თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2014, 17:18
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2939,
კომენტარები: 11
ნანის ტრანსფერის დეტალები
ახლახანს ტრანსფერის დეტალები გახდა ცნობილი
ნანის ტრანსფერის დეტალები
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "იუნაიტედს" კიდევ ერთი ფეხბურთელი შეურთდა. ახალწვეული არგენტინელი მარკოს როხოა, რომელმაც "იუნაიტედში" გადასვლა ოცნების ახდენად შეაფასა.

"მანჩესტერმა" როხოს ტრანსფერში ლუიშ ნანიც ჩართო, ამგვარად პორტუგალიელი ამ სეზონს "სპორტინგში" გაატარებს. ახლა კი რაც შეეხება ამ გარიგების დეტალებს.

"იუნაიტედი" მთლიანად გადაიხდის ნანის ხელფასს, ამგვარად "მანჩესტერს" 6 მილიონის გადახდა მოუწევს, რათა ნანის ხელფასი სრულიად დაფაროს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის თანახმად, ნანი სწორედ 6 მილიონ ევროს ღებულობს წელში.

აღსანიშნავია ისიც, რომ "სპორტინგს" სურვილის შემთხვევაშიც კი არ შეეძლება ნანის გამოსყიდვა, რადგანაც "იუნაიტედმა" არ ისურვა კონტრაქტში ამ პუნქტის ჩამატება.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიელი მხოლოდ ერთ სეზონს ჩაატარებს "სპორტინგში", ამის შემდეგ ის "იუნაიტედში" დაბრუნდება და იქ გადაწყდება თუ სად გააგრძელებს ნანი კარიერას.
სტატიები, ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Lomsa099
21 აგვისტო 2014 17:17
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
სპორტინგში უფრო გაქაჩავს ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top