ლისაბონის ,,სპორტინგის'' არგენტინელმა მცველმა მარკოს როხომ, მისი ,,იუნაიტედში'' გადასვლა დაადასტურა.
"მე ოცნება ავიხდინე. "იუნაიტედი'' ფანტანსტიური გუნდია. "მანჩესტერში'' გადასვლასთან დაკავშირებით ვერონს გავესაუბრე და მან მაშინვე მირჩია, რომ ეს წინადადება მიმეღო. "სპორტინგის" დატოვება ჩემთვის ადვილი არ არის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისათვის, რაც ჩემთვის გააკეთეს''
როგორც ცნობილი ხდება, ინგლისური კლუბი პორტუგალიელებს 24 წლის როხოს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროსა და ნანის არენდით გაშვებას დაპირდა.
დღეს საღამოს კი როხოს მანჩესტერში ჩასვლა იგეგმება, სადაც ის კლუბთან 4+1 სქემით გააფორმებს კონტრაქტს.