ვან ნისტელროის, "იუნაიტედის" მაისურით 219 შეხვედრაში 150-ჯერ აქვს მეტოქის კაი დალაშქვრული სჯერა რომ "არსენალის" ყოფილ ფორვარდს შესწევს ამდენის გატანის ძალა.
"ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება, - განაცხადა რუდმა. "ჩემი დრო წაიდა და ჩემი ადგილი სხვებმა დაიკავეს, ასე რომ იმედი მაქვს ის ამას შეძლებს [გაიტანს იმდენს, რადმენიც მე გავიტანე].
"რობინმა დაამტკიცა, რომ ის გუნდს ადვილად ეჩვევა. გეგონება ყოველთვის ამ კლუბისთვის თამაშობდა.
"მას ადაპტაციისთვის დრო საერთოდ არ სჭირდება. გუნდში გადმოსვლის შემდეგ, იგი კვლავ მაღალ დონეზე თამაშობს, გააქვს მნიშვნელოვანი გოლები და გუნდისთვის გამარჯვებაც მოაქვს."
ვან ნისტელროი წინა კვირას მანჩესტერში, სერ ალექს ფერგიუსონის ძეგლის გახსნაზე იმყოფებოდა და "იუნაიტედის" მოქმედ ჰოლანდიელ ფორვარდსაც გაესაუბრა.
"მე ვესაუბრე მას [ძეგლის გახსნის ცერემონიამდე,] - განაცხადა მან.
"ის გუნდში თავას ძალიან კარგად გრძნობს. მაგრამ ეს გრძნობა ყველას ეუფლება ვინც აქ მოდის. მეც იგივეს ვგრძნობდი. მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს.
"შენ თავს გრძნობ ოჯახისა და ტრადიციის წევრად. შენ უბრალოდ გინდა რომ გახვიდე მოედანზე და ითამაშო. რობინი ახლა სწორედ ამას აკეთებს."
ასევე ნისტელროიმ აღნიშნა, რომ გუნდში ადგილის კიდევ უფრო დასამკვიდრებლად ჰოლანდიელს სერ ალექს ფერგიუსონი დაეხმარება.
"მე ვთვლი, რომ ის ამას იზამს, - განაცხადა რუდმა. "ეს სწორედ ის არის, რასაც მენეჯერი აკეთებს: ის გაგრძნობინებს, რომ ძლიერი ხარ და შენგან ბოლომდე დახარჯვას ელის.
"რობინის სტილი - რომლითაც მას თამაში უნდა და რომელიც მას მოსწონს - "იუნაიტედს" კარგად ერგება. მე მიხარია, რომ მას ასეთი ბრწყინვალე დასაწყისი ჰქონდა, რადგან ის ამას იმსახურებს. ის დიდი მოთამაშეა და ვიმედოვნებ, რომ ასე თამაშს ის კდევ დიდხანს განაგრძობს.
"იგი მარტო გოლების გატანით როდი შემოიფარგლება. ის ძალიან კარგად ერთვება თამაშში, რაც ფანტასტიურია."