ესპანელი ნახევრმცველი აცხადებს რომ იგი ზედმიწევნით კარგად აკვირდებდა ჰოლანიდიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან იცოდა რომ ვან გაალი მისი კლუბის მწვრთვნელი უნდა გამხდარიყო.
"მე ვიხილე თუ როგორ მოიქცა ის, როდესაც მოედანზე ტიმ კრული შემოიყვანა." აცხადებს ერერა. "ეს ცოტა უჩვეულო გამოდგა ჩემთვის, რადგამ ჩემს გუნდში ყველა ფეხბურთელი და ყველა მეკარე თანაბარი დოზით ვარჯიშობს პენალტების შესრულებაში. ალბათ ვან გაალი უყურებს ამ ყველაფერს და თავისთვის მინიშნებებს იწერს. ის ყველა დეტალს მნიშვნელობას ანიჭებს და უამრავ ტაქტიკას იყენებს. დარწმუნებული ვარ, საჭიროების შემთხვევაში მსგავს საქციელს ჩაიდენდა. მე ვადევნებდი თვალს ჰოლანდიის ნაკრებს და ვფიქრობდი თუ რა პოზიციაზე დავჭირდებოდი ვან გაალს."
ახლა კი ერერა იმავე პოზიციაზე თამაშობს, სადაც ნაიჯელ დე იონგი ირჯება ჰოლანდიის ნაკრებში.
"დე იონგი, დაცვის წინ, სადაც მე აქამდე ვთამაშობდი. მე ასევე შემიძლია 10 ნომრადაც თამაში, სასდაც სნეიდერი თამაშობს. რას ვთავაზობ მე მწვრთვნელს ? ენთუზიაზმს, კრეატივს და მებძოლ ხასიათს. მე ვფიქრობ რომ გამაჯრვებულის მენტატილეტი მაქვს. მიყვარს როდესაც ბურთი მე მაქვს ან "გახსნილი" ვარ ბურთის მისაღებად. აგრეთვე ვარ აგრესიულიც. თუ მწვრთვნელს სურს რომ დაცვის წინ ვითამაშო, არ არის პრობლემა, თუ სურს რომ 10 ნომერზე ვითამაშო, ვითამაშებ მაგრამ უნდა გაითვალისწინონ აგრეთვე ჩემი შესაძლებლობებიც მე ხშირად ვარ "ხელმისაწვდომი", ვარიგებ გადაცემებს და ვიწყებ შეტევებს. აგრეთვე გასულ წელს ვმუშაობდი შეტევაში თავის დროზე ჩართვაზე." დაასრულა ერერამ.