"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა, პორტუგალიელი ვინგერი ლუიშ ნანი, ინგლისელი თავდამსხმელი უილფრედ ზაჰა და ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი, პირველი გუნდს ჩამოაშორა. ეს გადაწყვეტილება ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ზემოთ ხსენებული სამი ფეხბურთელი "სუონსისთან" (1:2) წაგების შემდეგ დანიშნულ, "დამსჯელ" დამატებით ვარჯიშზე არ გამოცხადდნენ და მხოლოდ მაშინ მივიდნენ სტადიონზე, როდესაც მათი თანაგუნდელები ვარჯიშს ამთავრებდნენ.
ამ ყველაფერმა ვან გაალი ძალიან გააბრაზა, რის ფონზეც ფეხბურთელებს მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშის ნება დართო. ცნობისთვის შეგახსენებთ, რომ სამივე ფეხბურთელი ტრანსფერზე ლუისმა გასულ კვირას დააყენა.