"წითელი ეშმაკუნების" ახალმა ბოსმა, ლუი ვან გაალმა კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს განუცადა რომ გააკეთოს ყველაფერი დი მარიას ტრანსფერის განსახორციელებლად. ამისათვის ჰოლანდიელი "ბანკის გატეხვას" გეგმავს და ჭორების თანახმად 100 მილიონიან შეთავაზებას ამზადებს.
აღნიშნული ტრანსფერი უფრო მეტად გახდა აქტუალური "სუონსისთან" გამოსაფხილზებელ მარცხის შემდეგ. ვან გაალს სურს რომ მისმა კლუბმა რამდენიმე მსოფლიო კლასის ფეხბურთელი შეიძინოს და მისთვის ნომერ პირველ სამიზნეს ანხელ დი მარია წარმოადგენს.
Daily Mail-ის ცნობით, თუ არგენტინელი "იუნაიტედში" გადავა მას ხელფასი 200 ათასი ფუნტი ექნება კვირაში. ვან გაალს სურს ასევე მაღალი კლასის ცენტრალური მცველი და აგრეთვე გამოცდილი ნახევარმცველი, რომელიც საიმედოდ "დაიჭერს" ცენტრს.