თბილისი:
მანჩესტერი:
18-08-2014, 12:23
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2181,
კომენტარები: 14
ბენატია მანჩესტერში ?
გასული დღის 5 საინტერესო ჭორი
ბენატია მანჩესტერში ?
5) უცხოური პრესა იტყობინება, რომ “ტორინო” ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მორიგი ფორვარდის გარეშე დარჩება. საუბარი ალესიო ჩერჩიზეა. ბოლო დროს პრესა ბევრს წერს იმის შესახებ, რომ მადრიდის “ატლეტიკომ” იტალიელ შემტევთან შეთანხმებას მიაღწია. დიეგო სიმეონეს გუნდი მზად არის, რომ ალესიოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. ახლა ჩერჩი მადრიდში გაემგზავრა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს. თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, “ატლეტიკო” უახლოეს დღეებში ჩერჩის ტრანსფერს ოფიციალურად გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ ჩერჩიმ უამრავი წინადადება მიიღო სხვადასხვა კლუბებისგან. მათ შორის იყო: “მონაკო”, “მილანი”, “ინტერი” და “სპარტაკი”. მიუხედავად ამისა, თავად იტალიელმა საკუთარი კარიერის გაგრძლეება მადრიდში გადაწყვიტა.
ბენატია მანჩესტერში ?

4) ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი, სამუელ ეტო’ო ამსტერდამის “აიაქსთან” პირადი კონტრაქტის დეტალებს ვერ ათანხმებს. რამოდენიმე დღის წინ ამსტერდამული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა განაცხადა, რომ ეტო’ომ საკუთარი გადაწყვეტილება 2 დღის მანძილზე უნდა გამოააშკარავოს. De Telegraaf – ის ცნობით, ამსტერდამულმა მხარემ სამუელ ეტო’ოს ახალი წინადადებით მიმართა. აღსანიშნავია, რომ ეტო’ო მოლაპარაკებებს მერსისაიდულ “ლივერპულთანაც” აწარმოებს. თუმცა, ბრენდან როჯერსის გუნდს სამუელ ეტო’ოს სანაცვლოდ არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებია.
“მე ნამდვილად არ ვიცი რა ხდება სამუელ ეტო’ოს თავში და რას ფიქრობს ის. თუმცა, ვიცი, რომ იგი მოლაპარაკებებს “ლივერპულთანაც” აწარმოებს. ჩვენ მას მორიგი წინადადებით მივმართეთ, თუმცა იგი კვლავ დუმს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შემტევი ხაზის გაძლიერებას სხვა ფეხბურთელით შევეცდებით.”, – განაცხადა “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა.

ბენატია მანჩესტერში ?

3) “რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი გახანგრძლივებაზე უარი თქვა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირაბა ის, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა სუპერთასის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. ხედირას მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი შემდეგი წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომაც “რეალი” გერმანელი ნახევარმცველის გაყიდვას ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება. უცხოური პრესა წერს, რომ სამი ხედირას სანცვლოდ შეთავზებას ფლორენციული ფიორენტინა ამზადებს. “იები” მზად არიან, რომ გერმანელი ჰავბეკის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა საინტერესოა, მოახერხებენ თუ ვერა ისინი ხედირასთვის წელიწდში 3,5 მილიონის გადახდას. გერმანელ ჰავბეკს არა მხოლოდ იტალიიდან, არამედ ინგლისიდან და გერმანიიდანაც აქვს შეთავზება. ხედირას ყიდვით მიუნხენის “ბაიერნიც” ინტერესდება. ხოსეპ გუარდიოლას გუნდს ნახევარდაცვის ცენტრში გაძლიერება აცუილებლად სჭირდება. “რეკორდმაისტერმა” ზაფხულში ტონი კროოსი გაყიდეს და პლიუს ამას უმძიმესი დაზიანება მიიღო ხავი მარტინესმა, რომელსაც 7 თვით უქმობა მოუწევს. გარდა “ბაიერნისა” ხედირას ყიდვას ლონდონის “ჩელსი” და ლონდონის “არსენალი” შეეცდება.
ბენატია მანჩესტერში ?

2) ედუარდო ვარგასის აგენტმა განაცხადა, რომ თავის კლიენტს “ნაპოლის” დატოვება სურს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია თავად ჩილელმა თავდამსმხელმაც დაადასტურა. ედუარდო ვარგასი “ნაპოლიში” სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის, სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ ჩილელი ფორვარდი კლუბის გამოცვლითაა დაინტერესებული. გასულ წელს ვარგასი “ვალენსიაში” 1 წლიანი იჯარის წესით თამაშობდა. მან პრიმერა დივიზიონის ეგიდით 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა. უცხოური პრესის თანახმად ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ვალენსია” ედუარდო ვარგასის ყიდვას შეეცდება. “ღამურების” გარდა ჩილელი შემტევით ლონდონის “არსენალიც” ინტერესდება. მიუხედავად ამისა, ედუარდო ვარგასს შეთავაზება ჯერჯერობით არცერთი კლუბისგან არ მიუღია.
ბენატია მანჩესტერში ?

1) “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ-ლიგის სეზონი “ოლდ ტრაფორდზე” წაგებით დაიწყო. “წითელი ეშმაკები” უელსურმა “სუონსიმ” დაამარცხა. ვინც ამ მატჩს უყურა ალბათ მიხვდებოდა, რომ ლუის ვან გაალის მთავარი სისუსტე დაცვის ხაზია. სწორედ ამიტომ, ჰოლანდიელი სპეციალისტი ამ ზაფხულის სატრანსფერო ფაჯარაზე მცველით გაძლიერდება. უცხოური მედიასივრცის თანახმად, “მანჩესტერმა” “რომასთან” მაროკოელი მცველის, მეჰდი ბენატიას თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. “მანჩესტერი” მზად არის, რომ ბენატიას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ ბენატიას ყიდვას “მანჩესტერის” გარდა ლონდონის “ჩელსი” და მიუნხენის “ბაიერნიც” ცდილობს. უცხოური გავლენიანი გამოცემა – Sky Sports იტყობინება, რომ მეჰდი ბენატია “მანჩესტერში” გაემგზავრა და კლუბის ხელმძღვანელებთან პირადი კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს.
ბენატია მანჩესტერში ?
სიახლეები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
18 აგვისტო 2014 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ციტატა: TOSHIBA
ფალკაო კი არა ვინც არ უნდა იყიდოს ლივერპულმა წელს ვერცერთ თამაშს ვერ მოუგებს ემიუს

დიდი სიტყვა არ თქვა ამ შემადგენლობას ლივერპული კი არა ევერტონიც ათრევს და ესენი კიდე ვინმეს მყიდველები არ არიან
Best 7,
რა დღეში გაქ ნერვები შენ უნდა გკითხოს ვინმე აქ ვინ და რას დაწერს

ადმინის ვიყო მაგ სიტყვების გამო აქ ერთი წუთითაც არ გაგაჩერებდი
0
№12
ავტორი: Anrex
18 აგვისტო 2014 14:43
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 40
რა ხალხია დედისპროჭს რატომ აგინებთ ერთმანეთს ონლაინში მანჩესტერის და ლივერპულის გამო,სად აზროვნებთ რას აკეთებთ ბუბლიკ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"No matter what the result is, I will support this team till the end"

დარენ ფლეტჩერი - წადი გთხოვ

- Anrex -


№13
ავტორი: Manchester United 14
18 აგვისტო 2014 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
valeraLIVERPOOL,
ბოლოს პრემიერ ლიგა როდის მოიგეთ ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№14
ავტორი: Manchester_M
18 აგვისტო 2014 14:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ციტატა: Malboro463
ადმინის ვიყო მაგ სიტყვების გამო აქ ერთი წუთითაც არ გაგაჩერებდი

+1

ბენათიას რაც შეეხება ბევრი იწერება მაგრამ მაინც არ მგონია რაღაც ეს მოიყვანონ :X
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top