თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2014, 17:24
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2879,
კომენტარები: 16
ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები
კლუბის მიერ განხორციელებული წარმატებული ტრანსფერები ზაფხულში
ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები
"იუნაიტედის" სატრანსფერი აქტიურობა ხშირად წარმატებული იყო, ხშირად არა, თუმცა ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე წარმატებულ ზაფხულის ტრანსფერებს.
მაშ ასე დავიწყოთ, 10 ყველაზე წარმატებული ტრანსფერი, რომელზეც შემდეგ შეგიძლიათ თავისუფლად გამოთქვათ აზრი კომენტარებში, ეთანხმებითი თუ არა, ან რომელს ეთანხმებით.

#10: გაბრიელ ჰაინცე

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები


გაბრიელ ჰაინცე არც ისე პოპულარული 'ყოფილი' ფეხბურთელია "იუნაიტედისა", თუმცა იყო დრო როდესაც მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა.
ჰაინცე "პსჟდან" გადავიდა "იუნაიტედში" 6,9 მილიონ ფუნტ სტერლინგად 2004 წელს და გაატარა 3 წელი ამ კლუბში, როგორც მარცხენა მცველი.
თუმცა, მას შემდეგ რაც კლუბმა 2007 წელს შეიძინა პატრის ევრა, გაბრიელ ჰაინცე გადასვლას ცდილობდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისი შეძენით "ლივერპული" იყო დაინტერესებული, თუმცა საბოლოოდ ის "მადრიდის რეალში" გადავიდა და ფანებმა მას ეს საქციელი არ აპატიეს.

#9: კარლოს ტევეზი

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები


კარლოს ტევეზი კიდევ ერთი ის ფეხბურთელია, რომელიც ოლდ ტრაფორდზე ნამდვილად არ უყვართ. თუმცა მისი ორი სეზონი კლუბში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

ტევეზმა 34 გოლი გაიტანა 99 მატჩში, მოიგო პრემიერ ლიგა 2-ჯერ, ერთხელ "ლიგის თასი" და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგა.
თუმცა ყველაფერი ეს მალე დავიწყებას მიეცა, მას შემდეგ რაც ტევეზმა 2009 წელს "სიტის" მიაშურა.

#8: დევიდ დე ხეა

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები


ძალიან დიდი გამოწვევა იყო სერ ალექს ფერგიუსონისთვის, გადაეხადა 17,8 მილიონი ფუნტ სტერლინგი თინეიჯერი მეკარის სანაცვლოდ 2011 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი რამდენიმე თამაში დე ხეამ არც ისე კარგად ჩაატარა, ის სულ მალე გახდა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეკარე.
ესპანელი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და წინ დიდი კარიერა აქვს, მას კვლავ შეუძლია განვითარება და მასში გადახდი 17,8 მილიონი ფუნტ სტერლინგი ნამდვილად გამართლებულია.

#7: მაიკლ კერიკი

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები


მაიკლ კერიკი 2006 წელს "ტოტენჰემიდან" შეუერთდა მანჩესტერულ კლუბს 18,6 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ და ინგლისელმა ნახევარმცველმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ოლდ ტრაფორდზე.

8 წლის განმავლობაში კერიკმა 350ზე მეტი მატჩი ჩაატარა, მოიგო 5 პრემიერ ლიგის ტიტული, ლიგის თასი, მსოფლიო კლუბების თასი, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალი. (მოიგო 1)
33 წლის ასაკში ის "იუნაიტედის" ლიდერია ცენტრში, ხშირად მარტოსაც ეჭირა მთელი ნახევარდაცვა, თუნდაც გასული 2 სეზონი.

#6: რუდ ვან ნისტერლოი

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები


რუდ ვან ნისტერლოიმ 2006 წელს დატოვა კლუბი, სერ ალექსთან არც ისე კარგი ურთიერთობის გამო.
მაგრამ, 5 სეზონში მან დაიკავა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადგილი კლუბში, როგორც ბომბარდირმა.
კლუბმა მასში 18,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა 2001 წელს და ჩატარებულ 219 მატჩში მან 150 გოლი გაიტანა.
ჰოლანდიელმა მოიგო პრემიერ ლიგა 2003 წელს და 2004 წელს ასოციაციის თასი, 2006 წელს კი მან "მადრიდის რეალს" მიაშურა.

#5: რობინ ვან პერსი

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები


რობინ ვან პერსი მხოლოდ 2 სეზონია რაც "იუნაიტედში" ირიცხება, თუმცა ფანების უმრავლესობას რომ ჰკითხოთ, გეტყვიან რომ 24 მილიონი ფუნტ სტერლინგი, ანუ მასში გადახდილი თანხა პირველივე სეზონში აანაზღაურა.
მან გაიტანა 30 გოლი 48 თამაშში პირველ სეზონში, მას შემდეგ რაც 2012 წელს დატოვა "არსენალი".
მისმა გოლმა გადაარჩინა კლუბი და გახდა ჩემპიონი, როდესაც მან გაუტანა ჯარიმიდან "მანჩესტერ სიტის" 2 წლის წინ.

#4: ედვინ ვან დერ საარი

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები


ედვინ ვან დერ საარი სერ ალექს ფერგიუსონი ყველაზე მომხიბლავ ტრანსფერებს შორის აუცილებლად შედის.
კლუბის ყოფილი პირველი ნომერი 2005 წელს მხოლოდ 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადმოვიდა და ჰოლანდიელმა 40 წლამდე ითამაშა, ჩაატარა 266 მატჩი, მოიგო 4 პრემიერ ლიგის ტიტული და 2 ლიგის თასი.
სწორედ მისი დამსახურებით მოიგო 2008 წელს "იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგა მოსკოვში, სადაც კლუბმა "ჩელსი" დაამარცხა და მან აიღო გადამწყვეტი პენალტი.

#3: რიო ფერდინანდი

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები


"იუნაიტედმა" გახადა რიო ფერდინანდი ყველაზე ძვირადღირებულ ცენტრალურ მცველად იმ პერიოდში და ასევე ყველაზე ძვირ ბრიტანელ ფეხბურთელად, როდესაც კლუბმა "ლიდს იუნაიტედს" რიოს სანაცვლოდ 29 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაუხადა.
და დღემდე ძალიან ბევრ "იუნაიტედის" ფანს სჯერა, რომ რიო ფერდინანდი ნამდვილად იმსახურებდა ამხელა თანხას და რომ მან გაამართლა მასში გადახდილი თანხა.
ფერდინანდმა დატოვა კლუბი ამ ზაფხულს. მან ოლდ ტრაფორდზე 12 სეზონი გაატარა, ითამაშა 455 მატჩი, მოიგო 6 პრემიერ ლიგის ტიტული და ჩემპიონთა ლიგა 2008 წელს.

#2: უეინ რუნი

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები


უეინ რუნის კარიერას თუ გადავხედავთ მივხვდებით, რომ ის სულ მალე ბევრ რეკორდს დაამხობს პრემიერ ლიგაში. მის "ანგარიშზე" პრემიერ ლიგაში უკვე ძალიან ბევრი გოლია.
ჯერ მხოლოდ 28 წლის ფეხბურთელია და პლიუს ამას მას 5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან. რუნის ისღა დარჩენია, გაუსწროს დენის ლოუს და სერ ბობი ჩარლტონს.
რუნი იყო ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი, როდესაც სერ ალექსმა მასში 25,6 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა 2004 წელს.
მან ამ დროში მოიგო, 5 პრემიერ ლიგის და 1-იც ჩემპიონთა ლიგის ტიტული. ასევე, ის დასახელდა კლუბის ახალ კაპიტნად, მას შემდეგ რაც ნემანია ვიდიჩი კლუბიდან წავიდა.

#1: კრიშტიანო რონალდუ

ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები


კრიშტიანო გადავიდა ოლდ ტრაფორდზე, როგორც ყველაზე არაფრის მომცემი თინეიჯერი 2003 წელს, "სპორტინგიდან". 2009 წელს კი მან კლუბი დატოვა, როგორც საუკეთესო ფეხბურთელმა მსოფლიოში.
სერ ალექს ფერგიუსონმა მასში მხოლოდ 12,6 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა 2003 წელს და 6 წლის შემდეგ ის კლუბმა სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდა.
მან გაიტანა 118 გოლი 292 თამაშში "იუნაიტედში". მოიგო 3 პრემიერ ლიგის ტიტული და იყო კლუბის მთავარი ვარსკვლავი, მისი დამსახურებით კლუბმა 3 ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა 2008 წლიდან 2011 წლამდე.
სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Manchester United 14
19 აგვისტო 2014 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ევრა ვიდიჩი რატო არ არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№12
ავტორი: red devil
19 აგვისტო 2014 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რუნიიი ეხლა იწყებს თამაშს მალე ვნახავთ ისევ იმ გიჟ რუნის <3
0
№13
ავტორი: Best 7
19 აგვისტო 2014 22:37
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
red devil,
getanxmebi!arada keriks Ra unda aq
0
№14
ავტორი: Manchester_M
20 აგვისტო 2014 08:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნი პირველზე უნდა იყოს რა უნდა კრისტიანოს 1 ზე ? -_-
0
№15
ავტორი: dachi_mu
20 აგვისტო 2014 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
or pinalshi iyo ronaldo da ara sam chempionta ligashi.
0
№16
ავტორი: AkkRed
20 აგვისტო 2014 12:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
brown rato araa? :D :D :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top