩემპიონატი კარგად ჩაატარა. ფინალში კი 120 წუთი ითამაშა. ის ასევე მოხვდა სიმბოლურ გუნდში. მან მეტოქეს ბურთი 17 ჯერ აართვა, 15 ორთაბრძოლა მოუგო და 191 ზუსტი პასი გააკეთა. ლუი ვან გაალის გუნდთან დაპირისპირებისას როხო საკმაოდ კარგად ეთამაშებოდა არიენ რობენს.
6) არგენტინელმა მოასწრო რუსეთში თამაშიც. 2010 წელს ის "სპარტაკში" გადავიდა, თუმცა არასახარბიელო ორი წელის შემდეგ 2,5 მილიონ ევროდ "სპორტინგს" შეუერთდა.
7) მიუხედავად ამისა 2011 წელი როხოსთვის ცუდი ნამდვილად არ იყო. მას ჰქონდა დებიუტი არგენტინის ნაკრებში პორტუგალიის წინააღმდეგ. იმის შემდეგ როხომ 28_ჯერ მოირგო ნაკრების მაისური და შეძლო 1 გოლის გატანა სწორედ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. (გოლი იხილეთ ვიდეოში 0:08)
8) თუ არგენტინულ წყაროებს დავუჯერებთ, როხოთი დაინტერესებულები იყვნენ "ბარსელონა" და "საუტჰემპტონი", თუმცა საბოლოოდ როხომ "იუნაიტედში" ამოყო თავი.
9) როხოს ჰყავს ცოლი, არგენტინელი მოდელი ეუჟენი ლუსარდო. მათ ჰყავთ გოგონა მორენა.
10) ესპანურად როხო წითელს ნიშნავს, ამგვარად ის შეესაბამება "მანჩესტერს", რომელსაც წითელ ეშმაკებს უწოდებენ.