ანდერს ლინდეგაარდის კარგი თამაშჲ კიდევ უფრო დიდ კონკურენციას ქმნის გუნდში და ჯერ არავინ იცის თუ ვინ არის სერ ალექს ფერგიუსონისთვის გუნდის პირველი მეკარე. საბედნიეროდ, დე ხეას ახარებს კონკურენცია გუნდშჲ, რადგან კონკურენციის გამო ის ბოლომდე იხარჯება.
“მე უდიდეს კლუბში ვიმყოფები და ბევრი რამ მომეთხოვება, - განუცხადა დევიდმა United Review-ს. “როგორც მეკარემ, მე კარგად ვიცი, რომ ნებისმიერი შეცდომა პრესისა და ფანების უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს ყოველთვის ასეა, არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობ.
“მაგრამ გამოგიტყდებით, რომ აქ, "მანჩესტერ იუნაიტედში" უფრო დიდი წნეხის ქვეშ იმყოფები. ეს წნეხი გაცილებით დიდია, ვიდრე იყო "ატლეტიკო მადრიდში" ან თუნდაც ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში. ეს კარგია, რადგან შენ ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯები.”
ამ სეზონზე "იუნაიტედმა" 13 მატჩში პირველმა გაუშვა გოლი. ამ ცამეტი მატჩიდან "წითლებმა" მხოლოდ რვის მოგება შეძლეს. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია.
იმისდა მიუხედავად, რომ ქამბექები "იუნაიტედსითვის" ერთგვარ ტრადიციად იქცა, დე ხეამ რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა და კარგი მატჩიც ჩაატარა.
“ვფიქრობ, ქამბექები ამ კლუბის სულისა და გულის ნაწილია, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ასეთი რამ ძალიან ბევრჯერ მომხდარა. მოხარული ვარ, რომ მე ამას მეთვითონ განვიცდი.”