თბილისი:
მანჩესტერი:
17-08-2014, 01:55
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2447,
კომენტარები: 18
ვან გაალი: "ახალი ფეხბურთელები მჭირდება"
ვან გაალს კლუბის გაძლიერება სურს...
ვან გაალი:
"სუონსთან" ფიასკოს შემდეგ, ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ კლუბს ნამდვილად ესაჭიროება ახალი ფეხბურთელები. როგორც მოგეხსენებათ, "იუნაიტედი" პრემიერ-ლიგის პირველივე ტურში დამარცხდა.

მარცხის შემდეგ ვან გაალმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ახალი ფეხბურთელების შესაძენად, თუმცა ჯერ ყველაფრის აწონ-დაწონვაა საჭირო.

"ვიცი, რომელ პოზიციებზეც გვჭირდება გაძლიერება, მაგრამ ფეხბურთელის ყიდვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც 100 % დარწმუნებული ხარ, რომ ახალი ფეხბურთელი ზუსტად შეასრულებს შენს მითითებებს. ჩვენ უნდა დავიცადოთ. დღეს მოგება შეგვეძლო." მიუხადავად ამ განცხადებისა, ვან გაალი არ ამბობს რამდენი ფეხბურთელის შეძენას აპირებს. "თქვენთან ამის შესახებ არ ვილაპარაკებ, დიდი ბოდიშით." – დაასრულა ვან გაალმა

მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მატჩამდეც ჰქონდა გადაწყვეტილი, რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა, თუმცა ახლა დარწმუნდა, რომ ახალი ფეხბურთელების მოყვანის გარეშე კლუბი წარუმატებელ თამაშს არ შეწყვეტს.

"ვიცი, რომ ყველა დამწუხრებულია. ფანები, ფეხბურთელები, მწვრთნელები და მათ შორის მეც. ვიცი, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრისთვის ძნელია ასეთი წაგება, თუმცა ვიცი რასაც ვაკეთებ და შედეგსაც იხილავთ, ამაზე ნუ ინერვიულებთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ წინ ბევრი თამაში გვაქვს და მალე ვაჩვენებთ იმას, რაც ნამდვილად შეგვიძლია." - დაასრულა ლუი ვან გაალმა.
სტატიები, ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
17 აგვისტო 2014 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
Luii bevri ar gaatrako icode...! Dzalian did pativs gcem da mjera sheni, magram meore shexvedramde, minimum 2 transferi daidos...! Erti uechveli nlindi unda iyos...;)
0
№12
ავტორი: Berba 9
17 აგვისტო 2014 09:45
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
აქ მარტო სათაური წაიკითხა ყველამ ? wink

მაშინ ვიყიდი ფეხბურთელს, როდესაც 100 პროცენტით დავრწმუნდებიო, მაგას მოიესიც ამბობდა...

არ მგონია სერიოზულ ტრანსფერთან გვქონდეს ადგილი ამ ზაფხულზე და მიუხედავად ამისა ლუი მაინც შეგვიყვანს 4-ეულში :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№13
ავტორი: TOSHIBA
17 აგვისტო 2014 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 86
რაღა დარწმუნება გინდა ტო. დაცვა და ნახევარდაცვა ნულია. ბლინდი და როხო მაინც უნდა ვიყიდოთ და ვიდალს ან დი მარიასაც თუ ვიყიდით მაგას რა ჯობია
0
№14
ავტორი: RedGirl
17 აგვისტო 2014 12:55
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეეე ლუი დაითრიე დი მარია ვიდალი და კარგი მცველი ! არ ვიცი დაიდოს :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№15
ავტორი: GeorgeBest
17 აგვისტო 2014 14:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია იმედია. ჯერ ისედაც გაგვიჭირდებოდა საკმარისი ხალხის შეძენა და როცა დი მარიას ყიდვის შანსი გვაქვს, კიდევ სხვების არ მესმის რაოტმ პასიურობენ
0
№16
ავტორი: Best 7
17 აგვისტო 2014 22:46
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Shen shegidzlia van gal shegidzlia gaudzghve iunaiteds
0
№17
ავტორი: LizarD
17 აგვისტო 2014 23:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Berba 9,
დი მარია რეალურია და თუ ფულის ჟმოტვას არ დაიწყებენ იყიდიან კიდეც, ბანტიაც მემგონი რომ უკვე გადმოდის, ვნახოთ
0
№18
ავტორი: Manchester_M
18 აგვისტო 2014 09:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვიცი, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრისთვის ძნელია ასეთი წაგება, თუმცა ვიცი რასაც ვაკეთებ და შედეგსაც იხილავთ, ამაზე ნუ ინერვიულებთ.


სანერვიულო აღარაფერია ;)

შეიძლება სასარგებლოც იყო ეს წაგება რადგან მიხვდა რომ ფეხბურთლებია საჭირო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top