გარი ნევილმა sky sports – თან ,,იუნაიტედის'' მიერ გაშვებული პირველი გოლი განიხილა და ,,დამნაშავეც'' დაასახელა.
,,დაცვითი სიტუაცია : 5 ფეხბურთელი დაცვაში, 2 ნახევარდაცვაში (ერერა და ფლეტჩერი) და თავისუფალ პოზიციაში მყოფი მატა. მატას შეუძლია, როგორც ერერასა და ფლეტჩერის უკან თამაში და დაცვითი ფუნქციების შესრულება, ასევე მათ წინ თამაში და თავდამსხმელებზე დახმარება. ამ მომენტში მატა ასრულებს თავის საქმეს''
სუონსის შეტევა ფლანგიდან ვითარდება
,,ფლეტჩერი და ერერა ფლანგზე ბურთის ართმევას ცდილობენ, მატა კი უკან იხევს და თავის ფეხბურთელს იცავს''
,,პრობლემა მაშინ იწყება, როცა მატა ბურთის ართმევაზე მიდის, თავის სამეურვეო ფეხბურთელს კი მარტო ტოვებს''
,,წარმოიქმნება თავისუფალი ზონა, რომელიც მთლიანად მატას ეკუთვნის, მაგრამ ესპანელი ზონაში არ არის''
,,დააკვირდით გოლის შემდეგ მატას რეაქციას. მან იცის რომ ფეხბურთელის დაცვა მისი სამუშაოცაა, მაგრამ სამეურვეო ფეხბურთელი მან დატოვა. ეს იყო მისი შეცდომა, სწორედ მის გამო გაუშვა ,,იუნაიტედმა'' პირველი გოლი''