მუნდიალის "აღმოჩენა" მარკუს როხო დასჯილ იქნა კლუბის მიერ, რადგან მან ვარჯიშზე უარი განაცხადა და შთაბეჭდილება დატოვა, რომ მას აღარ უნდოდა კლუბში დარჩენა. ახლა კი მან ამ საქციელისთვის საჯაროდ მოიახადა ბოდიში.
"მე გაცხარებული ვიყავი, მაპატიეთ." - აცხადებს როხო. "მე მალე შევუერთდები დანარჩენებს (სპორტინგს) და ვარჯიშსაც ხვალვე განვაახლებ. "სპორტინგმა" შემიძინა მაშინ, როდესაც მე ამ დონეზე არც ვიყავი და მომცა შანსი ევროპის ერთ-ერთ დიდ კლუბში მეთამაშა. მე მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს იმ ნდობისთვის, რაც ჩემს მიმართ გააჩნია და ვარჯიშს ხვალიდან შევუდგები."
შეგახსენებთ, რომ როხო "იუნაიტედის" ერთ-ერთი სამიზნია და "სპორტინგის" დირექტორი ბრუნო კარვალიო იმეორებს, რომ როხოს გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 30 მილიონი ფუნტია.