თუ ფრანგულ L'ÉQUIPE-ს დავუჯერებთ, არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია ფრანგულ კლუბ "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს თამაშს. როგორც "ეკიპი" იტყობინება, მადრიდის "რეალმა" დი მარიას "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" 50 მილიონ ფუნტად მიყიდვა არ ისურვა, რის მიხედვითაც ესპანელები არგენტინელს საფრანგეთში გაუშვებენ.
ტრანსფერის თაობაზე კლუბების ხელმძღვანელობამ უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და არ არის გამორიცხული, რომ ტრანსფერი ამ კვირაშივე შედგეს. მოგეხსენებათ, "პსჟ" "უეფასგან" "ფეარ ფლეის" (სამართლიანი თამაში) წესებით, რომ არ დაჯარიმდეს, დი მარიას ჯერ ერთ წლიანი არენდით აიყვანს, შემდეგ კი 65 მილიონ ფუნტად გამოისყიდის და პლუს ტრანსფერში მარკო ვერატიც იქნება ჩართული.